თემა: ჯვარი ქრისტე ჯვრიდან გვეუბნება თითქოს ყველას და ყოველ ჩვენთაგანს: "აი, რა გავაკეთე შენი გულისათვის! შენ რა გააკეთე ჩემთვის?" link
თემა: ჯვარი ერთი წმინდანი ამბობს: „თუ სხვა არაფერი შეგიძლია შესწირო უფალს, სამსხვერპლოზე მიიტანე ტანჯვა და ჯვარი შენი ცხოვრებისა“. link
თემა: ჯვარი როგორც ქრისტეს ჯვარი არის სასუფევლის კარი ყველასათვის, ასევე ქრისტიანის ჯვარი არის სასუფევლის გასაღები ყველა მისი ძისათვის. link
თემა: ჯვარი იცოდეთ, შემოქმედი იმაზე მძიმე ჯვარს არ გარგუნებთ, რისი აღებაც თქვენ არ შეგიძლიათ. სიმშვიდითა და სიმდაბლით მიიღეთ ცხოვრების ტვირთი link
თემა: ჯვარი უპირისპირებს რა ბავშვის სიცოცხლეს - პირად კეთილდღეობას, დედა უარს ამბობს საკუთარ ჯვარზე, უფრო მეტიც, ბავშვის მკვლელობით ის ფეხქვეშ თელავს მის კუთვნილ ჯვარს. link
თემა: ჯვარი ღმერთი, თავის ერთგულ შვილებს, რომლებიც ჯვრების ტარებაში თავის თანამოძმეებს ეხმარებიან, სულიერად აძლიერებს და საკუთარი ჯვრებისაგან (განსაცდელებისაგან) ათავისუფლებს. link
თემა: ჯვარი თუ არ გსურს, შენი ჯვრის აღება და იესოს კვალდაკვალ სვლა ან იმის აღსრულება რაც მან გვამცნო, მაშინ დარწმუნებული იყავი, რომ არ ხარ ქრისტიანი, თუმცა ქრისტიანულ ტაძარში დადიხარ. link
თემა: ჯვარი 31. ნუ ეძებ თავისუფლების რჯულის სრულქმნილებას ადამიანურ სათნოებებში, რადგან ამათში არ ვლინდება სრულქმნილი რჯული, ვინაიდან ხსენებული რჯულის სრულქმნილება ქრისტეს ჯვარშია დაფარული. link
თემა: ჯვარი ერთმა ზნეობრივმა ხუცესმა აღსასრულის წინ წარმოსთქვა: "ოჰ! რაოდენ მსუბუქად მეჩვენება ახლა ის ჯვრები, რომლებსაც ვტვირთულობდი, ისინი ნეტარებისა და დიდების სასუფევლისკენ მიჩვენებენ გზას". link
თემა: ჯვარი როგორც ძაღლი იმ კეტის დანახვაზე, რომელიც ოდესღაც მოხვდა, შორს გარბის მისგან, ასევე ეშმაკსაც ქრისტეს ჯვრის დანახვაზე, რომლითაც შეიმუსრა მისი ძალა, ეშინია, თრთის და გარბის მორწმუნეთაგან. link