
ხმელი და მწირი საკვების წყალობით აზრები ნათელი ხდება, ხოლო ფუფუნებით ცხოვრება გონებას წყვდიადში ჩაძირავს.
ხმელი და მწირი საკვების წყალობით აზრები ნათელი ხდება, ხოლო ფუფუნებით ცხოვრება გონებას წყვდიადში ჩაძირავს.
აზრს არასოდეს სწრაფად არ უნდა მიაყოლო საქმე, რაც არ უნდა კეთილად გეჩვენებოდეს იგი, არამედ დროში უნდა გამოსცადო
ნეტარია, ვინც ვნებებზე გაიმარჯვებს და არც აზრით და არც გრძნობით არ ცდუნდება ხორცით, რომელიც სულ მალე ხრწნას მიეცემა!
სადაც აზრთა თანხმობაა, იქ აუცილებლად ერთსულოვნებაც არის, იქვე ერთი მიზანიც და ამ მიზნის მიღწევაში ერთნაირი წარმატებაც.
უფრო მეტად ცხოვრებით ამაღლდი, ვიდრე - აზრით. ცხოვრებამ, შესაძლოა, ღვთის მსგავსი გაგხადოს, აზრს კი უდიდეს დაცემამდე მიჰყავხარ.
86. უნებლიე აზრების მიზეზები გვიყვარს და ამიტომაც მოიწევიან ისინი ჩვენზე, ნებაყოფლობითი აზრებისა კი, ცხადია, საქმენიც გვიყვარს.
თუ შენს აზრებში ლამაზი სახე წარმოგიდგება, წარმოიდგინე იგივე ადამიანი უსახური ცხედრის სახით და ვნებიანი სურვილი შენს სულს აღარ დაამძიმებს.
ნუ იფიქრებთ, ნუ ილაპარაკებთ და ნუ გააკეთებთ ნურაფერს, ვიდრე არ დარწმუნდებით, რომ თქვენი აზრი, სიტყვა და საქმე ღვთის სიტყვის თანხვდომილი იქნება.
72. რამდენადაც საქმით შეცოდებასთან შედარებით ფიქრით შეცოდება უფრო ადვილია, იმდენად საგნებით ბრძოლასთან შედარებით, აზრებით ბრძოლა უფრო რთულია.
1. აზრებისა და საგნების გონივრული გამოყენება უბიწოებას, სიყვარულსა და ცოდნას გვანიჭებს, ხოლო უგნური - თავშეუკავებლობას, სიძულვილსა და უცოდინრობას.