"რამეთუ ზრახვაი იგი ხორცთაი სიკუდილ არს, ხოლო ზრახვაი იგი სულისაი ცხოვრება არს და მშვიდობა" (რომ.8,6)ვინ იქნება, არ დაეთანხმოს მოციქულის ამ სიტყვებს? ხორცის ამაოდბრძნობა ნამდვილი სიკვდილია. მოდი, დაგვენახე, შურიანო, ვერცხლისა და გემოთმოყვარევ, ამაო, ამპარტავანო და საკუთარი თავის სიყვარულით შეპყრობილო კაცო, მოდი, შეგვახედე შენს თავს, შეგვახედე შენს ცხოვრებასა და საქციელს! თუ გსურს, შენი გულისთქმებიც გაგვხსენი და შენ იქნები სწორედ ცოცხალი მაგალითი იმისა, რომ დავრწმუნდეთ, ხრახვა ხორციელი -სიკვდილია. არ იცხოვრებ ნამდვილი სიცოცხლით, გვამი ხარ სულიერი და განთავისუფლდები ღვთისაგან, მაინც შეკრული რჩები შინაგანად. გონება გაქვს და უგუნურივით ირჯები, რადგანაც: "ხოლო უკეთუ თუალი შენი ბოროტ იყოს, ყოველი გვამი შენი ბნელ იყოს, უკეთუ ნათელი იგი შენ შორის ბნელ არს, ბნელი იგი რაოდენ-მე?" (მათ.6.23); გული მოგეცა ღვთისგან, რომელსაც ჰქონდა უნარი დამტკბარიყო და შეეგრძნო ყველანაირი ჭეშნარიტება, წმინდა, კეთილი და მშვენიერიმ მაგრამ შენი ხორციელი ზრახვებით დათრგუნე ეს კეთილშობილი გრძნობები, სათნო ჩვევები და გვამი ხარ ახლა "არა გაქუდეს ცხოვრებაი თავთა შორის თქუენთა" (იოანე.6.53) სულიერი ბრძნობა ცხოვრებაა და მშვიდობა. ესაა ცხოვრება, რომელიც შეფერის კაცს-ქრისტიანს, სარწმუნოებით მცხოვრებს, რომელიც თრგუნავს საკუთარ თავში ვნებებს და აზრებს, ზრახავს ერთს: "რავდენ არს ჭეშმარიტ, პატივოსან, რავდენი მართალ, რავდენი საყუარელ, რავდენი საქებელ, რავდენი სათნო და რავდენი ქებულ" (ფილ.4.8) - ჰოდა, ახლა მოდი და გვითხარი, ქრისტიანო, რა სარგებელი აქვს შენს გულს სულიერი ბრძნობისაგან? მეო, ამბობს ღვთისმოსავი: მშვიდობა და სიხარული დამაქვს სული წმინდითა (რომ. 14,17) გახსნილია გული, ხალვათია; ასეთი ყოფა ფუფუნებაა სულიერი და შემირცხვენია ყველაფერი, დროებითი და მიწიერი, მიკვირს, როგორ და საიდან აქვს მიწიერს ასეთი ვეებერთელა ძალა, ასე დაეპატრონოს ხორციელ ადამიანებს. ვერ ვწყდები ჭვრეტას ზეციური, სულიერი, უხილავი სიკეთეებისას, რომელიც ღმერთმა თავის ერთგულთ განუმზადა.
link