image
image
16
17
18
Loading..
image

თემა: გონება

გონებას, ჩემო შვილო, არ შეუძლია ერთ მდგომარეობაში გაჩერება, განსაკუთრებით იმისას, ვინც სულიერად სუსტია. ზოგჯერ მას კითხვა სჭირდება, ზოგჯერ - ფსალმუნება, სხვა დროს კი - დუმილი. როცა ადამიანი დუმს, გონებას მარჯვე დრო ეძლევა, რომ ჩას... იხილეთ სრულად
link
 

თემა: გონება

90. იცის მტერმა სულიერი რჯულის მოთხოვნილება და ეძიებს მარტოოდენ გონებისეულ (მხოლოდ გონებით და არა საქმით) თანხმობას, რადგან სწორედ ამ სახით იგი ან სინანულის შრომათა მოვალედ გახდის მისდამი დაქვემდებარებულს, ან კიდევ, თუ არ შეინანებ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: გონება

რწმენა ძალაა, რომელიც ადამიანის გონებასა და ნებაშია დავანებული. გონება ზეციური ნათლით ნათდება და საკუთარ თავში შეიცავს იმას, რასაც უფალი უცხადებს მას. ასევე ნებაც ღვთისაგან მართულია იმ ჭეშმარიტის აღსასრულებლად, რასაც გონება უბრძან... იხილეთ სრულად
link
image

თემა: გონება

55. თავმოყვარეობა, როგორც არაერთგზის თქმულა, ყველა ვნებიანი გულისთქმის მიზეზია, რამეთუ მისგან სულის გულისთქმის ნაწილის სამი უმთავრესი გულისთქმა წარმოიქმნება: ნაყროვანება, ვერცხლისმოყვარეობა და პატივმოყვარეობა. ნაყროვანებას სიძვის ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: გონება

633. ვინ არის გონერი კაცი?ჩვეულებრივ, როცა კაცზე იტყვიან, გონიერიაო, ამ სიტყვას არასწორი მნიშვნელობით ხმარობენ. გონიერი ის როდია, ვისაც ძველ ბრძენთა გამონათქვამები და ნაწერები დაუსწავლია, არამედ ჭეშმარიტად გონიერი ის ადამიანია, ვისაც სული აქვს გონიერი და ძალუძს სწორად განსაჯოს, რა არის კეთილი და რა – ბოროტი; და ამასთან, ვინც ყოველთვის გაურბის ბოროტსა და სულისათვის მავნეს, ხოლო კეთილისა და სულისათვის სარგოს მოსაპოვებლად გონივრად გულმოდგინებს და იღვწის ისე, რომ მარად მადლს მიუძღვნის ღმერთს. ჭეშმარიტად, მხოლოდ ამგვარად მოქმედი ადამიანი უნდა იწოდებოდეს გონიერად.634. რა არის ჭეშმარიტად გონიერი კაცის საზრუნავი?ჭეშმარიტად გონიერ კაცს მხოლოდ ერთი საზრუნავი აქვს – მთელი თავისი არსებით დაემორჩილოს და სათნო–ეყოს ღმერთს.
link
image

თემა: გონება

გონება სულის იკონომოსია, რომელსაც მოაქვს საკვები: ის, რასაც შენ აძლევ მას. როცა გონება სიმშვიდეშია და შენ მას იმ კეთილს აძლევ, რაც მას უნდა, იგი ამას გულში ჩაუშვებს. თავიდან იგი იწმინდება იმ ცრურწმენათაგან, რომლებზეც ამსოფლად იყო ... იხილეთ სრულად
link
 

თემა: გონება

1143. ძალუძთ ადამიანებს საკუთარი გონებით ღმერთის შეცნობა?საკუთარი გონებით ადამიანი მხოლოდ ნაწილობრივ, ქვეყნიერებასა და ბუნებაზე დაკვირვებით შეიცნობს ღმერთს; მაგრამ ასეთი ცოდნა არასაკმარისია.
განმარტება:
I. "ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელტა მისთასა მიუთხრობს სამყარო" (ფს.19,1). II. პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში წერს, რომ უფლის უხილავი თვისებები, განსაკუთრებით მისი მარადიული ძალა და ღმრთიულობა, ადამიანებს ძალუძთ შეიცნონ ხილულ ქმნილებათა განხილვით, ვერავინ განმართლდება, თუ ღმერთი არ სწამს (1,20).
link
image

თემა: გონება

649. როგორ მოქმედებს ბოროტი სული თავიდან, ვიდრე ადამიანს ცოდვის ჩადენამდე მიიყვანდეს?ეშმაკნი პირველად გონებას უბნელებს ადამიანს, შემდეგ აკეთებინებს იმას, რაც სურთ. რადგან, თუ გონების თვალი კარგად ხედავს, საუნჯეს ვერავინ წარიპარავს. სიძვის ეშმაკი ყველაზე ხშირად მიმართავს ამ ხერხს. ხშირად ის გონებას ურევს ადამიანს და კაცთა წინაშე აკეთებინებს იმას, რასაც განცოფებულნი მარტო ყოფნისასაც არ აკეთებენ. როცა გონება იწმინდება, ადამიანს რცხვენია არა მხოლოდ მათი, ვინც მისი სიგიჟე იხილა, არამედ საკუთარი თავისაც; მრავალი ამ სირცხვილის გამო განეშორება საშინელ ცოდვას.
link
image

თემა: გონება

667. რას ნიშნავს ნათქვამი: ყურადღებით იყავი, რომ სიძვის აზრებმა არ გაგიტაცონ?ეს არა მარტო სიძვის, არამედ სხვა ვნების შემთხვევებშიც ხდება. გონება გაფანტულობის გამო ექვემდებარება ვნებებს. როდესაც ადამიანს ეს შეემთხვევა, მან საკუთარ თავს უნდა მოუწოდოს და თქვას: "უფალო! შემინდე შენი წმინდა სახელის გულისთვის; მე ჩემი დაუდევრობის გამო დამემართა ეს. მიხსენი გონებაგაბნევისა და მტრის ყველა მახისაგან, რამეთუ შენ გშვენის დიდება უკუნისამდე, ამინ". ხოლო ნიშანი, რომლითაც ასეთ გატაცებას შეიცნობ, დაე შენთვის შემდეგი იყოს: როდესაც ვინმე სხვას ელაპარაკება და მისი გონება აქეთ-იქით იფანტება, მაშინ ის ერთზე საუბრობს, მაგრამ აზრით მეორეზე გადადის; სწორედ ესაა გატაცება. ასევე, როდესაც ვინმეს, საქმიანობის დროს, აზრები სხვაგან გაურბის და, დავიწყების გამო, ან საქმეს აფუჭებს, ან მის მოთხოვნებს აჭარბებს, ესეც ასევე გატაცებაა. სიძვის აზრიც ასე გვიტაცებს. ზოგჯერ, როდესაც ვინმე სხვას ესაუბრება, თუ მტერი მოასწრებს ღვთისნიერი სიფხიზლისგან მისი გონების მოწყვეტას, მაშინ გონებაგაბნევის შედეგად, სიძვის გულისთქმაც იჩენს თავს. ესეც გატაცებაა, რადგან ეს ფიქრმა ან გახსენებამ კი არ გამოიწვია, არამედ დავიწყებამ, რის გამოც ადამიანი გაერთო. ასეთი ადამიანი იმ მგზავრს ჰგავს, რომელმაც რაღაც შემთხვეული მწუხარების გამო, სწორი გზიდან გადაუხვია და სხვაგან აღმოჩნდა. მაგრამ ადამიანმა, როგორც კი გონს მოეგება, ზემოთ ნათქვამის თანახმად, საკუთარ თავს უნდა მოუწოდოს და მოწყალე ღმერთს მიმართოს. ღმერთი მოწყალეა და უძღები შვილივით მიიღებს მას. ჩვენ ვიცით, როგორი გულმოწყალებით მიიღო მან ეს უკანასკნელი. როდესაც აზრების ასეთი ბრძოლა გაბნევის გარეშეც წამოყოფს თავს, მაშინ ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ არ დაგვატკბონ მათ, და კი არ დავყოვნდეთ მათში, არამედ მაშინვე მეუფესა და ღმერთს მივმართოთ.
link
image
image
16
17
18