image
image
21
22
23
Loading..
image

თემა: ცხონება

447. ერთ-ერთმა ძმამ დიდ ბერს ჰკითხა: წყალობა გამოიჩინე და მითხარი, როგორ ვცხონდე? რამეთუ ჩემს აზრებში მტკიცედ გადავწყვიტე, რომ რასაც მომწერ, დავემორჩილო.თუ შენ ჭეშმარიტად ცხონება გსურს, მაშინ მორჩილება თვით საქმით აჩვენე, ანუ ასე ვთქვათ, ფეხებით მიწას მოშორდი, გონება ზეცად აღამაღლდე და დღისით და ღამით ღვთის სიტყვის შესწავლას შეუდექი. დღე და ღამ რაც ძალები გაქვს საკუთარი თავი დაამცირე და აიძულე, რომ ის ყველა ადამიანზე დაბლა დაინახო. ესაა ჭეშმარიტი გზა, და სხვა გზა მისთვის, ვისაც მისი გამაძლიერებლის - ქრისტეს მიერ ცხონება სურს, არ არსებობს. დაე, ამ გზით რბიოდეს გადარჩენის მსურველი; დაე, რბიოდეს მსურველი, - რბიოდეს, რაითა ეწინეს. ამას ცოცხალი ღმერთის წინაშე ვადასტურებ, რომელსაც ყოველი მსურველისთვის საუკუნო ცხოვრების მინიჭება სურს. შენც, თუ გსურს, ძმაო, იშრომე!448. რატომ გაიმეორა დიდმა ბერმა სამჯერ სიტყვები: „დაე რბიოდეს“?ბერმა ეს სიტყვები სამჯერ იმიტომ გაიმეორა, რომ ამით ამ გზის გარდაუვალობა და უპირატესობა ეჩვენებინა; უფალიც, მათეს სახარებაში, ერთხელ ამბობდა: „ამენ“, ხოლო იოანეს სახარებაში გააორმაგა ეს სიტყვები და თქვა: „ამენ, ამენ გეტყვი თქუენ“, იმიტომ რომ აქ უფრო საჭირო საკითხებზე საუბრობდა.
link
image

თემა: ცხონება

დაფიქრდი საყვარელო, იმის შესახებ, თუ რამდენი რამ გააკეთა ღმერთმა ჩვენი ცხონებისათვის. თავდაპირველად მან მოამზადა თავისი სამეფო მათთვის, ვინც მისი ნების მორჩილი იქნებოდა. ღმერთმა სიკეთე და ნეტარება მხოლოდ თავისთვის როდი დაიტოვა, არ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ცხონება

თუ მეფე მოისურვებს მტრის ქალაქის აღებას, უპირველეს ყოვლისა, წყლისა და საკვები მარაგის მიწოდებას შუწყვეტს მას და ამგვარად, შიმშილით დაღუპული მტერი ნებდება მას. ასე ემართებათ ხორციელ ვნებებსაც; თუ ადამიანი იცხოვრებს მარხვასა და შიმშილში, მაშინ მტრებიც მის სულს ძალაგამოცლილი დაანებებენ თავს.ჩვენთან, ათონის მთაზე, წმ. პანტელეიმონის მონასტრის ერთი მორჩილი განუწყვეტლივ ევედრებოდა ღმერთს ცოდვათა მიტევებას. და, აი, ერთხელ ამგვარმა ფიქრებმა შეიპყრო იგი: „მე იქნებ ვცხონდე კიდე, თუკი მარადჟამს გულმოდგინედ შევევედრები უფალს ცოდვათა მოტევებას. მაგრამ, აი, სასუფეველში ჩემი მშობლები რომ ვერ ვიხილო, უზომო მწუხარება შემიპყრობს. როგორი სამოთხე იქნება ის ჩემთვის, თუკი იქ ვიდარდებ მშობლების გამო, რომლებიც იქნებ ჯოჯოხეთში არიან?“... ამგვარად ფიქრობდა მორჩილი დიდხანს. და, აი, ერთხელ მწუხრის ლოცვისას, მან მაცხოვრის ხატს მიაპყრო მზერა, იესოს ლოცვა წარმოთქვა და უეცრად მაცხოვარი იხილა. მორჩილის სული და სხეული გამოთქმელი სიტკბობებით აივსო, სულმა კი სულიწმიდის მადლით ღმერთი შეიცნო. იგი, უფლის მოწყალებით განბრძნობილი, მიხვდა, რომ ღვთისადმი სიყვარულის გამო ადამიანს აღარ ძალუძს, სხვა რომ ახსოვდეს.
link
image

თემა: ცხონება

799. მონაზონთაგან ერთმა ეპისკოპოსმა, რომელსაც ამ ბერების დიდი რწმენა ჰქონდა, დიდ ბერს შეკითხვა გაუგზავნა: მივატოვო თუ არა ეს სოფელი და დავუბრუნდე განმარტოებულ ცხოვრებას? ამასთანავე, მან ლოცვა-კურთხევა და დახმარება ითხოვა.ახლა შესაფერისია მოციქულის სიტყვა რომ ვთქვათ, რომელიც ამბობს: „ვიქმენ უგუნურ სიქადულისათვის, რამეთუ თქუენ მაიძულეთ მე” (2 კორ. 12, 11). მაგრამ, რადგან რასაც ახლა ვიტყვი, ღვთისნიერად იქნება ნათქვამი და არა ადამიანური მოსაზრებით, ამიტომ დაე, ნება დამრთონ ვუთხრა ღმერთს ის, რაც მას მისმა სათნოყოფილმა მოსემ უთხრა: „ან შენი მოცემული სულიერი შვილი ჩემთან ერთად შეიყვანე საუკუნო ცხოვრებაში, თუ არა და, ამომშალე შენი დაწერილი წიგნიდან“ (გამოს. 32, 32), და „ვერ დავენახვებით იმ კაცს, თუ უმცროსი ძმა ჩვენთან არ იქნება“ (დაბ. 44, 26). მრწამს მისი წმინდა სახელისა, რომ ის არ უკუაგდებს ჩემს თხოვნას, რადგან ცხონების მაძიებელთა ცხონება წმინდა სამებისა და წმინდა ანგელოზების სიხარულია. ასე რომ, მე არ ვწყვეტ ღვთისადმი ვედრებას, სანამ ის შენი ცხონებით არ გამახარებს. მაგრამ საკუთარ თავს დაუკვირდი, რომ ამან შენი აზრი დაუდევრობისაკენ არ მიდრიკოს. ამ ყველაფერზე მეტად გახსოვდეს, რომ „სოფელი ესე უნდა წარხდეს“ (1 იოანე 2, 17), რომ მისი დიდება დროებითია და ტკბობა ხრწნადია; ღვთის ხალხთან ერთად ტანჯვა უფრო გერჩივნოს, ვიდრე საწუთროი იგი საშუებელი ცოდვისაი“ (ებრ. 11, 25); და ასევე გახსოვდეს ისიც, რომ ეს ჩვენი ცხოვრება ხანმოკლეა და ჩვენ ჩვენდა უნებურად დავტოვებთ ამ სოფელს. რა არის ადამიანის ცხოვრება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იმაშიც არა ვართ დარწმუნებულნი, რომ ამ ქვეყანაზე დილიდან საღამომდე ვიცოცხლებთ? სასყიდელი რომ მივიღოთ, მიწიერი ნივთები საკუთარი ნებით უნდა მივატოვოთ, თუ გვინდა „ვეჩვენოთ პირსა ღმრთისასა“ (ფს. 41, 3), მაშინ მიწიერი ნივთებისადმი უზრუნველობა ავირჩიოთ, რათა კადნიერად შევძლოთ ღაღადი: „გამოიყვანე საპყრობილით სული ჩემი, რაითა აუვარო სახელსა შენსა“ (ფს. 141, 8). იჩქარე, ისწრაფე, სანამ დღეა და არ დაღამებულა, რამეთუ იტირებენ ზარმაცნი და ღონემიხდილნი, უსარგებლოდ ინანებენ რა მაშინ. მიხვდი, რომ დრო არ ითმენს და როცა დადგება ჟამი, მაშინ სიკვდილის მაცნე შეუბრალებელი იქნება. ვინც მას ევედრებოდა და შესმენილ იქნა, ის ჭეშმარიტი მეუფის ჭეშმარიტი მონაა, რომელიც ზუსტად ასრულებს მის ბრძანებებს. გვეშინოდეს იმ საშინელი დღისა და საათისა, როდესაც ვერც ძმა, ვერც ახლობელი, ვერც უფროსი, ვერც ძალაუფლება, ვერც სიმდიდრე და ვერც დიდება ვეღარ დაგვიცავს, არამედ დარჩება მხოლოდ ადამიანი და მისი საქმეები. გავყიდოთ ხრწნადი ნივთები, რომლებიც დაღუპვის უფსკრულში მიგვაქანებენ, საქორწინე სამოსელი ვიყიდოთ და სრულყოფილებას მივეახლოთ. თუ სრულყოფილებას მივეახლებით, მაშინ იმ ღვთისნიერი სრულყოფილი სიყვარულის სრულ საზომსაც მივაღწევთ, „რომელმან გარე განდევნის შიში“ (1 იოანე 4, 18) და მოციქულ პავლესთან ერთად მხიარულად ვიგალობებთ: „სიყუარული არასადა დავარდების“ (1 კორ. 13, 8). ო! ჩემო ჭეშმარიტო შვილო, დაე ჩვენი უფლის, ქრისტე იესოს მეოხებით, ჩენმი ღმერთის სასუფეველში დაგინახო. ღვთის სახელით მოგესალმები უფლის მიერ, მოგესალმები ქრსიტეს მიერ. მოგესალმები, ო, უპატიოსნესო, სულიწმინდით!
link
image

თემა: ცხონება

"მოძღვარო სახიერო", - ჰკითხა უფალ იესო ქრისტეს ერთმა ჭაბუკმა, - "რაი კეთილი ვქმნე, რაითა მაქუნდეს ცხოვრებაი საუკუნო?" (მთ. 19, 16), ანუ რა ვიღონო იმისთის, რომ ვცხონდეო?
ერთობ მნიშვნელოვანი კითხვაა! ეს ის საკითხია, ყოველი ადამ...
იხილეთ სრულად
link
image

თემა: ცხონება

376, ერთ-ერთმა ძმამ დიდ ბერს მიმართა: ბატონო აბბა! ჩემი სული ბოროტებითაა სავსე, და სულ მინდოდა ამის თაობაზე შენთვის მეკითხა, მაგრამ მეშინოდა, რადგან ვფიქრობდი, რომ თუ ვკითხავ და შემდეგ არ შევასრულებ, ამით უფლის სულს გამოვცდი-მეთქი. ჩემმა აბბამ კი მითხრა, ბერების გამოკითხვის უგულებელყოფა სულის უდიდესი დაცემააო. ღვთის გულისათვის გთხოვ, ილოცე ჩემთვის და დამარიგე, როგორ ვცხონდე და შემინდე.ძმაო გვიან გამოიღვიძე, როცა უკვე "შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი შენნი" (ფსალ.37,5). თუ ცხონება გსურს, შეინანე, მოიკვეთე ყველაფერი, რაც დაღუპვისკენ მიგაქანებს, და დავითთან ერთად თქვი: "ესე არს განახლებაი" (ფსალ.76,10). ამგვარად, ამიერიდან შენი ნება, თავისმართლება, სიჯიუტე და დაუდევრობა მიატოვე და მათ ნაცვლად სიმდაბლეს, თვინიერებას და მორჩილებას შეუდექი. საკუთარი თავი არარაობად შერაცხე და ცხონდები. თუ ამას დაიცავ, ყოველგვარი ბოროტებისაგან დაცული იქნები; თუ არა, თავად ნახავ, რამეთუ პასუხის გაცემა მოგიწევს იმ საშინელ დღეს. თუ მეკითხები, მაგრამ ჩემ პასუხს უგულებელყოფ, არა მარტო ახლა დაგედება მსჯავრი, არამედ-მომავალ საუკუნეშიც. ასე რომ, თავს დაუკვირდი, დრო უქმად არ გაფლანგო და დაუდევრად ნუ მოეპყრობი შენს ცხონებას, რათა არ დაკარგო საზღაური, რომელიც უფალს სურს შენთვის.
link
image

თემა: ცხონება

622. იგივე ძმამ, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით ოდნავ დაწყნარდა, კვლავ ჰკითხა იმავე დიდ ბერს: ღვთისადმი შენმა სიყვარულმა ასეთი რამ წარმოთქვა, რომ ცოდვილს თავის ცოდვების აღხოცვა სინანულით შეუძლია; კი მაგრამ, როგორ? ნუთუ ის წმინდანთა ლოცვებს არ საჭიროებს და თავის თავად შეძლებს ამას? ხოლო, თუ თვითონ ჭეშმარიტად არ შეინანებს და მარტო წმინდანები ილოცებენ მისთვის, მაშინ მიეტევება თუ არა მას ცოდვები მათი გულისთვის?თუ ადამიანი თავისი ძალისაებრ თვითონ არ იშრომებს და წმინდანთა ლოცვებს თავის შრომას არ შეუერთებს, მაშინ იგი მხოლოდ წმინდანების ლოცვით, ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს. წმინდანებმა რომ იმარხულონ და ილოცონ მისთვის, თუ ის ავხორცობას მიეცემა და უჯეროდ იცხოვრებს, რა სარგებელს მოუტანს მათი ლოცვა? რამეთუ აქ ცხადდება ის, რაც წერილშია ნათქვამი: „თუ ერთი აშენებს და მეორე არღვევს, რას მოიგებენ, გარდა დაღლისა?“ (ზირ. 34, 23). წმინდანთა ლოცვით შესაძლებელი რომ იყოს მისი ცხონება, ვინც ოდნავადაც არ უკვირდება საკუთარ თავს, მაშინ რა შეუშლიდა წმინდანებს ხელს, ასეთნაირად ამა სოფლის ყველა ცოდვილი რომ აცხოვნონ? თუმცა, ცოდვილს შეუძლია მცირეოდენი შრომა, მაგრამ ის მართლის ლოცვას მაინც საჭირეობს. რამეთუ, მოციქული ამბობს: „ფრიად შემძლებელ არს ლოცვაი მართლისაი შეწევნად“ (იაკ. 5, 16), ანუ, როდესაც წმინდანი და მართალნი ცოდვილისათვის ლოცულობენ, მაშინ ცოდვილმაც თავის ძალისაებრ, წმინდანთა ლოცვებს სინანულით ხელი უნდა შეუწყოს; და ვინაიდან მას არ შეუძლია თავის ვალების მთლიანად გადახდა, მას მცირედი მოაქვს, ხოლო წმინდანთა ლოცვებს - ბევრი. მაგალითისთვის ვთქვათ, ვინმეს ათი წონა ხორბლის გადატანა სჭირდება, თავად კი ორის აწევაც არ შეუძლია; ამიტომ ის ღვთისმოშიშ ადამიანს მოძებნის, რომელიც მის ნაცვლად ცხრა წონას წაიღებს, ხოლო მას მხოლოდ ერთს დაუტოვებს და ასეთნაირად ხსნის საშუალებას მისცემს და ავაზაკებისაგან დაიფარავს, რომელთაც შესაძლოა გზაზე მოკლან იგი. ზუსტად ასევე ხდება აქაც. ცოდვილი კიდევ იმ ადამიანს ჰგავს, რომელსაც სხვისი ასი ოქროს მონეტა მართებს. როდესაც მსესხებელი ვალის შესახებ შეახსენებს, ის ერთ კეთილკრძალულ და მდიდარ ადამიანთან მივა და სიყვარულის გამო სთხოვს, რომ რამდენიც შეუძლია, მისცეს. მდიდარს კი, რადგან კაცთმოყვარეა და ხედავს მის გასაჭირს, შეეცოდება და ეტყვის: „ძმაო! რაც მაქვს, შენთვის გავიღებ და გაგათავისუფლებ ხელწერილისაგან“. ამრიგად, უკვე მოვალეზეა დამოკიდებული, რომ ბევრისაგან გასათავისუფლებლად, მცირედის გადახდას შეეცადოს. რამეთუ, სანამ ის გულმოწყალე ადამიანი მის მიტანილ ათ ოქროს მონეტას არ დაინახავს, მანამ თვითონაც დააეჭვებს იმ ოთხმოცდაათი მონეტის დადება, იცის რა, რომ გამსესხებელი არ დააბრუნებს ხელწერილს, სანამ მთლიანად არ მიიღებს იმ ას მონეტას, რომელიც გაასესხა.
link
image
image
21
22
23