image
image
7
8
9
10
11
image
image
Loading..
image

თემა: სახარების კითხვა

როგორ უნდა განვმარტოთ წმიდა წერილი?ნუ გაკადნიერდები და ნუ განმარტავ სახარებას და წმიდა წერილის სხვა წიგნებს. სულიწმიდამ განმარტა იგი წმიდა მამების მეშვეობით... ისეც მომხდარა, რომ ღვთის სიტყვა, მაცხოვრის სიტყვა, მისი კადნიერად განმმარტებლებისათვის ორლესულ მახვილად ქცეულა, რომლითაც მათ საკუთარი თავი სამუდამოდ დასაღუპად განუგმირავთ (წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი).
link
image

თემა: სახარების კითხვა

როგორ ვისწავლოთ სულიერი ცხოვრება?ვცხოვრობ რა განმარტოებით, ღრმად ვუკვირდები წმინდა წერილს ღვთის მცნებების მიხედვით, აგრეთვე მოციქულთა სწავლებებს, წმინდა მამათა ცხოვრებასა და ნაღვაწს და ვუღრმავდები მათ. რაც, ჩემი აზრით, უფლისთვის სათნო და ჩემი სულისთვის სასარგებლოა, ვიწერ და ვითვისებ. ეს არის ჩემი სიცოცხლე და სუნთქვა. თქვენც იმ რჩევას გაძლევთ, რაც სასარგებლოდ მიმაჩნია საკუთარი თავისთვის (ღირსი ნილოს სორელი).
link
image

თემა: სახარების კითხვა

რა არის ყველაზე კარგი სულის სიმშვიდისათვის?ბევრი რამ გამოვცადე და ჩემი სულის სიმშვიდისათვის იმაზე კარგი ვერაფერი ვნახე, ვიდრე საკვების ზომიერად მიღება, ერთ ადგილზე ყოფნა და ღვთის სიტყვის კითხვა (მღვდელსქემმონოზონი სტეფანე).
link
image

თემა: სახარების კითხვა

რის წაკითხვა უნდა ვურჩიოთ დამწყებ ქრისტიანებს?დამწყებ ქრისტიანებმა უნდა იკითხონ საღვთო რჯული, წმიდა სახარების განმარტებანი, თხზულებები სულიერი ცხოვრების შესახებ.
link
image

თემა: სახარების კითხვა

910. რა ემართება სულს სახარების კითხვისას?წმიდა სახარების ოდენ ხილვითაც კი ჩვენ უფრო თავშეკავებულნი ვხდებით ცოდვისადმი, ხოლო თუკი ამას მისი ყურადღებით წაკითხვაც დაერთვის, მაშინ სული თითქოს უხილავ განსაცდელში მოხვდაო, იწმინდება და კეთილშობილდება, ანუ უწინდელზე უმჯობესი ხდება, რადგან მას სწორედ ღმერთი ელაპარაკება წმიდა წიგნების მეშვეობით.
link
image

თემა: სახარების კითხვა

როგორ გადავეჩვიო სიგარეტის მოწევას?წმიდა ამბროსი ოპტინელის რჩევა: "ამ ვნების წინააღმდეგ მიმართეთ სულიერ კურნებას: შვიდი წლის ასაკიდან მთელი თქვენი ცხოვრების ცოდვები დაწვრილებით აღიარეთ და ეზიარეთ წმიდა საიდუმლოებას; ყოველდღე იკითხე სახარების თითო თავი ან მეტი. როდესაც სევდა მოგერევათ, ისევ წაიკითხეთ, სანამ სევდა გაივლის. ისევ დადარდიანდებით, ისევ წაიკითხეთ სახარება, ან ამის ნაცვლად გააკეთეთ 33 დიდი მეტანია ჩვენი მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების მოსაგონებლად".
link
image

თემა: სახარების კითხვა

რა სარგებლობა მოაქვს სულისთვის წმიდა წიგნების კითხვას?მამები ამბობენ, რომ წმიდა წერილის ყურადღებით კითხვის შემდეგ ადამიანის ცხოვრება სწორდება - სული ვნებებისგან იწმინდება, გონება ნათლდება და გული ღვთის სიყვარულით თბება.
link
image

თემა: სახარების კითხვა

სწორად იქცევა ის, ვინც სახარებას თავის გონებით ხსნის?რა თმა უნდა, ეს არასწორია. უნდა იკითხოს წმინდა მამათა განმარტებები; მაგალითად, ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი. ზოგი კითხულობს სახარებას, მაგრამ არასწორედ განმარატავს და ამახინჯებს მას. ამაში კარგი არაფერია. ის, რომ სახარება ხელთ გიპყრია, არც უცოდინრობისაგან გიცავს და არც ამის გამო უფლის სასჯელისგან.
link
image

თემა: სახარების კითხვა

მრავალთა ილოცეს, და რაჟამს მიენდვნეს თვისსა ცნობასა და გულისხმის-ყოფასა და ჰგონებდეს იგინი ბრძენ თავთა თვისთა, და განცოფნეს და ვერ გულისხმა-ყვნეს წერილნი და მთხრებლსა გმობისასა შთაცვივეს და წარწყმდეს. აწ უკუეთუ ჰპოვო შენ წიგნთა ში... იხილეთ სრულად
link
image

თემა: სახარების კითხვა

197. როგორ მოვიქცეთ, როცა სულს უგრძნობლობა დაეუფლება?სულის უგრძნობლობის დროს სასარგებლოა საღმრთო წერილის ხშირი კითხვა და აგრეთვე, იმ წმ. მამათა თხზულებებისა, რომლებიც ლმობიერებას გვასწავლიან. გაიხსენეთ საშინელი დღე განკითხვისა, სულის ხორცთაგან გაყრა და ბოროტ სულებთან სეხვედრა. მოიხსენეთ ის დღე, როცა წარვსდგებით მართლმსაჯული იესოს წინაშე... შეგეწევათ აგრეთვე ხშირი მოხსენება იმ ხვედრისა, მარცხენით მდგომათათვის რომაა განკუთვნილი.
link
image
image
7
8
9
10
11
image
image