ნეტარების ღირსნი ხდებიან როგორც მართალნი, ასევე ის ქრისტიანები, რომლებიც სინანულით აღესრულნენ, მაგრამ სიცოცხლეში ვერ მოასწრეს ეჩვენებინათ ამის სათანადო ნაყოფი. ისინი, ღვთის გულმოწყალებითა და ეკლესიის შუამდგომლობით, მიიღებენ ცოდვათ...
იხილეთ სრულად
ნეტარების ღირსნი ხდებიან როგორც მართალნი, ასევე ის ქრისტიანები, რომლებიც სინანულით აღესრულნენ, მაგრამ სიცოცხლეში ვერ მოასწრეს ეჩვენებინათ ამის სათანადო ნაყოფი. ისინი, ღვთის გულმოწყალებითა და ეკლესიის შუამდგომლობით, მიიღებენ ცოდვათა შენდობას.ხოლო შემდეგ, უხრწნელი სხეულით შემოსილნი, ხატნი და მსგავსნი უფლისა, კვლავ გააგრძელებენ ღვთისკენ დაუსრულებელ სწრაფვას, რა თქმა უნდა, სხვა სახით და სხვა მდგომარეობით, დანარჩენნი კი მარადიულ სატანჯველს დაიმკვიდრებ...
ქრისტეა თავი ეკლესიისა და ეკლესიაა მისტიური სხეული მისი და თუ არ ვიქნებით წევრი მისი ეკლესიისა - ნაწილი მისი სხეულისა, წილი არა გვაქვს მაცხოვართან. „ეკლესიის გარეშე ადამიანმა შეიძლება მიაღწიოს ყოველივეს: ჰქონდეს რწმენა მამის, ძის ...
იხილეთ სრულად
ქრისტეა თავი ეკლესიისა და ეკლესიაა მისტიური სხეული მისი და თუ არ ვიქნებით წევრი მისი ეკლესიისა - ნაწილი მისი სხეულისა, წილი არა გვაქვს მაცხოვართან. „ეკლესიის გარეშე ადამიანმა შეიძლება მიაღწიოს ყოველივეს: ჰქონდეს რწმენა მამის, ძის და სულიწმიდისა, ქადაგებდეს, საიდუმლოებებსაც აღასრულებდეს, იყოს დაფასებული, მაგრამ სულის ხსნას ვერ შეძლებს - ვერ მოიპოვებს მარადიულ ცხოვრებას“ (ნეტარი ავგუსტინე).
პირველი ადამიანები, მოაკლდნენ რა "ცხოვრების ხის" ნაყოფს, - ანუ უფალთან ურთიერთობის შესაძლებლობას, დაკნინდნენ; მათი აზროვნების წესიც შეიცვალა და მიწიერი ყოფით შემოიფარგლა, თუმცა ლტოლვა სამოთხისა და ღვთისაკენ კვლავ დარჩათ.