ეშმაკი, დემონი - ციტატები, გამონათქვამები
განსაკუთრებით უფრთხილდი სასოწარკვეთილების დემონს. აბუჩად ნუ აიგდებ მას. როცა ის ეუფლება სულს, აძინებს და ძალას ართმევს. ეს დიდი დემონია, ის ადამიანის სულში სხვა დემონებთან ერთად იჭრება.
როდესაც საზარელი მხედრობა მოდის, როცა ღვთაებრივი სულისამომხდელები უბრძანებენ სულს სხეულიდან გასვლას და როცა ძალით მიგვიტაცებენ და მიგვიყვანენ გარდუვალ სამსჯავროდ, მაშინ მათი მხილველი საბრალო ადამიანი ერთიანად ძრწის, თითქოს მიწა იძ... იხილეთ სრულად
როგორი შიში და ძრწოლა მოგელის სიკვდილის დღეს, სულო ჩემო, ოდეს იხილავ საზარელთა და საკვირველთა, სასტიკთა და უწყალოთა, ურიცხვთა მათ დემონთა, რომელნიც წარმოდგებიან, ვითარცა ბნელი ეთიოპელნი. და რამეთუ ხილვაცა ოდენ მათი ყოველ სატანჯველ... იხილეთ სრულად
ღვთაებრივი სიყვარულის ცეცხლში იწვოდე, რომ არ დაიწვა იმით, რითაც - დემონები
როგორც ქარწაღებული ხომალდი ქანაობს აქეთ-იქით ქარიშხლის ნებაზე, ასევე სულიც, რომელიც ღვთის მადლს მოკლებულია, მუდმივად ცოდვისგან იმართება, რომელიც მას იქით კი არ მიაქანებს, საითაც თავად სურს, არამედ იქით - სადაც დემონს უნდა.
მრისხანება - ეს სასიკვდილო განაჩენია, რომელიც ადამიანისათვის გამოგვაქვს და არც თუ იშვიათად ამ განაჩენის აღმსრულებლებიც ვხდებით. რამდენი უსამართლობა, სისასტიკე და დანაშაული ხდება მრისხანების მდგომარეობაში! სატანა - ცოდვის მიზეზი კი... იხილეთ სრულად
ზოგჯერ მრისხანებისას ცბიერი ეშმაკები მალე გვშორდებიან, რათა ჩვენ დაუდევრად მოვეპყროთ ამ დიდ ვნებას და ამით ჩვენი დაავადება უკურნებელი გავხადოთ.
დიდი სიფრთხილე და გონების სიბრძნე გვმართებს, რათა არ შეგვაშფოთოს ადამიანები ეშმაკის მანქანებამ. ვინაიდან ხდება ხოლმე, რომ ზოგჯერ არაფრისათვის შეაშფოთებს კაცს ეშმაკი, ზოგჯერ კი რაღაც მიზეზსაც გამოძებნის, რომ ამით მრისხანება და აღშფ... იხილეთ სრულად
მცირედაც არ შეუშინდე გმობის სულს, რომელიც ხშირად აშფოთებს შენს ღმრთისმოყვარე და კეთილ გულს. უფრო კი წინ აღუდექი და სძლიე მას ლოცვებით, მოწყალებით, დაჩაგრულთა დაცვით, სულგრძელებით, თავმდაბლობითა და მშვიდი დამოკიდებულებით შენი მსახუ... იხილეთ სრულად