129. გონება უგულისყურობიდან ისევ თავის წესსა და მღვიძარებას დაუბრუნდება, თუკი იგი კვლავ გულმოდგინებას შეუდგება და თუ ჩვენ კვლავაც მგზნებარე მოსწრაფებით აღვადგენთ ჩვენი გონების საქმითობას.
93. „და მიხედა, – ამობობს დავითი, – ჩემმა გონითმა თვალმა ჩემი გონითი მტრების მიმართ და გაიგონებს ჩემი ყური იმ უკეთურთა შესახებ, ჩემს წინააღმდეგ რომ ამხედრდნენ“(ფს.91.12–13); და ვიხილე ცოდვილთა მისაგებელი (ფს.90.8), ღვთის მიერ ჩემზ...
იხილეთ სრულად
93. „და მიხედა, – ამობობს დავითი, – ჩემმა გონითმა თვალმა ჩემი გონითი მტრების მიმართ და გაიგონებს ჩემი ყური იმ უკეთურთა შესახებ, ჩემს წინააღმდეგ რომ ამხედრდნენ“(ფს.91.12–13); და ვიხილე ცოდვილთა მისაგებელი (ფს.90.8), ღვთის მიერ ჩემზე ქმნილი, ხოლო როდესაც გულში არ არის რამ წარმოსახვა, ბუნებისამებრ მედეგობს გონება (ე.ი. გონება მოქმედებს საღვთო ბუნების შესაბამისად), მზადმყოფი იმისთვის, რომ ყოველგვარი საამური, სულიერი და ღვთისმოყვარეობითი მჭვრეტელობისკ...
87. ისევე როგორც გრძნობადი მარილი გემოს აძლევს პურსა და ყოველგვარ ნამზადს, ხორცეულს კი გაუფუჭებლად და მყარად იცავს, ამგვარადვე ისაზრე გონითი გემოვნებისა და საკვირველი საქმიანობის გონებისგან დაცულობის შესახებ, რადგან გონება საღვთოდ...
იხილეთ სრულად
87. ისევე როგორც გრძნობადი მარილი გემოს აძლევს პურსა და ყოველგვარ ნამზადს, ხორცეულს კი გაუფუჭებლად და მყარად იცავს, ამგვარადვე ისაზრე გონითი გემოვნებისა და საკვირველი საქმიანობის გონებისგან დაცულობის შესახებ, რადგან გონება საღვთოდ ატკბობს კიდეც როგორც შინაგან, ასევე გარეგან ადამიანს, ამასთან, განდევნის უკეთურ გულისზრახვათა სიმყრალეს და მშვენიერებათა შიგნით მყარად გვიცავს ჩვენ.
76. ყველა სათნოებითი სწავლების საგუშაგო (სათვალთვალო, სადარაჯო) ესაა გონების დამცველობა, ისევე როგორც – დავითის გუშაგი ძველად, წინასწარ რომ წარმოაჩენდა „გულის წინადაცვეთას“.
53. გონება, რომელიც არ არის უგულისყურო თავისი ფარული მოქმედებისადმი, საკუთარი თავის დამცველობის დღენიადაგ მომუშაკებით, დანარჩენ სიკეთეებთან ერთად ჰპოვებს სხეულის ხუთ გრძნობასაც უმოქმედოს გარეგან ბოროტებათა მიმართ, რადგან თავისი სა...
იხილეთ სრულად
53. გონება, რომელიც არ არის უგულისყურო თავისი ფარული მოქმედებისადმი, საკუთარი თავის დამცველობის დღენიადაგ მომუშაკებით, დანარჩენ სიკეთეებთან ერთად ჰპოვებს სხეულის ხუთ გრძნობასაც უმოქმედოს გარეგან ბოროტებათა მიმართ, რადგან თავისი სათნოებისა და მღვიძარების ყოვლითურთ მოყურადე და მოსურნე იმისა, რომ კეთილი გულისზრახვებით იშვებდეს იგი, არ დაითმენს, რომ, ნივთიერ და ამაო გულისზრახვათა შემოტევისას, წარტაცებული იყოს ხუთი გრძნობისგან, არამედ მათი მაცთუნებლობ...
35. „ისრაელზეა მისი (უფლის) დიდმშვენიერება“, ესე იგი – გონებაზე, რომელიც ძალისამებრ ჭვრეტს თავად ღვთის დიდების მშვენიერებას; „ და მისი ძალა ღრუბლებშია“, ესე იგი – ნათელსხივოსან სულებში, რომლებიც განთიადისას შეჰმზერენ იმას, რომელიც...
იხილეთ სრულად
35. „ისრაელზეა მისი (უფლის) დიდმშვენიერება“, ესე იგი – გონებაზე, რომელიც ძალისამებრ ჭვრეტს თავად ღვთის დიდების მშვენიერებას; „ და მისი ძალა ღრუბლებშია“, ესე იგი – ნათელსხივოსან სულებში, რომლებიც განთიადისას შეჰმზერენ იმას, რომელიც მამის მარჯვნივ არის მჯდომარე (იესო ქრისტეს) და რომელიც, აელვარებს რა მათ, ისევე როგორც მზე ასხივოსნებს წმინდა ღრუბლებს, საამურებად წარმოაჩენს.
34. ცნობიერების დანიშნულება ისაა, რომ მარადის შინაგანი ბრძოლის შერკინებებისა და თვითგაკიცხვისათვის აღძრას გულისწყრომითი ნაწილი, სიბრძნისა – ის, რომ მკაცრი და შეუნელებელი მღვიძარებისა და სულიერი ჭვრეტისკენ მიმართოს გონითი ნაწილი, ს...
იხილეთ სრულად
34. ცნობიერების დანიშნულება ისაა, რომ მარადის შინაგანი ბრძოლის შერკინებებისა და თვითგაკიცხვისათვის აღძრას გულისწყრომითი ნაწილი, სიბრძნისა – ის, რომ მკაცრი და შეუნელებელი მღვიძარებისა და სულიერი ჭვრეტისკენ მიმართოს გონითი ნაწილი, სამართლიანობისა – ის, რომ სათნოებისა და ღვთისკენ წარუძღვეს გულისთქმით ნაწილს, სიმამაცისა – ის, რომ მართოს და მტკიცედ ხელთ იპყრას ხუთი გრძნობა, რათა არ შეირყვნას მათგან არც ჩვენი შინაგანი ადამიანი, ესე იგი – გული, და არც გ...
112. რაც არის ნივთიერი სახლი ზოგადი ჰაერისთვის, იგივეა მოაზროვნე გონება საღვთო მადლისთვის. რაც მეტ ნივთს გაყრი სახლიდან, იმდენად მეტად შემოვა ჰაერი, და რაც მეტ ნივთს შემოიტან, მით მეტად შემცირდება იგი.
90. სამი გონითი ადგილი არსებობს, რომლებშიც ცვალებადობის შედეგად შედის გონება: ბუნებითი, ბუნებაზე აღმატებული და ბუნების გარეგანი. როდესაც კი ბუნებითში შედის იგი, ჰპოვებს თავის თავს უკეთური აზრების მიზეზად და უწყის რა ვნებათა მიზეზე...
იხილეთ სრულად
90. სამი გონითი ადგილი არსებობს, რომლებშიც ცვალებადობის შედეგად შედის გონება: ბუნებითი, ბუნებაზე აღმატებული და ბუნების გარეგანი. როდესაც კი ბუნებითში შედის იგი, ჰპოვებს თავის თავს უკეთური აზრების მიზეზად და უწყის რა ვნებათა მიზეზები, აღსარებას წარმოთქვვამს ღვთის წინაშე. მეორე მხრივ, როდესაც ბუნების გარეგანში აღმოჩნდება იგი, ივიწყებს ღვთის სამართლიანობას და ებრძვის ადამიანებს როგორც თითქოსდა მის შეურაცხმყოფლებს. მაგრამ როდესაც ზებუნებრივში აიყვანე...
75. როდესაც უფლის მიერ გამხნევებული გონება თავის სულს განაშორებს ძველი ვნებადი ჩვეულებისგან, მაშინ გული ამ გონებისა და ვნებისგან ისე იტანჯება, როგორც ჯალათებისგან, რადგან აქეთ და იქით ეწევიან მას.