image
image
24
25
26
27
28
image
image
Loading..
image

თემა: სინანული

933. როცა ადამიანმა ფიცი დადო, რომ ვინმეს ბოროტს გაუკეთებდა, უნდა შეასრულოს იგი, თუ უმჯობესია გატეხოს?ვინც სხვისთვის ბოროტების გაკეთების ფიცს დადებს, სინანული უნდა აჩვენოს. ჰეროდეს არაფერი არგო ფიცის დაცვამ: იგი წინასწარმეტყველის მკვლელი გახდა. ამის გამო მფიცავმა უნდა დაარღვიოს ფიცი და არ უნდა სურდეს თავისი დაუფიქრებლობის განმტკიცება.
link
image

თემა: სინანული

ღმერთის ხსენება სულთქმას ბადებს. გონზე მოსვლის საშუალებას არ აძლევს ეშმაკი ცოდვილებს და მათ სინანულის სისასტიკეს წარმოუდგენს. ხოლო სინანული, ხედავს რა მის გაიძვერობას, ალერსით მიეახლება(ცოდვილებს) და ეუბნება: "ოღონდ კი ღმერ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: სინანული

952.როგორ უნდა გავიგოთ მაცხოვრის სიტყვები: „ჰყავთ უკუე ნაყოფი, ღირსი სინანულისა“ (მათ. 3.8)?სინანული მხოლოდ უწინდელი ბოროტი საქმეების დატევებას კი არ ნიშნავს, არამედ უფრო მეტი კეთილი საქმის გაკეთებას, რამეთუ ითქვა: „ჰყავთ უკუე ნაყოფი, ღირსი სინანულისა“. როგორ შევძლებთ ამას? ცოდვის საპირისპირო საქმეების კეთებით. თუ სხვისი მიგიტაცებია ოდესმე რამე, თავისი მიეცი და შენიც ზედ დაუმატე. დიდხანს მრუშობდი? საკუთარ ცოლთანაც შეიკავე თავი დადგენილ დღეებში. თუ ვინმეს სცემე ან შეურაცხყავი, დღეიდან დალოცე და კეთილი უყავ ყველას, ვინც გცემს ან შეურაცხგყოფს, რამეთუ ჩვენი განკურნებისათვის ჭრილობიდან ისრის ამოღება არ კმარა, სალბუნიც უნდა დავადოთ ზედ. თუ უწინ კარგი ჭამა და ღვინის სმა გიყვარდა, ახლა მარხვა შეინახე და წყალი სვი. თუ სხვისი ცოლისთვის ბილწი თვალით შეგიხედავს, ახლა ეცადე, რომ საერთოდ არ შეხედო ქალს სახეში, რამეთუ ითქვა: „მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი“ (ფსალმ. 33.15).
link
 

თემა: სინანული

წმინდა თეოდოსის მონასტერში მოღვაწეობდა ორი ძმა, რომლებსაც ერთმანეთისთვის შეეფიცათ, სიცოცხლეში არ დაშორებოდნენ და გარდაცვალების შემდეგაც ერთად დაკრძალულიყვნენ. ერთ ძმას სიძვის ეშმაკი შეუჩნდა და დააუძლურა. როცა დათმენა ვეღარ შეძლო, ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: სინანული

შეიძლება დღესასწაულებში, წმინდა შობის დღეს, ბრწყინვალე შვიდეულებში წავიკითხოთ სინანულის კანონი, თუ რაიმე შევცოდეთ?ეკლესიის წესების მიხედვით წმინდა შვიდეულის დღეებში სინანულის კანონის კითხვა არ შეიძლება. ეს მარხვის დროს საკმარისია. ჩადენილი ცოდვა კი აღსარებაზე განიწმინდება. ამ დღეებში ეცადე, არ შესცოდო.
link
image

თემა: სინანული

489. ერთი ძმა, რომელიც ადრე ჯარში მსახურობდა, საერთო საცხოვრებელში მივიდა; მან დიდ ბერს ჰკითხა, შეძლებდა თუ არა მონანიებას?ძმაო! ღმერთი სინანულისკენ ყველას მოუწოდებს და არავის უარყოფს. ხოლო ვინც მას შეუდგება, მთელი გულით უნდა შეუდგეს, თესოს იმ იმედით, რომ მოიმკის და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე განსაცდელებს ელოდოს.
link
 

თემა: სინანული

ტაისია ქრისტიანი იყო. იგი ნაადრევად დაობლდა და გადაწყვიტა, ცხოვრება კეთილი საქმეებისთვის დაეთმო, მოგზაურთათვის სასტუმრო ააშენა და მგზავრებს შეეწეოდა. მაგრამ დროთა განმავლობაში გაღარიბდა, თან ცოდვილმა ხალხმა გარყვნა და მან აღვირახს... იხილეთ სრულად
link
image

თემა: სინანული

საყვარელნო! სინანული არის მოქცევა ბოროტისაგან და ქმნა კეთილისა, ვითარცა იტყვის, ვითარმედ: "ჰყავ ნაყოფი ღირსი სინანულისა". რაი არს ესე, ვითარმედ ჰყავთ ნაყოფი ღირსი სინანულისა? რათა წინააღმდგომ ცოდვისა ჩვენისა სათნოება აღვასრულოთ. ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: სინანული

661. რომელია უფრო აღმატებული – ადამიანი, რომელმაც სცოდა და ინანიებს, თუ ის, რომელსაც ცოდვა არ ჩაუდენია და არც სინანული გააჩნია?ადამიანი, ცოდვის ჩამდენი და მონანული, უმეტესად აღმატებულად მიმაჩნია მასზე, ვისაც ცოდვა არ ჩაუდენია და არც სინანული გააჩნია. პირველს, თვლის რა თავს ცოდვილად, აქვს კეთილი გულისთქმა, ხოლო მეორე – ცრუდ და სულის წარმწყმედელად ფიქრობს, საკუთარ თავს მართალ ადამიანად რომ მიიჩნევს.
link
image

თემა: სინანული

ჰოი კაცო, დაღაცათუ ყოველთა ბოროტთა შთავრდომილ იყო, ნუ წარიკვეთ სასოებასა, არამედ ჰსთქვი, ვითარმედ, კაცთ-მოყვარე არს ღმერთი და ჰნებავს ცხოვრება ჩვენი. რამეთუ იტყვის: "უკეთუ იყვნენ ცოდვანი თქვენნი, ვითარცა ღებილნი, ვითარცა თოვლი გა... იხილეთ სრულად
link
image
image
24
25
26
27
28
image
image