
ჩვენ იმდენად არ ვცდილობთ საკუთარ ცხონებას, რამდენადაც ეშმაკი - ჩვენს დაღუპვას.
ჩვენ იმდენად არ ვცდილობთ საკუთარ ცხონებას, რამდენადაც ეშმაკი - ჩვენს დაღუპვას.
ვერავის ისე მოხერხებულად ვერ აცდუნებს ეშმაკი, როგორც – უქმადმყოფსა და ზარმაცს.
ღმერთმა მმცნებად მოგვცა მტრობა მხოლოდ გველთან (შესაქმე 3, 15) - კაცთმოძულე ეშმაკთან
ადამიანებს ეშმაკისთვის საქმე რომ არ გაეჩინათ, მას გასაკეთებელი არაფერი ექნებოდა.
ცოდვა თვით ეშმაკზე საშინელიც კია, რადგან ეშმაკიც ნათლის ანგელოზიდან იქცა სატანად.
ეშმაკები სასარგებლოსაც რომ გვინერგავდნენ, ღმერთი მაინც გვიკრძალავს მათ მოსმენას.
თავმდაბლობის მქონე დემონებს ამდაბლებს, თავმდაბლობის არმქონეს კი ისინი დასცინიან.
ეშმაკი მხოლოდ გვიბიძგებს ცოდვისაკენ, მაგრამ საბოლოო სიტყვას – „დიახ!“ – ჩვენ ვამბობთ.
ვერაგი მტერი არა მხოლოდ ვნებებით, არამედ თვით სათნოებებითაც კი წააბორძიკებს ადამიანს.
ამპარტავნება მანკიერებათა დედაა, რომლისგანაც ეშმაკიც დაეცა, რომელიც ადრე ასეთი არ იყო.