უხორცო მტრები ლოცვის დროს და მის გარეშეც შთააგონებენ ადამიანს ბილწ, ვერაგ, საგმობელ აზრებს, სულსა და სხეულს მცონარებისათვის განაწყობენ, მოჰგვრიან თვლემას, მთქნარებას, აიძულებენ შეღავათი მისცენ ხორცს – უდროო დროს დაჯდომით, კედელზე ...
იხილეთ სრულად
უხორცო მტრები ლოცვის დროს და მის გარეშეც შთააგონებენ ადამიანს ბილწ, ვერაგ, საგმობელ აზრებს, სულსა და სხეულს მცონარებისათვის განაწყობენ, მოჰგვრიან თვლემას, მთქნარებას, აიძულებენ შეღავათი მისცენ ხორცს – უდროო დროს დაჯდომით, კედელზე მიყუდებით და ა.შ. ისინი შთააგონებენ ზიზღს და უკადრობას ყოველივეს მიმართ ან მოჰგვრიან ადამიანს სხვა ადამიანთა შიშს (ან რაიმე გაურკვევლისას).
სულიერი ცხოვრების მოსურნეთ უნდა იცოდნენ, რომ კაცობრიობის მტერი ცდილობს ღვთაებრივი სიკეთენი შეცვლილი სახით წარმოაჩინოს. ჭეშმარიტი რწმენის ნაცვლად იგი ურწმუნოებას ან ცრუ რწმენას გვთავაზობს, იმედის ნაცვლად – სასოწარკვეთილებას, ან ცრუ...
იხილეთ სრულად
სულიერი ცხოვრების მოსურნეთ უნდა იცოდნენ, რომ კაცობრიობის მტერი ცდილობს ღვთაებრივი სიკეთენი შეცვლილი სახით წარმოაჩინოს. ჭეშმარიტი რწმენის ნაცვლად იგი ურწმუნოებას ან ცრუ რწმენას გვთავაზობს, იმედის ნაცვლად – სასოწარკვეთილებას, ან ცრუ იმედს, ჭეშმარიტი სიყვარულის წილ – უსიყვარულობას, ან მოჩვენებით სიყვარულს და ეს ყოველივე ისე არის შენიღბული, რომ ჭირს შავის და თეთრის გარჩევა.
ჩვენი ცხონების მტერი ჩვეულებრივ ისე იქცევა, რომ როდესაც უკანონოდ ვცხოვრობთ, ჩვენს ცოდვას მცირემნიშვნელოვნად წარმოგვიდგენს, რომელთანაც თითქოსდა ზეცისა და მიწის მეუფეს, მისი დიდებულების გამო არანაირი საქმე არ ჰქონდეს; ხოლო როდესაც დ...
იხილეთ სრულად
ჩვენი ცხონების მტერი ჩვეულებრივ ისე იქცევა, რომ როდესაც უკანონოდ ვცხოვრობთ, ჩვენს ცოდვას მცირემნიშვნელოვნად წარმოგვიდგენს, რომელთანაც თითქოსდა ზეცისა და მიწის მეუფეს, მისი დიდებულების გამო არანაირი საქმე არ ჰქონდეს; ხოლო როდესაც დაინახავს, რომ სინანულს ვიწყებთ და ვნებების ჯაჭვის გაწყვეტა გვსურს, ღმერთს უმოწყალო მსაჯულად გვაჩვენებს, ჩვენს ცოდვებს კი - სრულიად მიუტევებლად.
ხშირად ეშმაკი მთელ ძალისხმევას, მცდელობას, ეშმაკობასა და ცბიერებას იქითკენ მიმართავს, რომ მონაზვნობაში მყოფნი და ამ ასპარეზზე მოღვაწენი განსაცდელებით აავსოს და ბუნების საწინააღმდეგო ვნებებით დასცეს. ხშირად ისინი, ვინც დედაკაცების ...
იხილეთ სრულად
ხშირად ეშმაკი მთელ ძალისხმევას, მცდელობას, ეშმაკობასა და ცბიერებას იქითკენ მიმართავს, რომ მონაზვნობაში მყოფნი და ამ ასპარეზზე მოღვაწენი განსაცდელებით აავსოს და ბუნების საწინააღმდეგო ვნებებით დასცეს. ხშირად ისინი, ვინც დედაკაცების სიახლოვეს არიან და ხორციელი ვნებით არ იძლევიან, დანატრიან ხოლმე საკუთარ თავს. იმას კი ვერ ხვდებიან, რომ სადაც დიდი დაცემაა, იქ მცირე საჭირო აღარ არის.
მაცთურთა მესამე ნიშანი ის არის, რომ უმანკო და უბრალო ადამიანებს თავს სწავლულებად და განათლებულებად მოაჩვენებენ; თითქოს უცხო ქვეყნებში ფრიად სწავლულთა კაცთაგან დიდი ცოდნა და განათლება შეიძინეს, მაგრამ მათი განათლება დიდად საეჭვოა, ...
იხილეთ სრულად
მაცთურთა მესამე ნიშანი ის არის, რომ უმანკო და უბრალო ადამიანებს თავს სწავლულებად და განათლებულებად მოაჩვენებენ; თითქოს უცხო ქვეყნებში ფრიად სწავლულთა კაცთაგან დიდი ცოდნა და განათლება შეიძინეს, მაგრამ მათი განათლება დიდად საეჭვოა, რადგან მხოლოდ ზედაპირული და უსაფუძვლო ცოდნა აქვთ. საფუძვლიანი სწავლა დიდ შრომასა და მოთმინებას მოითხოვს, ხოლო მათ არც პირველი და არც მეორე არ გააჩნიათ.
ადამიანის მიერ მოქმედებულ ყოველ საქმეში ისწრაფის მტერი – ეშმაკი – შეაგინოს და წაბილწოს იგი, ანუ ცუდად მზვაობრობისა თუ ამპარტავნების თესლი დათესოს მასში, დრტვინვისა თუ სხვა რამ ესევითარით შეაზავოს მისი ქველის საქმე, რათა ღმერთისათვ...
იხილეთ სრულად
ადამიანის მიერ მოქმედებულ ყოველ საქმეში ისწრაფის მტერი – ეშმაკი – შეაგინოს და წაბილწოს იგი, ანუ ცუდად მზვაობრობისა თუ ამპარტავნების თესლი დათესოს მასში, დრტვინვისა თუ სხვა რამ ესევითარით შეაზავოს მისი ქველის საქმე, რათა ღმერთისათვის მოქმედებული კი არ იყოს, არამედ ბოროტით აღრეული, და ამგვარად თავისი ბოროტი თესლი დათესოს ადამიანში და თავისკენ მიაქციოს იგი, ანუ ღმერთისაგან განაშოროს.
სიკვდილის დათრგუნვით ჩვენთვის ჯვარცმულმა იესო ქრისტემ სძლია თვით მთავარი იგი ამის სოფლისაა (იოანე 12,31), ანუ ეშმაკი, რომელსაც ხელმწიფება ჰქონდა სიკვდილზე და ჩვენც ამ დიადი გამარჯვების თანაზიარნი გვყო. თვისი ვნებითა და აღდგომით მა...
იხილეთ სრულად
სიკვდილის დათრგუნვით ჩვენთვის ჯვარცმულმა იესო ქრისტემ სძლია თვით მთავარი იგი ამის სოფლისაა (იოანე 12,31), ანუ ეშმაკი, რომელსაც ხელმწიფება ჰქონდა სიკვდილზე და ჩვენც ამ დიადი გამარჯვების თანაზიარნი გვყო. თვისი ვნებითა და აღდგომით მაცხოვარმა გვიხსნა როგორც ხორციელი, ისე, უპირველეს ყოვლისა, სულიერი სიკვდილისაგან - ღვთის მადლისა და მასთან ერთად, სულიერი ნათლის, სიხარულისა და ნეტარების მოკლებისაგან.
პირველი და ძნელადგამოსასწორებელი ცოდვა ამპარტავნებაა. ეს ის პირველი ცოდვაა, ანგელოზი ეშმაკად რომ აქცია. ბიბლიაში ბევრგანაა თქმული ამპარტავნების შესახებ. ბრძენი სოლომონი ამბობს: მოდის მედიდურობა და მოჰყვება დამცირება (იგავნი 11,2);...
იხილეთ სრულად
პირველი და ძნელადგამოსასწორებელი ცოდვა ამპარტავნებაა. ეს ის პირველი ცოდვაა, ანგელოზი ეშმაკად რომ აქცია. ბიბლიაში ბევრგანაა თქმული ამპარტავნების შესახებ. ბრძენი სოლომონი ამბობს: მოდის მედიდურობა და მოჰყვება დამცირება (იგავნი 11,2); დამხობას წინ უძღვის ამპარტავნება, დაცემას - ქედმაღლობა (იგავნი 16,18). იაკობ მოციქულთან ვკითხულობთ: ამპარტავანთა შეჰმუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი (იაკობი 4,6).
13. დემონები ან თავად გვაბრკოლებენ, ანდა იმ ადამიანებს აღჭურავენ ჩვენს საწინაარმდეგოდ, რომელთაც ღვთის არ ეშინიათ; თავად მაშინ გვაბრკოლებენ, როცა ადამიანებს განვეშორებით, მსგავსად უდაბნოში გამოცდილი უფლისა. ადამიანთა მეშვეობით კი მ...
იხილეთ სრულად
13. დემონები ან თავად გვაბრკოლებენ, ანდა იმ ადამიანებს აღჭურავენ ჩვენს საწინაარმდეგოდ, რომელთაც ღვთის არ ეშინიათ; თავად მაშინ გვაბრკოლებენ, როცა ადამიანებს განვეშორებით, მსგავსად უდაბნოში გამოცდილი უფლისა. ადამიანთა მეშვეობით კი მათთან ურთიერთობის ჟამს გვაბრკოლებენ, როგორც უფალი გამოსცადეს ფარისეველთა მეშვეობით. მაგრამ ჩვენ მივბაძოთ ჩვენს ხატებას, ე.ი. უფალს, და განვაგდოთ ისინი ორსავე შემთხვევაში.
როცა ეშმაკია გულში, საოცარი სიმძიმე დევს მკერდში. სული წუხს და ბნელდება: ყველაფერი აღიზიანებს, არანაირი სიკეთე არ დაენახება. სხვების სიტყვასა და საქციელს მრუდედ ხსნის და ასე ჰგონია, რომ ყველაფერი ბოროტი განზრახვით, მისი წინააღმდეგ...
იხილეთ სრულად
როცა ეშმაკია გულში, საოცარი სიმძიმე დევს მკერდში. სული წუხს და ბნელდება: ყველაფერი აღიზიანებს, არანაირი სიკეთე არ დაენახება. სხვების სიტყვასა და საქციელს მრუდედ ხსნის და ასე ჰგონია, რომ ყველაფერი ბოროტი განზრახვით, მისი წინააღმდეგაა მიმართული, ამიტომ სძულს მავანი, დაუცხრომელ სიძულვილს გრძნობს მის მიმართ და შურისძიებას ლამობს. "ნაყოფთა სამე მათთაგან იცნნეთ იგინი" (მათ.7,20), დღეები ყოფილა, ბოროტ სულს ძლიერ შემოუტევია.