ნარკომანი არის ავადმყოფი, საცოდავი, ლაჩარი, სუსტი ადამიანი, რომელიც ეშმაკის ბადეშია მოხვედრილი და, ნარკოტიკზე მიჯაჭვულობის გამო, ხშირად ბოროტებასაც სჩადის, ციხეში ხვდება და თავის მდგომარეობას კიდევ უფრო იმძიმებს.
ლოთები, ნარკომანები საკუთარი ხელით შეგნებულად ისპობენ უფლისგან მომადლებულ უნარსა და შესაძლებლობებს, რომელთა გონივრული გამოყენებითა და ყოველდღიური სულიერი შრომის წყალობით უნდა განეხორციელებინათ დიადი მიზანი - მოემზადებინათ სული მარ...
იხილეთ სრულად
ლოთები, ნარკომანები საკუთარი ხელით შეგნებულად ისპობენ უფლისგან მომადლებულ უნარსა და შესაძლებლობებს, რომელთა გონივრული გამოყენებითა და ყოველდღიური სულიერი შრომის წყალობით უნდა განეხორციელებინათ დიადი მიზანი - მოემზადებინათ სული მარადიული ნეტარებისთვის.
link
სასიხარულოა, რომ უკვე ხშირია შემთხვევები, როდესაც ნარკოტიკებს მიჯაჭვული ადამიანები მოდიან ეკლესიაში, იწყებენ ლოცვას, მარხვას, შრომას, ამბობენ აღსარებას, ეზიარებიან და თავისუფლდებიან ამ საშინელი ავადმყოფობისაგან მაშინ, როცა ეკლესიი...
იხილეთ სრულად
სასიხარულოა, რომ უკვე ხშირია შემთხვევები, როდესაც ნარკოტიკებს მიჯაჭვული ადამიანები მოდიან ეკლესიაში, იწყებენ ლოცვას, მარხვას, შრომას, ამბობენ აღსარებას, ეზიარებიან და თავისუფლდებიან ამ საშინელი ავადმყოფობისაგან მაშინ, როცა ეკლესიის დახმარების გარეშე ამ სენისაგან თავის დაღწევა მათთვის შეუძლებელი ჩანდა.
link
ჩვენ გვყავს ბევრი ახალგაზრდა, რომელთაც მოინდომეს და შეძლეს კიდეც თავიანთი წლების განმავლობაში გამრუდებული ყოფის შეცვლა, ცხოვრების ჭეშმარიტი აზრი და მიზანი გააცნობიერეს, ნარკოტიკების მიღებაზე უარი თქვეს და საკუთარ სულში სულ სხვა, მ...
იხილეთ სრულად
ჩვენ გვყავს ბევრი ახალგაზრდა, რომელთაც მოინდომეს და შეძლეს კიდეც თავიანთი წლების განმავლობაში გამრუდებული ყოფის შეცვლა, ცხოვრების ჭეშმარიტი აზრი და მიზანი გააცნობიერეს, ნარკოტიკების მიღებაზე უარი თქვეს და საკუთარ სულში სულ სხვა, მეტად საინტერესო და საოცარი სამყარო აღმოაჩინეს.ღმერთი იყოს შემწე და აღმადგინებელი ყოველი დაცემულისა.
link
ბევრი მიეჩვია უშრომელად, ან შედარებით იოლი საქმიანობით, თავის გატანას და აღარ ეძებს სხვა გზებს მდგომარეობის გამოსასწორებლად; ამასთან, თუ ერთხელ არ გაუმართლა მცდელობამ, უიმედობა იპყრობს, დეპრესიული ხდება და იწყებს ცხოვრების კიბეზე ...
იხილეთ სრულად
ბევრი მიეჩვია უშრომელად, ან შედარებით იოლი საქმიანობით, თავის გატანას და აღარ ეძებს სხვა გზებს მდგომარეობის გამოსასწორებლად; ამასთან, თუ ერთხელ არ გაუმართლა მცდელობამ, უიმედობა იპყრობს, დეპრესიული ხდება და იწყებს ცხოვრების კიბეზე კიდევ უფრო დაღმა დაშვებას. ამიტომაც გამრავლდა ნარკომანია, ლოთობა, ქურდობა, მკვლელობა, აღვირახსნილობა... ეს ყველაფერი არასწორი აღზრდის შედეგია.
link
ის, ვინც კლავს, ვინც ქურდობს, ვინც მრუშობს, ვინც ნარკოტიკებს იღებს და სხვა მძიმე დანაშაულზეც არ ამბობს უარს, მომაკვდინებელ ცოდვას სჩადის; მათ შესახებ წმიდა პავლე მოციქული ბრძანებს: "კერპთმსახურება, მწამვლელობა, მტრობა, შუღლი, შური...
იხილეთ სრულად
ის, ვინც კლავს, ვინც ქურდობს, ვინც მრუშობს, ვინც ნარკოტიკებს იღებს და სხვა მძიმე დანაშაულზეც არ ამბობს უარს, მომაკვდინებელ ცოდვას სჩადის; მათ შესახებ წმიდა პავლე მოციქული ბრძანებს: "კერპთმსახურება, მწამვლელობა, მტრობა, შუღლი, შური, მრისხანება, განხეთქილება, მწვალებლობა, სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა, ლირწება" და სხვა მისთანათა მოქმედნი სასუფეველს ღვთისას ვერ დაიმკვიდრებენ (გალ. 5. 20-21).
link
სამწუხაროდ, სიმთვრალის დროს ბევრნი ისეთ ცოდვას სჩადიან, რომლის გამოსწორებაც შემდეგ თითქმის შეუძლებელია. არცთუ იშვიათია შემთხვევები, როცა ლოთები ნარკომანობას იწყებენ და პირიქით, "გამოსწორებული" ნარკომანები – ლოთდებიან. ლოთიც და ნარ...
იხილეთ სრულად
სამწუხაროდ, სიმთვრალის დროს ბევრნი ისეთ ცოდვას სჩადიან, რომლის გამოსწორებაც შემდეგ თითქმის შეუძლებელია. არცთუ იშვიათია შემთხვევები, როცა ლოთები ნარკომანობას იწყებენ და პირიქით, "გამოსწორებული" ნარკომანები – ლოთდებიან. ლოთიც და ნარკომანიც, რომელიც თავს ხელში ვერ აიყვანს, და ვერ დაძლევს ამ მომაკვდინებელ ცოდვას, დაკარგული პიროვნებაა როგორც ოჯახისათვის, ისე საზოგადოებისა და ქვეყნისათვის.
link
ნარკომანია ჩვენი დიდი ტკივილია, რომელიც ერის სულიერ და დემოგრაფიულ გენოციდს იწვევს. ჩვენ არაერთხელ შევხებივართ ამ თემას და ყოველთვის აღვნიშნავდით, რომ ამ მიმართულებით პირველი რიგის ამოცანას პრევენციული ნაბიჯების გადადგმა წარმოადგე...
იხილეთ სრულად
ნარკომანია ჩვენი დიდი ტკივილია, რომელიც ერის სულიერ და დემოგრაფიულ გენოციდს იწვევს. ჩვენ არაერთხელ შევხებივართ ამ თემას და ყოველთვის აღვნიშნავდით, რომ ამ მიმართულებით პირველი რიგის ამოცანას პრევენციული ნაბიჯების გადადგმა წარმოადგენს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევქმნათ ნარკოტიკის მიმართ უარყოფითი განწყობა. უნდა დავანგრიოთ ცრუ სტერეოტიპი იმის შესახებ, თითქოს ნარკომანობა პრესტიჟულია.ნარკომანობა სირცხვილია!
link
თუ ადამიანმა ცოდვითი მიდრეკილებები არ გამოასწორა, იმქვეყნად მის დახმარებას უფალიც ვერ შეძლებს, რადგან ასეთ კაცს ღმერთთან და ღვთაებრივთან ურთიერთობა აღარ ანიჭებს ნეტარებას და სამოთხეში რომც მოხვდეს, კიდევ უფრო დაიტანჯება.მაგა...
იხილეთ სრულად
თუ ადამიანმა ცოდვითი მიდრეკილებები არ გამოასწორა, იმქვეყნად მის დახმარებას უფალიც ვერ შეძლებს, რადგან ასეთ კაცს ღმერთთან და ღვთაებრივთან ურთიერთობა აღარ ანიჭებს ნეტარებას და სამოთხეში რომც მოხვდეს, კიდევ უფრო დაიტანჯება.მაგალითისთვის ვიტყვით, რომ თამბაქოს ან ნარკოტიკების მუდმივად მომხმარებელს, საუკეთესო გარემოშიც კი მათ გარეშე ყოფნას, ამ საწამლავის ქონა და თუნდაც ყველაზე მძიმე პირობებში ცხოვრება ურჩევნია. მაშ, განვერიდოთ ცოდვას და ეშმაკის საცდურთ...
link
ოჯახში დიდი პრობლემები იქმნება, თუ მისი რომელიმე წევრი ლოთობს, ან ნარკომანია. იგი, ერთი მხრივ, სასიკვდილო განაჩენს უმზადებს თავის სულს, მეორე მხრივ, გამოუსწორებელ დაღს ასვამს, გარშემომყოფთა (განსაკუთრებით კი ბავშვების) შინაგან სამ...
იხილეთ სრულად
ოჯახში დიდი პრობლემები იქმნება, თუ მისი რომელიმე წევრი ლოთობს, ან ნარკომანია. იგი, ერთი მხრივ, სასიკვდილო განაჩენს უმზადებს თავის სულს, მეორე მხრივ, გამოუსწორებელ დაღს ასვამს, გარშემომყოფთა (განსაკუთრებით კი ბავშვების) შინაგან სამყაროს. მართალია, ძნელია ამ სენისაგან განთავისუფლება, მაგრამ ღვთის წყალობით მიუღწეველი არაფერია; თუ ოჯახის სხვა წევრები შეძლებენ ცხოვრების სწორი წესის შენარჩუნებას და ურთიერთსიმძიმის ტვირთვას, ბოროტის გავლენისაგან სულის დ...
link