გარეგნული ჯვარია აშკარა დაცინვა, საყვედურები გაკიცხვა და ცილისწამება სხვათაგან. შინაგანი კი - ყველაფერი ეს, ოღონდ ბოროტი ზრახვებისა და სურვილებისაგან (წმ. თეოფანე დაყუდებული).
მიცვალებულს გულზე აუცილებლად უნდა ეკეთოს ხის ჯვარი, ხელშიც ხის ჯვარი უნდა ეჭიროს. ოქროსგან ან სხვა ისეთი ნივთებისაგან გაკეთებული ჯვარი, რომელიც მიწაში არ იშლება, არ უნდა ჩავატანოთ
727. როგორ იყვნენ განწყობილნი ელინები ჯვარცმის საიდუმლოსადმი?
ჰურიათათვის საცდურს, ჯვარცმის საიდუმლოს, ელინები დასცინოდნენ, როგორც სისულელეს, რადგანაც ქადაგება ჯვარზე რწმენით არის შემკული და არა რიტორიკით, რომელზეც ისინი იყვნენ მიჯაჭვულნი.
მოციქულ იოანეს დროს, ეფესოში ცხოვრობდა ერთი ქრისტიანი, რომელიც იმდენად გაღატაკდა, რომ ვალებს ვერასგზით ისტუმრებდა. სასოწარკვეთილმა გადაწყვიტა, რომ თავი მოეკლა და ერთ ებრაელ მოგვს ძლიერმოქმედი შხამი სთხოვა. ებრაელმა მას საწამლავი მისცა. შინ მობრუნებულმა ქრისტიანმა საწამლავიან ფიალას ჯვარი გადასახა და შესვა, მაგრამ უვნებელი გადარჩა, რადგან ჯვრის ნიშმა საწამლავს ძალა დაუკარგა. მეორე დღეს კვლავ მივიდა ებრაელთან და უთხრა, შხამმა ვერაფერი დამაკლოო და სთხოვა, უფრო ძლიერმოქმედი რამ მიეცა. გაოცებულმა ებრაელმა არ დააყოვნა და ქრისტიანს უფრო ძლიერმოქმედი შხამი მისცა. ქრისტიანი კვლავ ცოცხალი გადარჩა და ახლა უკვე დაცინვით უთხრა მოგვს, რომ იგი თავის ჯადოქრობაში უძლური იყო. მაშინ გაოცებულმა ებრაელმა სთხოვა, დაწვრილებით მოეთხრო, როგორ იღებდა ამ შხამს. -ქრისტიანთა ჩვეულებისამებრ, დალევის წინ საწამლავიან ფიალას ჯვრის ნიშს გადავსახავდი, - უპასუხა ქრისტიანმა. ებრაელმა არ იცოდა, რომ ჯვრის ძალა სიკვდილისგან იხსნის და ჭეშმარიტების დასადგენად ეს საწამლავი ძაღლს მისცა, რომელიც მაშინვე მოკვდა. ებრაელი ქრისტიანთან ერთად მივიდა მოციქულ იოანესთან და ამ სასწაულის შესახებ უამბო. წმიდა იოანემ უქადაგა მას, რის შემდგომაც ებრაელმა ნათლისღების სურვილი გამოთქვა
როდესაც წმიდა მოციქულთასწორმა დედოფალმა ელენემ ცოდვის პატივსაცემად თხემის ადგილას აშენებული ტაძარი დაანგრია, მისი საფუძველი გათხარა და სამი ჯვარი აღმოაჩინა. ყველა გაურკვევლობაში ჩავარდა, თუ რომელ მათგანზე იყო ჯვარცმული სამყაროს მაცხოვარი და რომლებზე - ავაზაკები, მისგან მარჯვნივ და მარცხნივ ჯვარცმულნი. სწორედ იმ დროს დასაკრძალად მიცვალებულს მოასვენებდნენ. პატრიარქმა მაკარიმ პროცესია შეაჩერა და ბრძანა, ჯვრები უსულო სხეულებისთვის ერთმანეთის მიყოლებით შეეხოთ. ორ ჯვარს შედეგი არ გამოუღია, მაგრამ როგორც კი უფლის ცხოველსმყოფელი ჯვრის ხე მიუახლოვეს, მიცვალებული კუბოდან აღდგა. წმიდა დედოფალი მაცხოვრის ჯვრის წინ ღვთაებრივი აღტყინებით დაემხო მუხლებზე და ასგზის ემთხვია. ასე მოიქცა მთელი სახელმწიფო ამალა. მაგრამ ხალხის ურიცხვი დინებისა და სიმჭიდროვის გამო ქრისტიანთა დიდმა ნაწილმა ჯვრის დანახვა და მთხვევა ვერ შეძლო. ყველა ხმამაღლა ითხოვდა, მისთვის შორიდან მაინც შეეხედათ. მაშინ უწმინდესი პატრიარქი ამაღლებულ ადგილას ავიდა, აღამაღლა და მაღლა ასწია ჩვენი ცხოველსმყოფელი ხე და უჩვენა ხალხს, რომლებმაც წამოიძახეს: „უფალო შეგვიწყალენ!“. იმ დროიდან დადგინდა მაცხოვრის ცხოველსმყოფელი ჯვრის ამაღლების დღესასწაული; ამ ქმედებით ბერძნულ-რომაული ეკლესიის მიერ დადგენილი წეს ჩვეულება დღემდე გრძელდება
413. მითხარი მეუფეო, როგორ ბედავს ეშმაკი ხილვაში ან ძილის ოცნებებში ქრისტე უფალის ან წმიდა ზიარების ჩვენებას?
მას არც თავად მეუფე ქრისტეს და არც წმიდა ზიარების ჩვენება არ შეუძლია, არამედ იტყუება და რომელიმე ადამიანის სახეს ან უბრალო პურს წარმოგვიდგენს. მაგრამ წმიდა ჯვრის ჩვენებას ვერ ახერხებს, რამეთუ სხვა სახით მისი გამოსახვის საშუალებას ვერ პოულობს. და რადგან ჩვენ ჯვრის ჭეშმარიტ ნიშანს და სახეს ვიცნობთ, ამიტომ ეშმაკი ვერ ბედავს ჩვენს მოსახიბლად მის გამოყენებას იმიტომ, რომ ჯვარმა გაანადგურა მისი ძალა და სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მას. ვინაიდან ჩვენ მეუფე ქრისტეს ხორციელად ვერ ვიცნობთ, ეშმაკი ამიტომაც ცდილობს მოტყუებით დაგვარწმუნოს, რომ ხიბლი ჭეშმარიტებად მივიღოთ და დაგვღუპოს. ამრიგად, როდესაც სიზმარში ჯვარს ნახავ, იცოდე, ეს სიზმარი ჭეშმარიტია და ღვთისგანაა; მაგრამ შეეცადე მისი მნიშვნელობა წმიდანებისაგან გაიგო და არ ერწმუნო შენს აზრს. დაე, უფალმა გაგინათოს გონება და აზრები ძმაო, რომ მტრის ყოველგვარ ხიბლს თავი დააღწიო.