
შენ მოხუცდი, მტერი კი არ ბერდება; ვნებები მოკვდნენ, მტერი კი ცოცხალია.
შენ მოხუცდი, მტერი კი არ ბერდება; ვნებები მოკვდნენ, მტერი კი ცოცხალია.
დემონებმა ეშმაკეულთა პირით უთვალავჯერ აღიარეს, რომ ლოცვა მათ ბუგავს.
ღვთის კაცმა იცის ბოროტი, როცა ბოროტმა არ იცის ადამიანთა კეთილი აზრები.
ეშმაკთა უფროსი დაცემული მთიებია, ხოლო ვნებათა მთავარი - გემოთმოყვარება.
უკვე მერვე ათასწლეულია, ეშმაკი ადამიანთა საცდურში ჩაგდებაში ვარჯიშობს.
გამუდმებით რაიმე სიკეთე აკეთე, რათა ეშმაკმა ყოველთვის დაკავებული გნახოს.
ნაბრძანები გვაქვს, მტრად ვიყოთ მხოლოდ ეშმაკთან; მას ნურასოდეს შეურიგდები.
გახსოვდეს, ეშმა ისეთივე ხანდაზმულია, როგორც ეს სოფელი, უფრო ხანდაზმულიც კი.
ეშმაკი ვერ გაიმარჯვებს მასზე, ვისშიც სახლობს ქრისტე - ეშმაკის დამმარცხებელი.
ჩვენ იმდენად არ ვცდილობთ საკუთარ ცხონებას, რამდენადაც ეშმაკი - ჩვენს დაღუპვას.