ღვინო კაცს ამასხრებს, ლუდი შფოთს ატეხინებს. ვინც მათ ეტანება, უგუნურია.
თ. 20-21

მემთვრალეობა - ციტატები, გამონათქვამები

მემთვრალეობა ყველა სამარცხვინო საქმის დედაა და ავხორცობისა და უბიწობის მტერი.

თუ ოდესმე ადამიანი ეშმაკის ძალაუფლებაშია, ყველაზე მეტად ეს სიმთვრალის დროს ხდება.

სხვისი სტუმრობა ღვინის სმის საბაბად მიაჩნია. სათნოებას ამოფარებული იგი ვნების მონა ხდება.

მწუხარება არ გამონელდება ღვინოსთან ერთად, მასთან ერთად კი სულში ახალი ბოროტება ჩნდება - ლოთობა.
ჰოი ღვინის სმა ბოროტი და მემთვრალობა აღსავსე სიბილწითა, რომლისა მიერ დაეცნენ მრავალნი წმიდანი კაცნი და ამის მიერ შთაცვიეს სიბრხესა ძნიად განსარინებელსა!

რა გააჩენს კაცის გულში უწმინდურთა გულისთქმათა და სურვილთა? უზომოდ სმა და ჭამა, მეტადრე მომეტებული მიღება ღვინისა, რომელიცა აანთებს კაცის სისხლში ცეცხლსა ვნებათა და უწმინდურებათა.

თუკი ადამიანი ეშმაკის გავლენის ქვეშ არის ხოლმე, მაშინ ეს განსაკუთრებით სიმთვრალისასაა. არავინ ისეთი თავაზიანი არაა ეშმაკთან, როგორც _ მთვრალი, რადგან არავინ ისე არ აღასრულებს მის ნებას, როგორც _ ლოთი.

არიან უბედურნი, რომლებიც ცდილობენ, თავსდატეხილი უბედურება დამღუპველი ვნებით - ღვინის სმით ჩაახშონ. საშინელი სისუსტეა! საშინელი ცდომილება! ასეთნი მწუხარებას კი არ ახშობენ, არამედ ერთ ბოროტებას (თუკი საერთოდ შეიძლება მწუხარებას ბორო... იხილეთ სრულად
მემთვრალენი მიზეზითა ლოცვისაითა მოვლენ ეკლესიად, რეცა პატივისათვის დღესასწაულისა. არათუ ლოცვათა განეკრძალებიან, არამედ ჭამათა და სმათა ზედა აქვსთ გონება და ეკლესიათა შინა უგვანად დგანან და იციან და უბნობენ. და რა გამოვლენ, იწყებენ... იხილეთ სრულად