ნათლისღება - ციტატები, გამონათქვამები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

Loading..
ილია II

ზოგჯერ ფიქრობენ, რომ ქრისტიანული ცხოვრება ზნეობრივად გამოსწორების პროცესია, სინამდვილეში კი გაქრისტიანება ხელახალი დაბადებაა, ხელახალი ცხოვრებაა, ახალი ქმნილებაა, ცხოვრება არა თავისთვის, არამედ სხვისთვის. წმ. იოანე ოქროპირი წერს: ... იხილეთ სრულად

link
ილია II

სული ქრისტიანისა, ანუ სული ყოველი ადამიანისა, რომელმაც ირწმუნა ქრისტეს შობა და მიიღო საიდუმლო ნათლისღებისა, სავანეა მამა ღმერთისა, ძისა და სულისა წმიდისა. თვით მაცხოვარი ბრძანებს: უკუეთუ ვისმე უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს... იხილეთ სრულად

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

ძმანო ჩემნო, ვინაითგან თქვენ მოინათლენით, გაქრისტიანდით, მაშ ეცადეთ, რომ შეიტყოთ, თუ რაი არს ქრისტიანობა, როგორი უნდა იყოს ქრისტიანე ცხოვრებითა თვისითა. მარტო ის კი არ არის საკმაო, რომ კაცი მოინათლოს და ზოგჯერ ეკლესიაში შევიდეს და... იხილეთ სრულად

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

ქრისტიანობა არის აღსრულება იმ პირობისა, რომელიც გვაქვს ჩვენ დადებულ ღვთის წინაშე. ნათლისღებასა შინა თვითოეულმა ჩვენგანმა მაცხოვარსა მისცა ის სიტყვა და შეიკრა იმ პირობითა, რომ იგი იქმნება წმიდა, მართალი, მოყვარე ღვთისა და მოყვასისა... იხილეთ სრულად

link

უფლისაგან ბრძანებული ისაიას პირით: “განიბანენით, წმიდა იქმნენით” - სინანულისათვის არის; და თუ ვინმე ძიების მოყვარე ამას იძიებს, რომ რასათვის სინანულსაც ემბაზის მსგავსად განბანა ეწოდება, - სიყვარული, სინანულსაც ემბაზის მსგავსად ამი... იხილეთ სრულად

link
ილია II

ახლადშობილი მარადიული ყრმის დაბადებით ღმერთმა კვლავ დაიწყო ცხოვრება კაცთა შორის. ბეთლემში შეერთდა ცა და დედამიწა, მოხდა შერიგება შემოქმედთან და ამის წყალობით ერთი შეხედვით ღვთისგან მიტოვებულ და შერყვნილ ჩვენს ხორციელ სამოსში ნათლი... იხილეთ სრულად

link
ილია II

ვინ შეიძლება ეკუთვნოდეს ქრისტეს ეკლესიას? ის, ვისაც სწორად სწამს და აღიარებს წმიდა სამებას, ვინც მიიღო საიდუმლო ნათლისღებისა, ვინც შეერთებულია ღმერთთან და მოყვასთან სიყვარულით, ემორჩილება და აღიარებს სჯულის კანონებს, ვინც ეზიარება... იხილეთ სრულად

link
წმ. კირილე იერუსალიმელი

როგორადაც ზიარების პური სულიწმიდის მოწოდების შემდეგ უკვე ჩვეულებრივი პური კი არ არის, არამედ ქრისტეს ჭეშმარიტი სხეულია, მისი ხორცია, ამგვარადვე ნათლისღების წმიდა მირონიც, სულიწმიდის მიწოდების შემდეგ უბრალო კეთილსურნელი მირონი როდი... იხილეთ სრულად

link
წმ. კირილე იერუსალიმელი

ნათლისღების საიდუმლოთი მხოლოდ ცოდვათა მიტევება კი არ მოგვემადლება, არამედ მადლიც ღმერთის შვილობისა, მისი ძედ გახდომისა. ნათლისღება შეერთება, შეუღლებაა სულიერ სიძესთან. ეს არის სულის მეორედ შობა, მისი შემოსვა ნათლით, მისი აღბეჭდვა ... იხილეთ სრულად

link
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი

თუ სულიერი მშობლები ვართ ვინმესი, ანუ ნათლობის საიდუმლოს თანაზიარნი, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს და თუ საქმის ვითარება არ გვაძლევს უფლებას მივიღოთ უშუალო მონაწილეობა ჩვენი ნათლულების აღზრდაში, ვალდებულები ვართ, ვილოცოთ მათთვის. მაგრამ... იხილეთ სრულად

link
3