სინანული - ციტატები, გამონათქვამები
სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები
სრულყოფის გზა ერთადერთია. იგი გულისხმობს სინანულს და ცოდვათაგან განთავისუფლებას; ეს კი მხოლოდ სულიწმიდის მადლით და იესო ქრისტეს მტკიცე რწმენით მიიღწევა.
უფალთან არ დაგეკარგებათ თუნდაც ერთი გულითადი ლოცვა და სინანულის ცრემლის ერთი წვეთიც კი.
გწამდეთ, უფალი ყოველგვარ ტკივილს სიკეთედ და ჩვენი სულიერი წინსვლის საშუალებად აქცევს, თუ ლოცვითა და სინანულით დავითმენთ განსაცდელს და მაცხოვრის სწავლებით წარვემართებით.
გავიხსენოთ სახარება: იუდამ გასცა მაცხოვარი, პეტრემაც სამჯერ უარყო იგი. შემდეგ ერთმაც შეინანა და მეორემაც, მაგრამ იუდა წარწყმდა იმიტომ, რომ უსიყვარულო იყო ქრისტესთან გატარებული მისი ცხოვრება და, აქედან გამომდინარე, უნაყოფო მისი სინ... იხილეთ სრულად
ადამიანს ღუპავს არა ჩადენილ ცოდვათა სიმრავლე, არამედ მათი მოუნანიებლობა, გაქვავებული და გასასტიკებული გული.
წინასააღდგომო მარხვას ეკლესია როგორც შემოქმედის, ასევე მოყვასის მიმართ სინანულისა და შენდობის მოწოდებით იმიტომ იწყებს, რომ ქრისტიანული ცხოვრება წესად გვექცეს, სულიერი წყლულები მოვიშუშოთ და ნაკლოვანებანი აღმოვფხრათ, რათა ჩვენში და ... იხილეთ სრულად