ცილისწამება - ციტატები, გამონათქვამები
ცილისწამება - ციტატები, გამონათქვამები ცილისწამება, გამონათქვამები, ციტატები
თუ ვინმე რაიმე ცოდვას დაგაყვედრებს, რაც არ ჩაგიდენია, თავი დაიმდაბლე მაყვედრებლის წინაშე და უხრწნელ გვირგვინს მიიღებ
კარგია, რომ არც ძალიან გეშინოდეს უსამართლო ბრალდებებისა, მაგრამ არც სრულიად უგულებელსყოფდე მათ.
ცილისმწამებელს ზიანი მოაქვს სულ მცირე სამი ადამიანისათვის მაინც. პირველ რიგში, საკუთარი თავისათვის, რამეთუ ცილისწამების ჭუჭყი, ვიდრე ის სიტყვაში განხორციელდებოდეს, მის გულს გაივლის, შემდეგ იმას ვნებს, ვისაც ცილს სწამებს, რადგან ის... იხილეთ სრულად
უფალმა დაგვიწესა: "ნუ განიკითხავთ" (მთ. 7.1). ყოველი განკითხვა ადამიანისა ცილისწამებას შეიცავს. ჩვენ ადამიანს ნიშანს ვუწერთ როგორც მასწავლებელი მოსწავლეს გამოცდაზე, მოსამართლეებივით განაჩენი გამოგვაქვს მისთვის, როგორც ბოროტმოქმედი... იხილეთ სრულად
მეცხრე მცნება. უფრო ღრმად და ზუსტად ის ასე ჟღერს: "არა ცილი სწამო მოყუასსა შენსა ზედა წამებითა ცრუითა". მცნების პირდაპირი მნიშვნელობაა: არა თქვა სიცრუე შეგნებულად, ადამიანის სახელის გატეხის მიზნით, არ იცრუო სასამართლოზე, ცრუ ხმები... იხილეთ სრულად
მეცხრე მცნება. უფრო ღრმად და ზუსტად ის ასე ჟღერს: "არა ცილი სწამო მოყუასსა შენსა ზედა წამებითა ცრუითა".
გამოსვლათა. თ. 20.16
რად შფოთდები, საყვარელო ძმაო, ცილისწამებისათვის შენზედა წყალობით ღმრთისაგან მოვლინებულისა, რად არ შეიწყნარებ ამ დიდებულს ჯილდოს მაცხოვრის მარჯვენიაგან განჩინებულს, რამ დაგავიწყა გზა წმიდანებისა და ვალიცა თანა ნადებისა შენისა, რომ ... იხილეთ სრულად