
160. ვინც ვნებადია, მართებს მას ლოცვა და მორჩილება, რადგან ამათი შეწევნითაც კი ძნელად თუ ხერხდება ძველ ჩვევებთან ბრძოლა.
160. ვინც ვნებადია, მართებს მას ლოცვა და მორჩილება, რადგან ამათი შეწევნითაც კი ძნელად თუ ხერხდება ძველ ჩვევებთან ბრძოლა.
ნუ ესწრაფვი, გახდე ბერი, იმიტომ რომ თავად ეს ზრახვა არის მარცხი. ასევე ნუ ისურვებ იყო ბერი, თუ იქამდე მორჩილი არ ყოფილხარ.
უფალი თუმცა მოწყალეა, მაგრამ სიამაყისათვის სტანჯავს სულს შიმშილით, არ აძლევს მას წყალობას, სანამ არ ისწავლის მორჩილებას.
ჭეშმარიტმა უცხოობამ, მორჩილებამ და დუმილმა მრავალი შეუძლებელი რამ შესაძლებლად აქცია და მრავალი განუკურნებელი განკურნა
რაც არ უნდა მოაწიონ მდაბალზე, იგი მორჩილად უნდა იდგეს ლოცვად და მასზე მოწეულ ყოველივეს იღებდეს როგორც კეთილის მყოფელთაგან.
ლომებსაც ათვინიერებენ და იმორჩილებენ, ადამიანი კი ზოგჯერ თავის მრისხანებას ნებას აძლევს, ლომზე მეტად დაუმორჩილებელი იყოს!
მრავალ არს მადლი მორჩილთაი, ვითარცა იტყვის მოციქული, ვითარმედ: დიდ არს ნაყოფი მორჩილებისაი და ნეტარ არს, რომელმან მოიგოს იგი
ადამიანი, რომელსაც არ სწამს ღმერთი და მომავალი ცხოვრება, ვერასდროს იქნება ისეთი მორჩილი და მამაცი, როგორიც ის, ვისაც ეს რწმენა აქვს.
თუ შენი გული მორჩილების ზეთით ავსებული და ღვთის სიყვარულის ცეცხლით ანთებული კანდელი არ არის, მაშინ უსარგებლოდ ანთებ ტაძარში კანდელს!
182. ვინც მორჩილს შეუნდობს უჯერო შემოპასუხებას, ამგვარი მოქმედებით შეცდომაში შეჰყავს იგი და ხელს უწყობს მას მორჩილების აღთქმის დარღვევაში.