image
image
5
6
7
Loading..
image

თემა: წუთისოფლის ამაოება

ოჰ! განდევნილობაში ვართ და არ გვინდა ამის გაგება. არ გვინდა დავინახოთ, თუ რა სიმაღლიდან ჩამოვვარდით. არამედ თავს ვიყრუებთ და თვალებს ვაფახულებთ, ნებაყოფლობით დაბრმავებული, რომ ჭეშმარიტება არ დავინახოთ. ვაი ჩვენდა, რომ ამა სოფლის წ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: წუთისოფლის ამაოება

ხშირად ადამიანი ვერ უმკლავდება წუთისოფლის ამაო ყოფას, მის მიერ შემოთავაზებულ სხვა და სხვა კოლიზიებს; მრავალფეროვანი არჩევანის შესაძლებლობა, ურთიერთგამომრიცხავ გარემოებათა თავმოყრა, გზა ფართო და გზა ვიწრო... აბნევს მის ცნობიერებას.... იხილეთ სრულად
link
image

თემა: წუთისოფლის ამაოება

ქვეყნად ყველაფერი იცვლება, მხოლოდ ჭეშმარიტებაა მარადიული. მიდიან ადამიანები, წარსულს ბარდება და მივიწყების ფერფლით იფარება სახელები ერთ დროს მიწიერი დიდებითა და პატივით გამორჩეულთა; მიდიან ბრძენნი და უბრალონი, მომხვეჭელნი, დიდების... იხილეთ სრულად
link
image

თემა: წუთისოფლის ამაოება

ის ხიბლი, რასაც ამასოფლის სიკეთეები წარმოადგენს, ისე ძლიერ და ცოცხლად მოქმედებს, რომ მათ წინაშე ყველაფერი ფერმკრთალდება - მომავალი ცხოვრების დიდებაც კი. ერთმა გერმანელმა ფილოსოფოსმა მეგობრებთან საუბრისას თქვა: "ამათუიმ რამის მისაღ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: წუთისოფლის ამაოება

იხილე, ძმანო, ნუმცა რაითა ნებითა ამის ქვეყანისაითა შეურაცხ-ვჰყოფთ მცნებათა უფლისა თვისისათა. უწყოდით, რამეთუ განხრწნადნი ხორცნი გუმოსიან და არა უწყით, თუ ხვალამდე ცოცხალყოფად ხარ, რამეთუ დღენი შენნი აღრაცხილ არიან. რასა უკვე ზვაობ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: წუთისოფლის ამაოება

რითი ხარობს უფალი?უფალი ხარობს, როდესაც მისი გულისთვის წარმავალს ვტოვებთ. წარმავალი კი არის არა მხოლოდ სიმდიდრე და ნივთები, არამედ ყველანაირი ტკბობა და სიამოვნება ცოდვით. არაფერი ახარებს უფალს ისე, როგორც ის, რომ ადამიანს არ აქვს ბოროტი მეხსიერება (წიგნიდან "ალფა და ომეგა").
link
image

თემა: წუთისოფლის ამაოება

781. სასურველია თუ არა საქმის ფაქიზად შესრულება? მაგალითად, სახლის მშენებლობის ან სხვა რამის კეთებისას?რადგან უფალსაც ახარებს ყველანაირი სისუფთავე, ამიტომ რაიმეს ფაქიზად და ლამაზად კეთება ურიგო არაა, ვინაიდან ამ ნივთმა, ან საქმემ სარგებელი უნდა მოიტანოს, მაგრამ ვნების გარეშე. თუ შენში ნივთებისადმი ვნებიან მიდრეკილებას ამჩნევ, მაშინ მისი ბოლო გაიხსენე - როგორ იხრწნებიან ისინი და დამშვიდდები; რამეთუ, არცერთი ნივთი არ ინარჩუნებს ერთსა და იმავე სახეს, არამედ ყველაფერი ხრწნადი და ცვალებადია.
link
image

თემა: წუთისოფლის ამაოება

603. თუ საჭიროდ მივიჩნიე, რომ ნეტარი აბბას დადგენილ ანდერძში რაღაცა შესაცვლელია, ან სავანეში რაიმე შესასწორებელია, დამრთავ ამის ნებას თუ არა?თუ ხედავ, რომ რაიმეს შეცვლაა საჭირო, ეს ღვთის შიშით გააკეთე და არ დაეჭვდე. რაც შესწორებას მოითხოვს, შეასწორე, მაგრამ არ გადააჭარბო, არამედ საჭიროების მიხედვით იმოქმედე და არა კეთილმოწყობის მიზნით, რათა მხედველობიდან არ გამოგრჩეს ზეცაში გადასახლება, რამეთუ ამ საუკუნის შენობები, მარადიულობასთან შედარებით, სხვა არაფერია, თუ არა კარვები. თუ ხედავ, რომ აზრი რაღაცის გაკეთებას გაიძულებს, უთხარი მას: „რატომ გსურს ამის გაკეთება?“. და თუ ეს სინამდვილეში საჭიროა, მაშინ, დაე, აღსრულდეს. ხოლო თუ არაა განსაკუთრებული საჭიროება, უთხარი აზრს: „რა სარგებელს მიიღებ აქედან?“ ხორცისმიერი აზრი უბრალოდ მოიძულე და, თუ ძალიან დაგანაღვლიანა, არ უპასუხო, არამედ ღმერთს მიმართე.
link
image

თემა: წუთისოფლის ამაოება

483. როგორ მდგომარეობაში აღმოჩნდება მხოლოდ ამა ქვეყნისათვის მცხოვრები ადამიანის სული, როცა ის პირისპირ წარსდგება სიკვდილის წინაშე?გინახავთ, რა ტანჯვით იხუთება ნაპირზე გადმოგდებული თევზე?! აი, ასეთივე ტანჯვით შეიხუთება მძიმედ შეჭირვებული ჩვენი სულიც, როცა იგი, მანამდე მხოლოდ ამა სოფლისათვის მცხოვრები, პირისპირ დადგება მისი დატოვების აუცილებლობის წინაშე. მაშინ ძალზე ვინანებთ ყოველი იმ წუთის გამო, რომელიც შეგვეძლო სულის სარგებლობისათვის გამოგვეყენებინა, მაგრამ არ გავაკეთეთ ეს და უქმად დაგვეკარგა ისინი. მაშინ ძალზე ვინანებთ ყოველი იმ უზაკველი სიხარულის გამო, რომლითაც შეგვეძლო დავმტკბარიყავით, მაგრამ არა დავტკბით, რადგან ამაო, წარმავალი გრძნობისმიერი სიამენი გვიშლიდა ხელს და თავისკენ გვიტაცებდა მაცდუნებელი მომხიბვლელობით. მაშინ ძალზე ვინანებთ ყოველი იმ შემთხვევისათვის, რომელიც ღმერთისაგან მოგვემადლა სათნოებაში ჩვენს განსამტკიცებლად და ხელიდან გავუშვით. მაშინ ჩვენ სრულად შევიცნობთ, თუ ამქვეყნად რა კნინ ფასად გაგვიყიდია ჩვენი უფლება ცათა სასუფევლის დამკვიდრებაზე და რა ძვირად შეგვისიდია გეჰენიის ცეცხლი! და მაშინ ცხადად შეიცნობ შენ, ჰოი, ცოდვილო ადამიანო, თუ რა ძვირფასი ყოფილა ის დრო, რომელიც ამქვეყნიური ცხოვრებისას უქმად დაგიკარგავს. იმ მძიმე ჟამს, როცა იძულებული იქნები დატოვო ეს ქვეყანა, უკვე მეტისმეტად გვიან იქნება რაიმე გამოასწორო! მაშინ კი ისურვებდი ნებისმიერ ფასად გეყიდა იგი, მაგრამ ვერ შეძლებ.
link
image
image
5
6
7