image
image
6
7
8
Loading..
image

თემა: სიტყვა

752. ერთ სქოლასტიკოსს, საცხოვრებლის მამებისთვის საყვარელ, ქრისტესმოყვარე კაცს, რომელიც ღვთის გულისათვის ჩვეულებრივ ყოველთვის გულმოდგინედ ასრულებდა მათ თხოვნებს, აბბამ აუცილებელ და გადაუდებელ საქმეში დახმარება სთხოვა; მაგრამ ის, ეშ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: სიტყვა

758. როგორ მოქმედებს სულიერი სიტყვა ადამიანის შეპყრობილ გონებაზე?როგორც უკეთური სულით სულშეხუთული საული დააწყნარა ქნარზე მოგალობე ნეტარმა დავითმა, ასევე ყველა სულიერი სიტყვა, ცოდნისეული მჭვრეტელობებით დატკბობილი, დააწყნარებს შპყრობილ გონებას, გაათავისუფლებს რა მას მისი სულთამხუთავი უკეთური გულისთქმებისაგან.
link
image

თემა: სიტყვა

356. თუკი ღარიბი ვარ და არაფერი მაქვს, მოწყალება რომ გავცე, რა ვიღონო მაშინ?თუკი არ ძალგვიძს გასცე იმდენი, რისი გაცემაც მდიდარს შეუძლია, მაშინ ორი მწვლილი მაინც გაიღე მსგავსად ქვრივისა და დიდად შეიწირავს ღმერთი შენგან ასეთ წყალობას.357. ის ორი მწვლილიც რომ არ გამაჩნდეს?მაშინ უძლურს მოუარე. ესეც თუ არ შეგიძლია, სიტყვით ეცი ნუგეში მოყვასს შენსას და გაიხსენე წმ. წერილი, რომელიც ამბობს: „სიტყვა კეთილი უფროს არს მიცემისა“ (ზირ. 18.17).
link
image

თემა: სიტყვა

809. როგორ ზეგავლენას ახდენს ადამიანზე სიტყვა და სასწაული?სიტყვა და სასწაული სხვადასხვაგვარად მოქმედებენ. სიტყვა უშუალოდ გულსა და გონებაზე ახდენს გავლენას, სასწაულები კი იმავე გულსა და გონებაზე ხორციელი გრძნობების გზით ზემოქმედებენ. სიტყვით მოხდენილი გავლენის შედეგი უფრო მყარი და ძლიერია, ვიდრე სასწაულისა. როდესაც სიტყვა და სასწაულები ერთად მოქმედებენ, მაშინ სასწაულების ზემოქმედება როგორღაც შეუმჩნეველი რჩება, რამეთუ სიტყვა უფრო ძლიერია, ვიდრე სასწაული. ეს კარგად ჩანს სახარებიდანაც: ნიკოდიმოსზე სასწაულმა იმოქმედა, მაგრამ აღიარა უფალი მხოლოდ ღმთისაგან მოვლენილ მოძღვრად. (იოან. 3,2). პეტრე მოციქულზე კი სიტყვამ მოახდინა გავლენა და აღიარა მაცხოვარი ქრისტედ, ძედ ღმრთისად „სიტყუანი ცხორებისა საუკუნოსანი გქონან შენ. და ჩუენ გურწმენა და გვიცნობიეს, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისა?“ (იოან. 6, 68–69). წმ. პეტრე უფლის მრავალი სასწაულის მოწმე იყო. ამ აღიარებამდე მცირე ხნით ადრე მოხდა ხუთი პურის განმრავლება და ამ პურით მრავალი კაცის განძღება, მაგრამ მოციქული საერთოდ არ ახსენებს სასწაულებს, იგი მხოლოდ სიტყვის ძალასა და ზემოქმედებაზე ლაპარაკობს. იგივე ითქმის ქრისტეს ორ მოწაფეზე, რომლებიც ემაოსისკენ მიმავალნი ესაუბრებოდნენ ქრისტეს ისე, რომ ვერ იცნეს იგი, და იცნეს უკვე დაბაში, უფლის მიერ პურის განტეხვისთანავე. ამის შემდგომ მოძღვარი მყისვე თვალს მიეფარა. მოწაფეებს არც კი უხსენებიათ ეს სასწაული, მათ მთელი ყურადღება სიტყვაზე გაამახვილეს: „და იგინი იტყოდეს ურთიერთას: ანუ არა გულნი ჩუენნი განხურვებულ იყვნეს ჩუენ შორის, ვითარ იგი მეტყოდა ჩუენ გზასა ზედა და ვითარ–იგი გამომითარგმანებდა ჩუენ წიგნთა“ (ლუკ. 24,34).
link
image

თემა: სიტყვა

472. ზოგჯერ, ვინმესთან საუბრის დაწყებისთანავე მტერი მაშფოთებს და როგორ მოვიქცე არ ვიცი. თუ, როგორც შენ მითხარი, საუბრის ავკარგიანობის განსახილავად და გასააზრებლად შევჩერდები, მაშინ მოსაუბრემ შესაძლოა მოულოდნელად შეწყვეტილი საუბრის გამო განმიკითხოს.472. ზოგჯერ, ვინმესთან საუბრის დაწყებისთანავე მტერი მაშფოთებს და როგორ მოვიქცე არ ვიცი. თუ, როგორც შენ მითხარი, საუბრის ავკარგიანობის განსახილავად და გასააზრებლად შევჩერდები, მაშინ მოსაუბრემ შესაძლოა მოულოდნელად შეწყვეტილი საუბრის გამო განმიკითხოს.
link
image

თემა: სიტყვა

473. ჩემო მამაო, შენ მითხარი, აზრი საუბრის დაწყებამდე გამოიკვლიეო, მაგრამ როგორ მოვიქცე, როდესაც საჭიროება მოითხოვს, რომ სიტყვა მანამდე ვთქვა, სანამ მოფიქრებას მოვასწრებ, ან როდესაც საუბარში მდუმარედ გამოჩენა არ მინდა და მეც მსურს მასში მცირედი მონაწილეობის მიღება; ამასთანავე, სათქმელში რაიმე აშკარა ცოდვას ვერ ვხედავ, არამედ პირიქით, მეჩვენება, რომ ის კარგი ან საშუალოა; ასეთ შემთხვევაში, რადგან ყოველმხრივი განხილვის დრო არა მაქვს და ვერც იმას ვხვდები სათქმელში ცოდვა იმალება თუ არა, რას მიბრძანებ, როგორ მოვიქცე?როდესაც შენი სიტყვა სინამდვილეში კარგი ან საშუალოა და საჭიროა მისი თქმა, მაგრამ ამასთანავე ხედავ, რომ ის მსმენელთაგან შექებას, ან როგორღაც სხვაგვარად პატივმოყვარეობას მოგიტანს, მაშინ როგორმე გონებაში უნდა ჩაიბეჭდო, რომ პატივმოყვარეობაში არ ჩავარდე. მაგრამ თუ ხედავ, რომ პატივმოყვარეობა გამარცხებს, მაშინ უმჯობესია გაჩუმდე, ვიდრე დაზიანდე.
link
image
image
6
7
8