წუთისოფელში ცხოვრების მიზანი - ციტატები, გამონათქვამები
ეს ცხოვრება ღვთისგან სინანულისთვის მოგვეცა. თუ მას უაზროდ, ცუდად დავხარჯავთ, ძალიან ვინანებთ, მაგრამ მეორედ ვეღარ ვპოვებთ.
ჩვენი მოვალეობაა, მთელი ცხოვრება ისე გავატაროთ, რომ როდესაც ამ ცხოვრებიდან გაგვიხმობენ, დაუყოვნებლივ ვთქვათ: "ჩემი გული მზად არის"
საბრალოა ის ადამიანი, რომელიც იმის ნაცვლად, რომ სახლი თავის სამშობლოში აიშენოს, უცხო ქვეყანაში აშენებს მას და არაფერს იმზადებს მამულისთვის, რომელშიც უნდა იცხოვროს!
ნუ მიეჯაჭვება შენი გული სასტუმროს - მიწიერი მოგზაურობის ჟამს. არცერთი კეთილგონიერი ადამიანი სახლს გზაზე არ ააშენებს.
ყველანი ღვთისკენ მიმავალ გზაზე ვართ და კარგად უნდა ვიფიქროთ იმაზე, რათა გზის მითითებები არ დაგვავიწყდეს.
ჩვენი ცხოვრების გზას ისე უნდა ვუცქიროთ, როგორც ზეცისკენ მიმყვანებელ გზას; მაშინ ქარაფშუტა დაფიქრდება და მიმართულებას ჭეშმარიტი მიზნისკენ აიღებს; მაშინ მანკიერი მობრუნდება და სათნოებისკენ მიმავალ გზას დაუწყებს ძებნას; მაშინ ნაღვლია... იხილეთ სრულად