შური - ციტატები, გამონათქვამები
ნეტარია ის, ვინც ზნეობრივად საკუთარი თავი ისე აღზარდა, რომ შეუძლია, ხარობდეს სხვისი კეთილდღეობითა და ბედნიერებით, თუნდაც, თვითონ ამით ვერაფერს იღებდეს.
დემონს თავისი მსგავსი დემონისა არ შურს, არც - სხვა ეშმაკისა; შენ კი, ადამიანო, გშურს ადამიანისა, მაშინვე თანატომელისა და თანამოძმის წინააღმდეგ აღმდგარხარ, რასაც არ აკეთებს ეშმაკიც! რა შენდობა გექნება, არცა - რა გამართლება!
ღარიბი იმდენად არ არის განაწყენებული თავისი სიღარიბით, რამდენადაც შურიანი მოყვასის კეთილდღეობით; რა შეიძლება იყოს ამაზე საძაგელი?
"რატომ არ არის ეს ადამიანი მხიარული?" - ჰკითხეს ერთ ბრძენს და მიუთითეს შურიანზე, რომელიც ყოველთვის ნაღვლიანი სახით დადიოდა. "იმიტომ, - მიუგო კაცთა ბუნების გამოცდილმა მცოდნემ, - რომ ან მას შეემთხვა რაიმე უბედურება, ან მის მოყვასს -... იხილეთ სრულად
ერიდე უფრო მეტად მეგობრების შურს, ვიდრე - მტრებისას, რადგან მტერს აშკარად შურს, მეგობარს კი - ფარულად.
როცა მოგცემს ღმერთი, შური ვერაფერს იზამს; ხოლო როცა არ მოგცემს, ვერანაირი ძალისხმევა ვერ გიშველის.
მწუხარებასა და მეტადრე ტირილს დიდი მნიშვნელობა აქვს. იგი კაცის თვისებასა და ხასიათს უნებურად გამოხატავს. სუსტი, სულმოკლე და უხასიათო კაცი ყოველ მცირე მიზეზზე დედაკაცივით ტირის. ხანდახან მწუხარება ცუდ გუნებასა და ხასიათს მოასწავებს... იხილეთ სრულად
მეათე მცნებაა: "არა გული გითქუმიდეს ცოლისათვის მოყუსისა შენისა, არცა აგარაკსა მისსა, არცა მონასა მისსა, არცა მხევალსა მისსა, არცა ხარსა მისსა, არცა კარაულსა მისსა, არცა ყოველსა საცხოვარსა მისსა, არცა რაოდენი რაი არს მოყუსისა შენის... იხილეთ სრულად
ბავშვებში სიამაყესა და სიძუნწესთან ერთად ძალიან გავრცელებულია არანაკლებ საშიში ნაკლი – შური, ანუ ახლობლის მიმართ არაკეთილმოსურნეობა. შურიანი კაცი, მოწყენილია და იტანჯება როცა მისი ახლობელი ბედნიერია, ხოლო გახარებულია მაშინ როცა მა... იხილეთ სრულად