image
image
3
4
5
Loading..
image

თემა: ამაოდმეტყველება

პასუხს აგებს თუ არა ადამიანი ღვთის წინაშე ამაო დუმილისათვის?წმიდა ამბროსი ამბობს, თუ ჩვენ პასუხს ვაგებთ ამაო მეტყველებისათვის, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ამაო დულისთვისაც არ დავისაჯოთ.
link
image

თემა: ამაოდმეტყველება

მიმოწერა მაქვს ნაცნობებთან, წერილებში ბევრი ფუჭი სიტყვებია...თქვენივე სიმშვიდისათვის უკეთესი ხომ არ იქნებოდა თავი დაგენებებინათ ყოველნაირი მიმოწერისათვის, რომელიც ღვთის სიტყვასთან შესაბამისობაში არ მოდის?! (განდეგილი გიორგი ზადონელი)
link
image

თემა: ამაოდმეტყველება

სასარგებლოა თუ არა ხშირი ურთიერთობა განსხვავებულ ადამიანებთან?განურჩევლად ყველასთან ურთიერთობა არ უნდა გვქონდეს, რათა სხვადასხვა ჯურის საშიში საუბრებიდან რაიმე ზიანი არ მივიღოთ (წმ. თეოფანე დაყუდებული). სულს უსიტყვო, მხოლოდ აზრობრივი საუბრებიც კი აღონებს.
link
image

თემა: ამაოდმეტყველება

სამსჯავროს დღეს მხოლოდ უქმადმეტყველებისათვის მოგვეთხოვება პასუხი?სამსჯავროს დღეს ანგარიშის ჩაბარება მარტო უქმადმეტყველებისთვის კი არ მოგვიხდება, არამედ ამაო და უსაგნო საუბრების მოსმენის გამოც.
link
 

თემა: ამაოდმეტყველება

მოხუცებული კასიანე, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მარხულობდა, ერთ ბერს სულისათვის სასარგებლოზე ესაუბრებოდა. რადგან მათი საუბარი საკმაო ხანს გაგრძელდა, ბერმა თვლემა დაიწყო. ღირსი კასიანე შეწუხდა ღვთის მიმართ ბერის დაუდევრობი... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ამაოდმეტყველება

714. როდესაც ერისკაცებთან მომიწევს ყოფნა და ამაოდმეტყველებას დაიწყებენ - დავრჩე თუ წავიდე?თუ განსაკუთრებული საჭიროება არა გაქვს, მაშინ წადი; ხოლო თუ არის საჭიროება, მაშინ გონება ლოცვისკენ მიმართე და არ განიკითხო ისინი, არამედ საკუთარი უძლურება შეიცანი.715. თუკი მე ურთიერთობა მაქვს მათთან, დამრთავ ნებას, რომ საუბარი უფრო სასარგებლო თემაზე გადავიტანო?როდესაც იცი, რომ ისინი ხალისით ისმენენ ღვთის სიტყვას, მოუყევი მათ რაიმე წმინდა მამათა ცხოვრებიდან და საუბარი სხვა, სულის მაცხოვნებელ თემაზე გადაიტანე.
link
image

თემა: ამაოდმეტყველება

774. ჩემი ხორციელი მამა ხშირად ხორციელ საჭიროებებზე მესაუბრება, რასაც სულიერი სარგებელი არ მოაქვს. როდესაც ვუსმენ, ვწუხდები, მაგრამ ასეთი საუბარი რომ შევაწყვეტინო ვერ ვბედავ. როგორ მოვიქცე?თუ შეძლებ მისი საუბრიდან გონება ლოცვაზე, ღვთის სიტყვს გახსენებაზე ან წმინდა მამათა სწავლებაზე გადაიტანე, ეს კარგი იქნება; მას კი მიეცი საშუალება, რაზეც სურს ილაპარაკოს. ხოლო, თუ ვერ შეძლებ, მშვიდად სთხოვე, რომ ეს საუბარი შეწყვიტოს და სხვა უფრო სასარგებლო თემაზე ისაუბროს, რათა ლაპარაკში დაყოვნებამ მტრის მახეში არ გაგაბას; რამეთუ მტერს შეუძლია ერთი სიტყვის მეშვეობითაც კი გაუთვალისწინებელი მახე დაგიგოს, თუკი დაინახა, რომ კმაყოფილებით უსმენ მას.
link
image

თემა: ამაოდმეტყველება

649. ერთმა ქრისტესმოყვარე კაცმა, რომელიც ავად იყო და ძლიერი ციებ-ცხელება ტანჯავდა, დიდ ბერს სთხოვა ელოცა მისთვის, რათა ავადმყოფობა შემსუბუქებოდა; რადგან ის ავადმყოფობით გამოწვეულ მაღალ სიცხეს ვერ უძლებდა; ამიტომ ამ ბერს წყალი გაუგზავნა, რომ მისი ნაკურთხი წყალი დაელია. ბერმა ილოცა მისთვის და როდესაც მან ნაკურთხი წყალი დალია, მაღალი სიცხე მაშინვე დაუცხრა და ავადმყოფობამ გაუარა. გაკვირვებულმა ძმამ ღმერთი ადიდა და ზოგიერთებს უამბო, თუ რა აღასრულა მასზე ღმერთმა, აგრეთვე, ის ქველმოქმედებაც აუწყა, რომელიც მისთვის წმინდა ბერმა გამოიჩინა. მაგრამ მეორე დღესვე მას ცხელება უფრო დიდი ძალით დაუბრუნდა, და მან კვლავ გაუგზავნა წერილი ბერს და შეწყალება ითხოვა. ბერმა კი უპასუხა:„შენ კვლავ იმიტომ დაგიბრუნდა ავადმყოფობა, რომ შემდგომში ფუჭადმეტყველებას მოეშვა“.
სრულყოფილად განიკურნა რა წმინდა ბერის ლოცვით, იმ ძმას სხვებთან უკვე არა მარტო ამ სასწაულზე, არამედ ბერის იმ ქველ საქმეებზე საუბრისაც კი ეშინოდა, რომლებიც მან იცოდა.
link
image

თემა: ამაოდმეტყველება

650. იგივე ძმა ხედავდა რომ აბბა მომსვლელ ძმებს წმინდა ბერის საკვირველ საქმეებს უყვებოდა. ამის თაობაზე მან მეორე ბერს იოანეს ჰკითხა. გაიგო რა მისგან, თუ რა განზრახვით აკეთებდა ამას აბბა, დამშვიდდა.
651. იგივე ძმამ, იმავე ბერს ჰკითხა: ჩემო მამაო, რას ნიშნავს, როდესაც აბბა ზოგჯერ ბერების სათნოებებზე საუბრობს, მე მანუგეშებს მისი სიტყვები, ვითარცა დამრიგებლური, ხოლო ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ისინი დამრიგებლური არაა და, პირიქით, მსმენელებს აბრკოლებს, იმიტომ რომ აბბა თავად აქებს თავის მამებს, და ვწუხვარ ამაზე. სხვა მამების გამოც ვშფოთავ და ვფიქრობ, რომ მათი სიტყვები ამაოა. ამიტომ, გთხოვ ჩემო მამაო, ამიხსენი ეს და ილოცე, რათა თავი დავაღწიო ამ ბოროტ აზრს.
ძმაო! დაე, ღმერთმა მოგცეს ძალა, რომ მოისმინო, გაიაზრო და საქმით აღასრულო ის, რასაც გეუბნებიან. შენ რაზეც მწერდი, თავის მართლება და განკითხვა დევს მასში. თავის მართლება იმიტომ, რომ შენ მსგავსი მონათხრობების მოსმენის ღირსად მიგაჩნია თავი; განკითხვა კი იმიტომ, რომ შენ ამბობ: „რატომ ჰყვება ამას აბბა?“ და არ გახსენდება, რომ „სულსა ვიდრეცა უნებნ, ქრინ“ (იოანე 3, 8). აბბა, თუ შეძლება მიპასუხე, რატომ უკრძალავდა უფალი ზოგიერთ განკურნებულს ვინმესთან ლაპარაკს, ხოლო რომელიღაცას უთხრა: „წარვედ და უჩუენე თავი შენი მღვდელსა და შეწირე შესაწირავი შენი“ (მათე 8, 4). შენი განწმედისათვის, და კიდევ: „საწამებელად მათა“ (მათე 8, 4), და კიდევ: „უთხარ მათ, რაოდენი გიყო შენ უფალმან და შეგიწყალა“ (მარკ. 5, 19). ვინც აბბას ლაპარაკს ღვთის შიშით ისმენს, ის სარგებელს იღებს, ხოლო ვინც მას რწმენით არ უსმენს, განიკითხება; მაგრამ შენ ჯერ ვერ იმსჯელებ ასეთ საკითხზე, იმიტომ, რომ შენი გული ცვალებადია. მოციქული ამბობს: „ქრისტეს სულნელებანი ვართ ღმრთისა მიერ ცხორებულთა მათ შორის და წარწყმედულთა. რომელთამე სულად სიკუდილითი სიკუდილად, და სულად ცხორებითი ცხორებად. და ამის მიმართ ვინმე შემძლებელ არს? რამეთუ არა ვართ, ვითარცა იგი მრავალნი, ვაჭარ სიტყუასა მას ღმრთისასა (2 კორ. 2, 15-17). რადგან შენ ბერმა მასზე საუბარი აგიკრძალა, ხოლო აბბასთვის არ აუკრძალავს, ამიტომ ეჭვი კი არ უნდა შეიტანო ბერის ნათქვამში, არამედ უნდა დაუშვა, რომ არსებობს ამის რაღაც განსაკუთრებული მიზეზი, გულით უნდა დამდაბლდე და თქვა: „ბერმა ჩემი უღირსების გამო ამიკრძალა ეს, მას კი (აბბას), როგორც ღირსეულს, მსმენელთა სარგებლისათვის ნება დართო“. მაშ დავუკვირდეთ, ყოველმხრივ როგორ გვამდაბლებს ბერი, რათა საკუთარ თავს ვუსაყვედუროთ და უღირსად მივიჩნიოთ, მაგრამ ჩვენ არ გვსურს ქედის მოხრა. ამგვარად, დავმდაბლდეთ და ღმერთი თავის საიდუმლოებებს გაგვიცხადებს, რათა, სადაც საჭირაოა, ვისაუბროთ, ხოლო სადაც საჭირო არაა ყოველთვის დავდუმდეთ, რომ ერთიც და მეორეც ჩვენს და ჩვენი მსმენელების სარგებელს მოემსახუროს. ჩვენ მოსაუბრენი არ უნდა განვიკითხოთ და დავამციროთ, რათა დარიგების ნაცვლად მსჯავრი არ გვეწიოს. ვინაიდან, ჩვენ თუ ჩვენს ზრახვას ვკითხავთ: ვიცით თუ არა, რა ალაპარაკებს მოსაუბრეს (მასში მოქმედი სული თუ არა), მაშინ აღმოვაჩენთ, რომ საერთოდ არ ვიცით ეს. ვინაიდან ბოროტი ბოროტად ფიქრობს, ხოლო კეთილი კეთილად, ამიტომ ბოროტად კი არა, კეთილად ვიფიქროთ, ჩვენი უფლის, ქრისტე იესოს მიერ, რომელსაც უკუნისამდე შვენის დიდება, ამინ.
link
image
image
3
4
5