image
image
1
2
3
4
image
image
Loading..
image

თემა: ზიარება

მაზიარებელნი, უერთდებიან რა მაცხოვარს, მისი საშუალებით უკავშირდებიან ერთმანეთს მტკიცე ორგანული კავშირით და ქმნიან ქრისტეს ერთიან მისტიურ და ამავე დროს რეალურ სხეულს - ეკლესიას.
link
image

თემა: ზიარება

შენი გული სარწმუნოებით განწმინდე, სასოებით განამტკიცე, სიყვარულით გაათბე, ლოცვით სუნნელყავ, ცრემლით განბანე, ქრისტეს სისხლით გააჯერე, და როგორც ანთებული ლამპარი ზეცისკენ აღმართე.
link
image

თემა: ზიარება

ყოველი ქრისტიანი თვეში ერთხელ მაინც უნდა ეზიაროს, რომ სულიერად განმტკიცდეს. ეს საიდუმლო ეხმარება ადამიანს ნაკლოვანებათა, ვნებათა დაძლევაში, ხილულ და უხილავ მტერთა წინააღმდეგ ბრძოლაში.
link
image

თემა: ზიარება

ზიარების საიდუმლო, თუ მას მთელი სისრულით გავიაზრებთ, მარადიულობას მოიცავს: იმიტომ, რომ ეს წმიდა საიდუმლო ღვთის ყოვლადძლიერების, სიბრძნისა და ჩვენდამი სიყვარულის მწვერვალს წარმოადგენს.
link
image

თემა: ზიარება

ვინც წელიწადში მრავალგზის ეზიარება კრძალვითა და რიდით, გადარჩება და დღეგრძელი იქნება მიწაზე. მწამს, ზიარებისას ღვთის მადლი შთამომავლობაზეც გადადის. უფლის წინაშე ერთი მისი ნების აღმსრულებელი, ათას ცოდვილს იფარავს
link
image

თემა: ზიარება

ძველიდგანვე მიღებულისა ჩვეულებისამებრ ქრისტიანენი ემზადებიან ზიარების მიღებად მარხვითა, ანუ საჭმლის მოკლებითა. დიახ, ძმანო ჩემნო მარხულობა საჭირო არის და კიდეც მართებს მათ, რომელნი განმზადებულ არინ ბარძიმისადმი.
link
image

თემა: ზიარება

რომელსა კაცსა უვის მტერი, ნუ კადნიერობნ მიახლებად საუფლოსა ტაბლასა, და რომელსა ჰნებავს ზიარებად წმიდათა საიდუმლოთა, პირველად დაეგენ მოყუასსა თვისსა, რომელი ემტერების, და მისსა შემდგომად ღირს იქმნნეს მიღებად ხორცსა საღმრთოსა
link
image

თემა: ზიარება

ხდება ხოლმე, რომ აქ, მიწაზე ეზიარებიან, ხოლო უფალთან უზიარებლები რჩებიან! ზოგიერთს ძლიერ სურს ზიარება, მაგრამ რატომღაც არ უსრულდება ნატვრა, მაშინ სრულიად დამოუკიდებლად და უხილავად, უფლის ანგელოზის მეშვეობით ხორციელდება ზიარება
link
image

თემა: ზიარება

როცა ვუერთდებით სიცოცხლის წყაროს - უფალს - მისი უკვდავი ხორცისა და სისხლის ზიარებით, ვხდებით ნაწილი მისი მარადიული და უკვდავი სხეულისა, რომელიც შეაერთებს თავის არსში ცოცხალთა და მკვდართა და წარმოქმნის ერთს, ქრისტეს წმიდა ეკლესიას.
link
image
image
1
2
3
4
image
image