image
image
1
2
Loading..
 

თემა: ხატი

ერთმა მღვდელმა თავის დის შვილს გაუგზავნა ხატი, რომელზეც მაცხოვარი ეკლის გვირგვინითაა გამოსახული. ამ სრულიად ახალგაზრდა ქალს, რომელიც ბედნიერად ცხოვრობდა თავის ქმარ-შვილთან ერთად, უეცრად საშინელი სენი შეეყარა. ყველა დასტაქარი იმ აზ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ხატი

თუ ხატის მეორე მხარეს შეუფერებელი სურათია, როგორ უნდა მოვიქცეთ?თუ ხატის მეორე მხარეზე გარყვნილი სურათია, ან სხვა რამ, საღებავიც რომ გადაუსვა, მაინც შიგნით რჩება, აქ არის ბოროტის მახე დაგებული. ბოროტს უნდა სიძვის წილი ჩადოს სიწმინდეში. აქ თანაზიარება არ შეიძლება, როგორც უფლის და ბელიარის. მხოლოდ ამ ერთადერთ შემთხვევაში იწვება ხატი. როცა ხატის ერთ მხარეს უფალია, ხოლო მეორე მხარეს ღვთისმშობლის ხატი, ან რომელიმე წმინდანი, ამ შემთხვევაში ჰორიზონტალურად იდება ხატი. ფულზე რომ ახატია წმიდანები, ან ეკლესია, ეს საშინელი ცოდვაა. ამიტომ ეს ფული ეცადეთ, რომ წელს ზევით იქონიოთ, სარტყელის ქვემოთ ნაწილი ჯოჯოხეთს განასახიერებს.
საერთოდ, გაზეთში ხატის დაბეჭდვა არ შეიძლება, მაგრამ თუ მაინც დაიბეჭდა, მოვერიდოთ უწმინდურ ადგილას შეტანას. ნურც წმიდა ტაძარში შევიტანთ გაზეთს, რომელშიც გარყვნილი სიტყვები წერია, ეს სიბინძურე, როგორც სიმყრალე, ისე ადის უფლის ტახტამდე.
link
 

თემა: ხატი

415. რას ემყარება წმიდა ხატების თაყვანისცემა?1) ქრისტიანობაში არაფერია უსაფუძვლო და უჩვეულო. თვით წმიდა ხატების გამოყენებაც ძველ გადმოცემებს ემყარება. ამის ნათელი მაგალითია ტოპარქოს ავგაროზისადმი გაგზავნილი, ლუსკუმაში მოთავსებლი ღირსსახსოვარი ხატი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. იგი ზედმიწევნით ჩამოჰგავს მაცხოვრის ხორციელ იერსახეს, ზუსტად შეესაბამება მის ფერად გამოსახულებას.
2) მეორეს მხრივ, ლოდში, ე.წ. დიოსპოლში მოგვეპოვება სპეტაკ თეთრ ფილებზე წარმოჩენილი სამი წყრთა სიდიდის ხელთუქმნელი ხატი დედისა მისისა – ყოვლად უბიწო ღვთისმშობლისა მარიამისა. თაყვანისმცემელთათვის მისი ხილვა ხელმისაწვდომია ჯერ კიდევ მოციქულთა ეპოქიდან დღემდე, მათ მიერვე დაარსებულ, დასავლეთისაკენ მიქცეულ მრგვალ ტაძარში... გადმოცემათა მიხედვით, ეს ტაძარი ჯერ კიდევ ღვთისმშობლის მიძინებამდე აუგიათ. მოციქულები ასულან სიონზე, სადაც იგი იმყოფებოდა და მიუმართავთ: „სად იყავი სძალო? ჩვენ ხომ აგიგეთ სახლი ლოდში“. მას კი უპასუხია: „მეც იქ ვიყავი თქვენთან ერთად და ეხლაც ვიმყოფები“. ამის გაგონებისთანავე ისინი ლოდში დაბრუნებულან, შესულან ტაძარში და უხილავთ ის, რის შესახებაც მათ ღვთისმშობელმა ამცნო – მისი გამოსახულება მთელს სიგრძეზე. ეს გადმოცემა ძველი დროიდან დღემდე ურყევად ცოცხლობს ადგილობრივ მოსახლეობაში.
3) მესამე მოწმობა – მოციქულმა და მახარებელმა ლუკამ, როგორც მისი თანამედროვენი ამტკიცებენ, საკუთარი ხელით შეჰქმნა (ხატი) ჯერ კიდევ ხორციელად მცხოვრები ქრისტესი და მისი ყოვლად უბიწო დედისა
link
image

თემა: ხატი

636. წმიდა ხატების თაყვანისცემისას ვის მივაგებთ პატივს?რადგანაც ყველამ არ იცის წერა–კითხვა და არ შეუძლია საღმრთო წერილი წაიკითხოს, ამიტომ წმ. მამებმა კეთილად განსაჯეს, რომ ყველა ეს საქმე და ვნება უფლისა, მსგავსად ზოგიერთი სასახელო საქმისა, ხატებზე ყოფილიყო გამოსახული მათი შეხსენებისათვის. უეჭველია, რომ ხშირად ჩვენ არც კი ვფიქრობთ ხოლმე უფლის ვნებაზე, მაგრამ ვიხილავთ თუ არა ქრისტეს ჯვარცმის გამოსახულებას, უმალ გვახსენდება მისი მაცხოვნებელი ტანჯვა და მუხლს მოვიყრით რა მის წინაშე, თაყვანს ვცემთ არა რაღაც ნივთს, არამედ ამ ნივთზე გამოსახულს, ისევე, როგორც სახარებისა და ჯვარის შემთხვევაში ჩვენ ქაღალდსა თუ ხეს კი არ ვეთაყვანებით, არამედ იმას, რაც დაუწერიათ ამ ქაღალდზე და რაც შეუქმნიათ ამ ხით. რამეთუ, განა რით განსხვავდება უფლის გამოსახულებიანი ჯვარი (ჯვარცმა) ისეთი ჯვარისაგან, რომელზეც არ არის იგი გამოსახული?! იგივე უნდა ითქვას ღვთისმშობლისა და მისი გამოსახულების შესახებაც, რამეთუ ის პატივი, რომელსაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს მივაგებთ, მისგან განკაცებულს მიეგება. ასევე, წმიდა მამათა ღვაწლნიც მხნეობას განაღვიძებენ ჩვენში, რწმენას განგვიმტკიცებენ და ძალას შთაგვიბერავენ, რათა უშიშრად მივბაძოთ მათ სათნოებას და ამით ღმერთი განვადიდოთ, რამეთუ, როგორც უკვე ვთქვით, თანამოსაგრეთაგან ყველაზე გულმოდგინეთათვის მიგებული პატივით ჩვენ განვამტკიცებთ სიყვარულს ჩვენი საერთო მეუფისადმი და ის პატივიც, რომელსაც წმიდა ხატს მივაგებთ, მის პირველსახეს მიეგება, ანუ იმას, ვინც არის გამოსახული ამ ხატზე.
link
image

თემა: ხატი

ერთხანს ძალიან განვიცდიდი ჩემს უსინათლობას და განსაკუთრებული გულმოდგინებით ვევედრებოდი უფალს, რომ თვალისჩინი დაებრუნებინა (ამ დროს მამა გაბრიელი უკვე რამდენიმე წლის გარდაცვლილი იყო). ერთ ღამეს იგი სიზმარში მეჩვენა, მკაცრი და მრისხ... იხილეთ სრულად
link
 

თემა: ხატი

ქალაქ ბრიტში (ახლანდელ ბეირუთში) იუდეველთა სინაგოგის მახლობლად ერთი ქრისტიანი ცხოვრობდა. შემდეგ იგი სხვაგან გადასახლდა და თავის სახლში უფალ იესო ქრისტეს ხატი დატოვა. იუდეველს, რომელმაც მოგვიანებით დაიდო აქ ბინა, ყურადღება არ მიუქც... იხილეთ სრულად
link
 

თემა: ხატი

ეს ამბავი 50-იანი წლების ბოლოს ქალაქ კუიბიშევში, ერთ უბრალო ოჯახში მოხდა. ახალი სტილით 31 დეკემბერს დედა და ქალიშვილი, სახელად ზოია, ახალი წლის შესახვედრად ემზადებოდნენ. გოგონამ საცეკვაოდ მეგობრები მოიწვია. შობის მარხვა იყო და მორ... იხილეთ სრულად
link
image
image
1
2