image
image
69
70
71
72
73
image
image
Loading..
image

თემა: ლოცვა

შიძლება სიარულის დროს ან დაწოლილ მდგომარეობაში ლოცვა? როდესაც სახლში ლოცულობ, აუცილებელლია სახარების კითხვისას ფეხზე დგომა? შეიძლება სახარების კითხვა საზოგადო ტრანსპორტში?როდესაც ლოცვის წესს არ ასრულებ, ლოცვა შეიძლება ნებისმიერ მდგომარეობაში, ხოლო როდესაც ლოცვის წესს ასრულებ, მაშინ რაიმეზე დაყრდნობაც და აუცილებლობის გარეშე ჯდომაც კი ცოდვაა. თუ, შეგიძლია სახარების კითხვა ფეხზე მდგომარე უკეთესია; ხოლო თუ დაიღალე, ან შეუძლოდ ხარ, მაშინ დამჯდარმა წაიკითხე მოწიწებით. საზოგადო ტრანსპორტში უმჯობესია ვიკითხოთ ფსალმუნები.
link
 

თემა: ლოცვა

მამა აღაპიტი, ნილოს სტოლობნელის მონასტრის ბერი მოგვითხრობს:
"მამაჩემი კეთილშობილი წარმოშობისა იყო. სამხედრო სამსახურში გენერალ-ლეიტენანტის წოდებას მიაღწია; მე და ჩემი ძმა მხოლოდ მისი უდიდებულესობის გვარდიის პოლკებში წარმოვედგ...
იხილეთ სრულად
link
image

თემა: ლოცვა

437. ვისაც სურს თავის საკუთრება კეთილგონივრულად გაანაწილოს და ღვთის ნებისაებრ სხვას გადასცეს, მაგრამ მამებისაგან დარიგების მიღების საშუალება არა აქვს და არ იცის, როგორ მოიქცეს, როგორ ილოცოს?დაე, ასე ილოცოს: „უფალო, მე შენს ხელთა ვარ, შენ იცი რა არის ჩემთვის სასარგებლო, დამარიგე შენი ნებისამებრ და ნუ დაუშვებ, რომ დაბნეულობაში ჩავვარდე და ბოროტად გამოვიყენო საკუთრება; ის შენ გეკუთვნის და შენ განაგებ მას. ამიტომ ისე მოაგვარე მეუფეო, რომ ეს შენი შიშით აღვასრულო, ვინაიდან შენ გშვენის საუკუნო დიდება, ამინ.
link
image

თემა: ლოცვა

516. ფსალმუნთა გალობისათვის ღამე ადგომა ძალიან მიჭირს, თავს თითქოს ცუდად ვგრძნობ, მაგრამ ამის მიზეზს ვერ ვხვდები და ყველაფერს დამძიმებული ვაკეთებ. უძლურებაა ეს თუ დემონებისგანაა?რასაც ავადმყოფობა იწვევს, ის აშკარაა. თუ სხეული ჩვეულებრივ საკვებს ვერ ჭამს, ცხადია, ის ავადაა და ავადმყოფმა ლოცვითი მსახურება უნდა შეამსუბუქოს. და თუ სხეული ჩვეულებრივ იკვებება და მსახურებისთვის არ დგება, მაშინ ეს აშკარად დემონების გამოწვევაა და მან საკუთარი თავი უნდა აიძულოს - ოღონდ ძალების შესაბამისად და არა გადაჭარბებით. ხოლო როდესაც გული ფხიზლობს, მაშინ ხორციელი ძილი არაფერს ნიშნავს. თუმცა, ზოგჯერ, ზოგიერთი კიდეც ხვრინავს, მაგრამ როგორც კი ავაზაკების შესახებ შეიტყობს, მაშინვე ყველა ღონეს ხმარობს, რათა მათ ხელში არ ჩავარდეს. ჩვენც, თუ დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ იგივე გვემართება.
link
image

თემა: ლოცვა

"ეტყოდეთ თავთა თვისთა ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა სულიერითა, უგალობდით და აქებდით გულითა თქვენითა უფალსა" (ეფეს. 5, 19).
როგორ გავიგოთ ეს გამონათქვამი? ასე ხომ არა - როცა აღივსებით სულით, მაშინ იგალობეთ გულით და ბაგეე...
იხილეთ სრულად
link
image

თემა: ლოცვა

სახარებაში წერია, უფალი ღამით ლოცულობდაო (მაგ., ლკ. 6, 12). რატომ უყვარდათ წმინდანებს ღამით ლოცვა და რას ნიშნავს ჩვენთვის ასეთი ლოცვა?ღამით, როდესაც ქვეყანა სიბნელესა და ძილში ინთქმება, თვითონ სიჩუმე განაწყობს კაცს ლოცვისათვის. ღამით აღარ არსებობენ გარეგნული შთაბეჭდილებები, გონებას რომ თავისკენ იზიდავენ და ლოცვას ამძიმებენ. ამ დროს დემონი მხოლოდ მეხსიერების საშუალებით მოქმედებს. ღამით სული იმ სახლს ემსგავსება, რომლის ხუთი გრძნობა ხუთი სარკმელივითაა დაგმანული დარაბებით და მხოლოდ მეხსიერების სარდაფში ჩასასვლელი კარია ღია. ღამით ფუტკრების სკასავით მოგუგუნე ქალაქის ხმაური წყდება, სიჩუმე ისადგურებს და ადამიანი თავს ისე გრძნობს, როგორც უდაბნოში. მაგრამ არსებობს ღამისა და სიბნელის, როგორც სიმბოლოს კიდევ ერთი ახსნა - ესაა საიდუმლო გონების განთავისუფლებისა ამა სოფლის გულისსიტყვების, სახეების, მოგონებების, გეგმების, სურათებისგან და სულის განძარცვა ყოველივე მისთვის არათვისებრივისგან; ეს სიბნელე მალავს ხილულს, რათა გამოაჩინოს უხილავი: მასში უჩინარი ნათელია გაბნეული.
ღამე თავისი შავი საბურავით ფარავს მიწას და, იმავე დროს, თითქოს გამოაჩენს ვარსკვლავებით მოჭედილ უძირო ზეცას, მარადისობას რომ გვახსენებს. ღამით ადამიანს უადვილდება მოსწყდეს დროებითსა და წარმავალს; უადვილდება ყველაფერი დავიწყების საფარველ ქვეშ დამარხოს, როგორც ზამთარი ფარავს მიზას თოვლის ზეწრით; უადვილდება გონებით მიწაზე ამაღლდეს და გულით ერთადერთს - ღმერთს შეუვრდეს.
მაგრამ თუ გონებიდან ამა სოფლის ხსოვნის ამოგდებას ვეცდებით, ხომ არ ჩაქრება ჩვენს სულში კაცთა მიმართ - უძლურებაში მყოფ მოძმეთა მიმართ სიყვარული?როდესაც მეფის ამალის წევრი ტახტის წინაშე დგას, ის უკვე აღარაფერზე ზრუნავს, რადგან იცის: მეფე არა მარტო მას, მისი ოჯახის წევრებსაც არ მოაკლებს თავის წყალობას. თუ შეიარაღებული მეომარი მეფის დაცვაში დგას, მას ეკრძალება აქეთ-იქით ყურება, ან ვინმესთან ლაპარაკი - მისი თვალიც და გონებაც მთლიანად მეფისკენ უნდა იყოს მიმართული. ლოცვა არის მხსნელი კაცისა ყოველი განსაცდელისა და უბედურებისაგან, ლოცვა შრეტს ღვთის რისხვას და მის მადლს ჰფენს სოფელს. ამიტომაცაა ლოცვა ღვთის წყალობა კაცთა მიმართ.
link
image

თემა: ლოცვა

სახარებაში წერია, რომ გეთსამანიის ბაღში ლოცვისას უფალი "დავარდა ქვეყანასა ზედა და ილოცვიდა" (მრკ. 14, 35). რა გაკვეთილის გამოტანა შეგვიძლია აქედან?უფალმა, როგორც ძე კაცისამ, მუხლი მოიდრიკა და მიწაზე დავარდა: ამით მან თავისი ზეციური მამისადმი მოწიწება გამოხატა. ლოცვას ისე უნდა შევხედოთ, როგორც საიდუმლოს და მისი ყოველი სიტყვა ისე წარმოვთქვათ, თითქოს სიწმინდეს ვეხებოდეთ. ქრისტესთვის მუხლმოდრეკილი ლოცვა სიყვარულისა და ღმერთის ნებისადმი სრული მორჩილების გამოხატულება იყო. ჩვენთვის კი გეთსამანიის ბაღში ლოცვას კიდევ სხვა, სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს: რაც უფრო დამდაბლდება კაცი ღვთის წინაშე, მით უფრო მეტ ადგილს უთმობს თავის სულში ღვთის მადლის მოქმედებას. მუხლის მოდრეკით იგი ამოწმებს ღვთის დიდებულებას, იმას, რომ ღვთის შეწევნის გარეშე ადამიანს თავისთავად არაფერი შეუძლია. უცოდველმა ძე ღვთისამ მუხლი მოიდრიკა - ამით დაგვანახა ჩვენი ცოდვილობა, რომელმაც ედემის შვილებიდან მიწის შვილებად გვაქცია. ადამში დავეცით, ქრისტეს შეწევნით კი - და მხოლოდ ქრისტეს შეწევნით - შეგვიძლია აღვდგეთ. ის, რაც უფლისთვის მოწიწების გამოხატულება იყო, ჩვენთვის სინანულისაკენ მოწოდება და სიმდაბლის მაგალითია.
სინანული სულის მიწისქვეშა წყლებია, ლოცვას რომ ასაზრდოებენ, უმისოდ ლოცვა უდაბნოს ქვიშასავით მშრალი და უსიცოცხლო იქნება. სინანული არა მარტო გარეგანი, შინაგანი ცრემლებიცაა - როგორც გულის ტკივილი: დაძაბული ლოცვის დროს გული უხილავად ღვრის სისხლს.
ლოცვაში მარტო სული კი არა, სხეულიც მონაწილეობს. ადამიანის მთელი არსება, როგორც ორბუნებოვანი ერთიანობის მქონე პიროვნება, ღვთის სადიდებლადაა მოწოდებული. თუ ლოცვისას კაცს თავი დაუდევრად უჭირავს, სული ყურადღების მოკრებას ვერ შეძლებს. მხოლოდ წარმართული ტიპის დუალიზმი (25) განყოფს სულს სხეულისაგან და მიიჩნევს, რომ სხეული სულისათვის წამოსასხამია, რომელიც ადამმა მხრებზე მოიგდო.
link
image

თემა: ლოცვა

ფსალმუნში ვკითხულობთ: "ლოცვაი მისი ცოდვად შეერაცხენ მას" (ფსალმ. 108, 7). რომელი ლოცვა შეერაცხება კაცს ცოდვად?კაცს ლოცვა ცოდვად მაშინ შეერაცხება, თუ იგი საეკლესიო კანონებით აკრძალულს ითხოვს: მაგალითად, თვითმკვლელთა ცხონებას, ურწმუნოთა და მწვალებელთათვის ზეციური სასუფევლის მინიჭებას.რაში მდგომარეობს ამ შემთხვევაში ცოდვა? ვის რას უშავებს კაცის მცდელობა, თუნდაც უშედეგო, შეეწიოს მიცვალებულს?ცოდვა ამ შემთხვევაში იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი კადნიერად უგულებელყოფს სული წმიდის მიერ ეკლესიისათვის ბოძებულ კანონებს და საკუთარ თავს თვით ეკლესიაზე უფრო მოწყალედ მიიჩნევს. გარდაცვლილის სული, რომელსაც არ ძალუძს მადლის დატევნა, ასეთი ლოცვის შედეგად კიდევ უფრო მეტად იტანჯება - როგორც მწყურვალი იტანჯება ჭის ფსკერზე მისთვის მიუწვდომელი წყლის დანახვისას.
ლოცვა ცოდვად შეირაცხება, როდესაც კაცი იმ ლოცვის ძალის იმედით რაღაც ღვთის ნების საწინააღმდეგოს ითხოვს. ამის მაგალითსაც მოვიყვან: VI მსოფლიო კრებაზე არქიმანდრიტმა პოლიქრონიოსმა მონოთელიტური წვალების ჭეშმარიტების დასადასტურებლად კადნიერად მოისურვა მკვდრის აღდგინება. მამები დათანხმდნენ. დასაკრძალად მომზადებული მიცვალებულის გვამი მოიტანეს დარბაზში, სადაც კრება იმართებოდა. პოლიქრონიოსი დაიხარა და დიდხანს ჩასჩურჩულებდა რაღაცას ყურში მიცვალებულს, მაგრამ იგი არ გაცოცხლებულა. მაშინ პოლიქრონიოსი სამარცხვინოდ გააძევეს კრებიდან.
ლოცვა ცოდვად შეირაცხება, როდესაც კაცი თავს წირავს არა მოვალეობის გამო, ანდა "მეგობართა თვისთათვის" (ინ. 15, 13), არამედ იმიტომ, რომ არასწორი წარმოდგენა აქვს თავისი განსაკუთრებულობისა და ღმერთთან სიახლოვის შესახებ. სატანა ასე განსცდიდა მაცხოვარს: "უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაი, გარდაიგდე თავი შენი ამიერ ქუეყანად, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ ანგელოსთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის, და ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერხი შენი" (მთ. 4, 6). მაგრამ იესომ მიუგო: "კუალად წერილ არს: არა განსცადო უფალი ღმერთი შენი" (მთ. 4, 7). ეს ჩვენთვის მაგალითი უნდა იყოს. ამპარტავანი მლოცველი, თავისი კადნიერების გამო ღვთისაგან მიტოვებული, ანგელოზების კი არა, თავისი მტრების, ეშმაკების ხელში აღმოჩნდება.
ცოდვილი ლოცვის კიდევ ერთი სახეა ერთობლივი ლოცვა მწვალებლებთან ან მათთან, ვინც ეკლესიისგან განკვეთილია.
აქ რაღაში მდგომარეობს ცოდვა?ერთობლივი ლოცვა სულიერი ერთობის განხორციელებაა, აქ კი მართლმადიდებლები მწვალებლებთან ამყარებენ ერთობას და მწვალებლობის ხელში ექცევიან, რაც დინამიურად აისახება კიდეც ლოცვაზე. ლოცვა სულის სისხლია. რა მოუვა ადამიანს, მას რომ სხვა სტრუქტურის ან ბაქტერიებით დასნებოვნებული სისხლი გადაუსხან? ამიტომ საეკლესიო კანონები გვიკრძალავენ ერთობლივ ლოცვას მწვალებლებთან.
link
image

თემა: ლოცვა

481. ძმამ დიდ ბერს სთხოვა, რომ ელოცა მისთვის. შემინდე, ხშირად გაწუხებ, მაგრამ მრწამს ღვთისა, რომ ის თქვენი ლოცვებით გამაძლიერებს და მომავალში ასე ხშირად აღარ შეგაწუხებთ.ვინც არსით ღვთის შვილია, ის უეჭველად მის სიკეთეთა სულგრძელების, თვინიერების, კაცთმოყვარების და სიყვარულის მემკვიდრეცაა, იმიტომ რომ, თუ ის ღვთის შვილია, მაშინ ღმერთიცაა, და თუ ღმერთია, ესე იგი უფალიცაა; და თუ ღმერთი ნათელია (1 იოანე 1, 5), მაშინ ისიც მნათობია. ამიტომ, ღმერთს რაიმე თხოვნა რომ ამძიმებდეს და იწყენდეს, მაშინ ეს მათაც დაემართებოდათ. მაგრამ, რაკი მას თხოვნა არ აწუხებს, არამედ პირიქით უხარია, ამიტომ მათაც უნდა უხაროდეთ. ძველი აღთქმა ამბობს: „შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი“ (ლევ. 19, 18). ახალი კი სრულყოფილების გზას გვიჩვენებს და ერთმანეთისათვის თავდადებას გვასწავლის (იოანე 15, 13), როგორც თავად სრულყოფილმა და სრულყოფილის ძემ დასდვა სული ჩვენთვის. ამრიგად წმინდანები, როცა მათ რაიმეს სთხოვენ - ხარობენ, რამეთუ სრულყოფილნი არიან, როგორც მამაი მათი სრულ არს (მათე 5, 48). მაშ, სთხოვეთ მათ, და ისინი დაუზარებლად მოგაწვდიან იმას, რასაც ითხოვთ, რამეთუ ისინი უღონონი და ზარმაცნი როდი არიან, როგორც მე. ილოცეთ, რომ მეც მათ დასში ჩავირიცხო, და მაშინ მეც ვთხოვ ღმერთს, რომ ყველაფერი თქვენი თხოვნისაებრ მოგანიჭოთ, უპირველესად - ზეგარდამო ძალა და სიყვარული მისდამი, რათა მან განამტკიცოს თქვენი გულები მისდამი შიშში და რწმენაში. გქონდეთ უეჭველი სასოება, რომ მისგან წყალობას მიიღებთ, და ის შემძლებელ არს უფროის ყოვლისა ყოფად უმეტეს, რომელსა-იგი ვითხოვთ, გინა თუ ვსცნობთ (ეფ. 3, 20); მას შვენის დიდება უკუნისამდე, ამინ.
link
image

თემა: ლოცვა

504. ჩემო მამაო, ილოცე ჩემთვის და გთხოვ ამიხსენი, რატომ მემართება ასეთი უძლურება ლოცვითი კანონის აღსრულების და ხელსაქმის დროს? უძლურებიდან კი აზრი იქითკენ მიზიდავს, რომ ვჭამო და დავიძინო.რაც შეეხება ლოცვას, გეტყვი: თუ დავუშვებთ, რომ ლოცვა ვიცი, მაშინ არ შემიძლია ჩემი სულისათვის უფრო მეტი ვილოცო, ვიდრე შენთვის, ვინაიდან მეშინია მისი, ვინც ამბობს: „შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი“ (მთ. 22, 39). მაგრამ მე მხოლოდ ჩემი ძალისაებრ ვცდილობ, წყალობა კი ღმერთზეა დამოკიდებული, რომელმაც უკვე გამოიჩინა დიდი წყალობა და კვლავაც იჩენს; არ უარვყოფ იმას, რაც უკვე ვთქვი, რამეთუ სხვაგვარად უმადური ვიქნები. რაც შეეხება შენს უძლურებას, ეს გზა ასეთია: ზოგჯერ ადამიანი თავს ასე გრძნობს, ხოლო ზოგჯერ ისე, მსგავსად მგზავრისა, რომელიც სიარულისას ხან სწორ გზაზე მიდის, ხან ხრამებს ხვდება, ხან კი მთებს, შემდეგ კი კვლავ სწორ გზაზე გადის. მაგრამ, რადგან ითქვა: „ყოველსა შინა ჰმადლობდით“ (1 თეს. 5, 18), შევასრულოთ კიდეც ეს. დაე, საკვებით, სასმელით თუ ძილით სარგებლობას მადლიერება უძღოდეს წინ. გაიწაფე მოციქულის სიტყვაში: „გინა თუ სჭამდეთ, გინა თუ ჰსუმიდეთ, გინა თუ რასაცა იქმოდით, ყოველსავე სადიდებლად ღმრთისა იქმოდეთ“ (1 კორ. 10, 31) და სხვ; საკუთარი თავი ყველაფერში დაიცავი, და მადლიერების ღმერთი დაგიფარავს. მას შვენის უკუნისამდე დიდება, ამინ.
link
image
image
69
70
71
72
73
image
image