სიწმინდე, უბიწოება, უმანკოება - ციტატები, გამონათქვამები
სიწმინდე, უბიწოება, უმანკოება - ციტატები, გამონათქვამები სიწმინდე, უბიწოება, უმანკოება
განწმედილი და განსპეტაკებული სხეული იმდენად მშვენიერი და სათნოა, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტეს განხორციელების შემდეგ იგი წმიდა სამების სიდიადეში დაემკვიდრა.
როცა ხორცს ვთრგუნავთ, ამით სხეულს კი არ ვგვემთ, არამედ ვებრძვით მასში ცოდვის გამო დაბუდებულ ბოროტ ვნებებს. თავისთავად კი განწმედილი და განსპეტაკებული სხეული იმდენად მშვენიერი და სათნოა, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტეს განხორციელების ... იხილეთ სრულად
ეკლესიაში სული წმიდის მადლის ზემოქმედებით ხდება ადამიანის განწმენდა ცოდვებისაგან და მისი სულიერი განათლება. მადლი ღვთისა გარდაქმნის ადამიანს, რის შედეგადაც ცოდვილი პოვებს განმართლებას და ხდება წმინდა.
ეკლესიის ერთიანობასთან ორგანულადაა დაკავშირებული ეკლესიის სიწმიდე. როგორც ცნობილია, ცოდვა არის მიზეზი დაყოფისა. ცოდვის დათრგუნვა, უპირველეს ყოვლისა, თავად ადამიანს ამთლიანებს, მას ღმერთსა და მოყვასთან აკავშირებს.
ადამიანი ეკლესიაში უნდა გახდეს არა მხოლოდ სულიერი, არამედ ის ვალდებულია იყოს წმიდა, რათა დაიმკვიდროს სასუფეველი ღვთისა. "წმიდაა წმიდათა", - ხმობს მღვდელი საღმრთო ლიტურგიის დასასრულს, აღამაღლებს რა წმიდა ტარიგს, განწესებულს წმ. ზია... იხილეთ სრულად
ადამიანი მოწოდებულია არა მარტო სულიერი ხედვისა და ღვთის შემეცნებისთვის, არამედ - განწმენდის, ფერისცვალებისა და ღმერთთან შეერთებისთვის.
თუ პიროვნება დამცირების და შეურაცხყოფის ქურაში გაივლის, დაინახავს თავის უღირსებას, სულიერ ჭუჭყს და გაუჩნდება სურვილი ფერისცვალებისა, დაიწყება იდუმალი და საოცარი პროცესი განწმენდისა და ამაღლებისა.
ისევე როგორც სუფთა წყალში მკვეთრად აირეკლება ტყე, მზე, ცა, ასევე სუფთა გულში აისახება ღმერთი. ასეთი გული სულიერად ბეთლემის გამოქვაბულს ემსგავსება. ასეთ გულში იშვება მაცხოვარი და არა მარტო იშვება, მუდმივად დაივანებს იქ.