ცხონება, სასუფეველი, სამოთხე - ციტატები, გამონათქვამები
ცხონება, სასუფეველი, სამოთხე - ციტატები, გამონათქვამები ცხონება, სასუფეველი, სამოთხე, გამონათქვამები
149. მაგრამ ეს ვთქვით არა იმიტომ, რომ დავხშოთ მყოფადი და აქ გავაწესოთ საყოველთაო მისაგებელი, არამედ იმიტომ, რომ გვმართებს უპირველესად გულში მოქმედად გვქონდეს მადლი სულიწმინდისა და ასე, ამის შესაბამისადვე, შევიდეთ ცათა სასუფეველში.... იხილეთ სრულად
146. თუ გსურს ცხონება და ჭეშმარიტების შემეცნებამდე მისვლა (I ტმ. 2.4), ეცადე ყოვლითურთ აღემატო გრძნობადს და მხოლოდღა სასოების მიერ შეეტკბო ღმერთს, რადგან ამ სახით შენდა უნებურად ამა სოფლისგან მიდრეკილი ჰპოვებ იმათ, თავდასხმების გზ... იხილეთ სრულად
43. თუკი ვალდებულნი ვართ, რომ დღიურად აღვასრულებდეთ, რაც კი რამ კარგი აქვს ჩვენს ბუნებას, ადრე ჩადენილ ბოროტებათა სანაცვლოდ რაღა გადავუხადოთ ღმერთს? (იგულისხმება, რომ ჩვენი სათნოებითი მოღვაწეობა არ უნდა ჩავთვალოთ როგორც ჩადენილ ცო... იხილეთ სრულად
155. უხრწნელების გვირგვინი, სათნოება და ცხონება ადამიანისა, ესაა კეთილწადიერად და მადლიერებით დათმენა უბედურებისა, ხოლო ალაგმვა რისხვისა, ენისა, მუცლისა და სიამეთმოყვარეობისა უდიდესი შემწეობაა სულისთვის.
148. ცოდვის სათავე გულისთქმაა, რითაც იღუპება მოაზროვნე სული, ხოლო ცხონებისა და ცათა სასუფევლის სათავე სულისთვის სიყვარულია.
140. ჩვენი შემოქმედი ღვთის კაცთმოყვარეობის გამო ადამიანებს უამრავი გზა აქვთ ცხონებისა, რაც სულებს მოაქცევს და ზეაიყვანს ცათაკენ, რადგან ადამიანთა სულები სათნოების წილ სანაცვლო საზღაურს მოიპოვებენ, შეცოდებათა წილ კი - სატანჯველთ.
116. ისევე როგორც დედის მუცლისგან დასრულების გარეშე გამოსულ სხეულს არ ძალუძს გაზრდა, ასევე სხეულიდან გამოსულ იმ სულსაც, რომელიც ღირსეული მოღვაწეობის გზით არ წარმატებულა ღვთის ცოდნაში, არ ძალუძს ცხონდეს ან ღმერთს შეერთოს.
92. ჩვენმა ღმერთმა ზეცაში მყოფთ უკვდავება მიჰმადლა, ამქვეყნად მკვიდრთ კი ცვალებადობა შეუქმნა. ყველაფერს სიცოცხლე და მოძრაობა მიანიჭა მან, მაგრამ ყველაფერი ეს - ადამიანისთვის. ამიტომაც, ნუ მიგიტაცებს ამქვეყნიური ზმანება ეშმაკისა, უ... იხილეთ სრულად