image
image
18
19
20
21
image
image
Loading..
 

თემა: გული

29. თუკი მდაბალი ცნობიერებით, სიკვდილის ხსოვნით, თვითგაკიცხვით, სიტყვისმგებლობით (საკადრისი პასუხის გაცემით უკეთური ძალებისადმი) და იესო ქრისტეს მოხმობით ყოველჟამს დავანებული იქნები შენს გულში (მთელ ყურადღებას შენი გულისკენ მიმართ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: გული

გულის სხვადასხვა მოქმედების მიხედვით ადამიანს შეუძლია გამოიცნოს, რომელია ღმერთისგან და რომელი - დემონისგან, როგორც ამაზე გრიგოლ სინელი წერს: "იმის მიხედვით, თუ როგორ მოქმედებს შენს სულში გაბრწყინებული ნათელი, შეგიძლია მიხვდე, ღმე... იხილეთ სრულად
link
image

თემა: გული

ჩვენს ხელთაა ზუსტი ბარომეტრი, რომელიც სულიერი ცხოვრების ცვლილებას გვიჩვენებს, - ეს ბარომეტრი ჩვენი გული გახლავთ. გნებავთ კომპასი უწოდეთ, რომელსაც ცურვისას იყენებენ ზღვაში გასულები. ის გვიჩვენებს, საით მივდივართ, სულიერისკენ, აღმოს... იხილეთ სრულად
link
image

თემა: გული

ლოცვისას უსათუოდ უნდა დავეუფლოთ საკუთარ გულს და მთლიანად ღვთისაკენ მივმართოთ. გული ცივი, ურწმუნო, ცბიერი და ორპირი არ უნდა იყოს. და თუ ასე არ იქნა, რა არის, რის მაქნისია ჩვენი ლოცვა და მარხვა? კარგი იქნება ღვთის მრისხანე ხმის გაგო... იხილეთ სრულად
link
image

თემა: გული

რა არის გულის უბრალოება?ვინც უბრალოა გულით, ის კარაგად გრძნობს თავს ადამიანებთან ურთიერთობაში; მათდამი კეთილი, თავაზიანი, ალერსიანი, არამედიდური, მშვიდი დამოკიდებულება აქვს. სწორედ ეს არის გულის უბრალოება. გულით უბრალო ადამიანი არასოდეს არავის აწყენინებს, გზაზე არავის გადაეღობება, არავის განიკითხავს, არავისი შეშურდება. ვინც უბრალოა გულით, მას შეუძლია დიდი შრომაც - ყველაზე უბრალოც და მძიმეც; ის უპრეტენზიოა საჭმლის და ჩასაცმლის მიმართ, არ მოითხოვს და არ ეძებს კეთილმოწყობილ ცხოვრებას, რადგან უბრალოებას მისი გული მუდმივ ყვედრებაში უჭირავს; იგი თავის უღირსობის შეგრძნებით ცხოვრობს. ვინც უბრალოა გულით, ის თანაუგრძნობს ღარიბებს.
link
image

თემა: გული

ჭეშმარიტებასა და სიწმინდეში თუ ეჭვი შეგაქვს, გონება ჩვეულებრივ ბნელდება; გულს ურწმუნოება, შიში და სივიწროვე ეუფლება, მაგრამ თუკი გულწრფელად გწამს, სიხარულს, მშვიდობას, გულს სილაღე ეუფლება, გონებაც იწმინდება და შორსმჭვრეტელი ხდება.... იხილეთ სრულად
link
image

თემა: გული

მაცხოვნებელია თუ არა მოწყალება გულის გამოუსწორებლად?მოწყალება კარგი და მაცხოვნებელია, თუ ის შეერთებულია ამპარტავნობის, ბოროტების, შურის, უქმადყოფნის, უდებების, გემოთმოყვარეობის, სიძვის, სიცრუისა და სხვა ცოდვებისაგან განწმენდილ გულთან. ხოლო თუ ადამიანი, თავის მოწყალების იმედით გულის გამოსწორებაზე არ ზრუნავს, ცოტა სარგებელს თუ მიიღებს, რადგან რასაც ერთი ხელით ქმნის, მეორეთი ანგრევს.
link
image

თემა: გული

ძირითადად რას უნდა ვაქცევდეთ ყურადღებას ღვაწლში?ყურადღება ყველაზე ნაკლებად გარეგნულ ღვაწლზე ( მარხვა, მეტანია, მაგარზე წოლა და ა.შ. ) შეაჩერეთ. ეს ძალზე აუცილებელია, მაგრამ მაინც დამხმარეა. შენობა მათი მეშვეობით შენდება. გარეგნული ღვაწლი შენობა არ არის, შენობა გულშია. სწორედ გულზე შეაჩერეთ თქვენი ყურადღება: არ გაღიზიანდეთ, არ დაემდუროთ, არ განიკითხოთ, შეუნდეთ, განდევნეთ უამური აზრები, ცოდვიანი სურვილები და ა.შ. რა სარგებოლობა შეიძლება მოგვიტანოს ღვაწლმა მარხვით, წმინდა წერილის კითხვით და ა.შ, თუკი ვერ ვისწავლით თავმდაბლობას, წყენის მიტევებას, მტრების სიყვარულს, მათზე ლოცვას?
link
image

თემა: გული

857. შეიძლება თუ არა ესა თუ ის ადამიანი უწმინდურად რომ მივიჩნიოთ?წმ. პეტრე მოციქულს ღმერთმა აჩვენა, რომ არც ერთი ადამიანი არ უნდა მიგვაჩნდეს უწმინდურად. ვისი გულიც წმინდაა, იგი ყველა ადამიანს წმინდად მიიჩნევს, ხოლო ვისი გულიც შებღალულია ბიწიერებით, ასეთ ადამიანს სხვებიც უწმინდურები ჰგონია და ფიქრობს, რომ ყველანი მისი მსგავსნი არიან.
link
 

თემა: გული

721. რა მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის გულს წმ. წერილის მიხედვით?წმ. წერილი თითქმის ყოველ გვერდზე მოწმობს გულის შსახებ. მისი კითხვისას ადვილად შევამჩნევთ, რომ აქ გულს ენიჭება არა მარტო გრძნობათა ცენტრალური მნიშვნელობა, არამედ იგი აღიარებულია შემეცნების, აზრისა და სულიერი ზემოქმედების აღქმის უმნიშვნელოვანეს ორგანოდ. უფრო მეტიც: წმ. წერილის მიხედვით, გული არის ადამიანის ღმერთთან ურთიერთობის, მაშასადამე, უმაღლესი შემეცნების ორგანო.
link
image
image
18
19
20
21
image
image