image
image
25
26
27
28
image
image
Loading..
image

თემა: სიყვარული მოყვასისადმი

ღირსი უკვე ესე ვითარისა მის ქრისტეს სიყვარულისა, პატივისა მოქალაქობა ვაჩვენოთ, საყვარელნო ძმანო. და ნუმცა რაი გვაქვს ზიარებაი ქვეყნისა თანა, რამეთუ ამისთვის ქრისტემან ზეცით მოგვართვა ჩვენ სწავლა კაცთ-მოყვარებისა, რათა მოძღვრისა მი... იხილეთ სრულად
link
 

თემა: სიყვარული მოყვასისადმი

იუსტინიანე დიდის მეფობის დროს აჯანყებული სამარელები ერთ-ერთი მდიდარი მოქალაქის, სახელად იულიანეს წინამძღოლობით პალესტინელ ქრისტიანებს დაესხნენ თავს, გადაწვეს ქალაქები და სოფლები, საფუძვლიანად დაანგრიეს ეკლესიები და საერთოდ, საშინე... იხილეთ სრულად
link
 

თემა: სიყვარული მოყვასისადმი

ხშირად ხორბალს შორის ამოვა ხოლმე ღვარძლიც, ვენახში კი - ეკალი. ელისეს ჰყავდა მოწაფე გიეზია, სამოციქულო ხარისხში - იუდა. ზუსტად ასე ღირსი საბას სავანეშიც აღმოჩნდნენ ავზნიანი ძმები, რომლებიც წმიდა მამას სახალხოდ შეურაცხჰყოფდნენ. მალ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: სიყვარული მოყვასისადმი

503. ერთ-ერთმა ძმამ დიდ ბერს სთხოვა: მე სულით და სხეულით დაუძლურებული ვარ, ილოცე ჩემთვის, ჩემო მამაო, რომ ღმერთმა გამაძლიეროს, რათა ვმადლობდე მას. ჩემთან ერთად მცხოვრები ძმისთვისაც ილოცე, რამეთუ ის წყალობას საჭიროებს.დაე, უფალმა ყოველგვარ კეთილ საქმეში შენი თხოვნისაებრ გაგაძლიეროს. თუ შენს თანამოსაგრე ძმას ძალების შესაბამისად დაეხმარები, ესეც კეთილი საქმეა. მან, რომელმაც თქვა: „ცეცხლისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა“ (ლუკ. 12, 49), დაე, ის მან შენსა და ჩემს გულში შთამოაგდოს; დაე, ლიბანის ნაძვივით აღორძინებული და ღვთის სამოთხის ფინიკივით აყვავებული გიხილო. რამეთუ, როდესაც ეს აღსრულდება, მაშინ მე ვიგემებ ნაყოფთა კეთილთა შენთაგან და გავიხარებ ჩვენი უფლის, ქრისტე იესოს მიერ, რომელსაც უკუნისამდე შვენის დიდება, ამინ.
link
image

თემა: სიყვარული მოყვასისადმი

წმიდაო მამაო, რას ნიშნავს ის, რომ რაღაცის "უფლება გქონდეს"?"უფლების ქონა" - ეს ერული ლოგიკაა. რაც მეტია ადამიანში ერული, მით მეტი რამის "უფლება აქვს" მას. და რაც უფრო სულიერია იგი, მით ნაკლები რამის უფლება აქვს. განსაკუთრებით - ბერს: მას მხოლოდ ერთი მოვალეობა აკისრია: არ ჰქონდეს არაფრის უფლება! იმის თქმა მინდა, რომ ბერი არაფერზე არ უნდა იყოს მიჯაჭვული. ქრისტეს სიყვარულისთვის ბერი ყოველივეზე ამბობს უარს... ამიტომ, თუკი ის ცხოვრებაში რამენაირი უფლების მოსაპოვებლად იღვწის, უდიდეს შეცდომას უშვებს. ამგვარი ქცევა ხომ შეურაცხყოფს ქრისტესა და მონაზვნობას. ერის ადამიანებს ბევრი რამის უფლება აქვთ და ამიტომაც არიან ერში. მაგრამ, იმას, რაზედაც ბერს, ანდა უბრალოდ - სულიერ ადამიანს, - "უფლება აქვს", იმას ქრისტე მომავალი ცხოვრებისათვის უზოგავს მას.

"უფლების ქონის" ტენდენცია დღეს მხოლოდ ერში კი არ არის, თითქმის მთელი ახალგაზრდობისათვის დამახასიათებელი, არამედ - ახალგაზრდა ბერებისთვისაც. ზოგიერთმა მათგანმა არც ის იცის, ბერი რისთვის გახდა, არც ის, - რას ნიშნავს საერთოდ ბერობა. ამიტომაც მასში გამუდმებით არსებობს ეს- "უფლება მაქვს"! ერული სული 9სულიერად) აუხსნელი ლოგიკა, ადამიანური სამართლიანობა - ნებისმიერ საგანთან მიმართებაში ბოჭავს მათ. ეს ადამიანური სამართლიანობა, რომელიც ევროპული სულიდან იღებს სათავეს, დღეს მონაზვნობასაც მსჭვალავს.

თანამედროვე ეპოქაში, მონაზვნურ ცხოვრებაში, არც თუ იშვიათად შეხვდებით ამ სულს: "მე მოყვასს არანაირ უსიამოვნებას არ ვაყენებ. მე ხომ მისი წყენინება არ მინდა. ასე რომ, ყველაფერი რიგზე გვაქვს". ანდა, როგორც ზოგიერთი ბერი იტყვის: "ჩემი საქმე გავაკეთე, სადაც დახმარება ყო საჭირო, დაცეხმარე, რაც უნდა დამემთავრებინა, დავამთავრე; ყველაფერი რიგზე მაქვს; ხოლო სხვა სამუშაო?! ის ხომ ჩემი არ არის. მივდივარ, სენაკში უნდა შევიდე და კანონი შევასრულო". ასეთი ადამიანები არ ფიქრობენ, რომ მათი ძმა უძლურებაშია, ან - თავი სტკივა და ამიტომ ვერ მუშაობს, იმიტომ, რომ ღამისთევაზე იყო და ძალიან დაღლილი დაბრუნდა. ანდა ამას იტყვიან: "ეს ჩემი უფლებაა და უფლება მაქვს, შევჭამო". არც კი იფიქრებენ, რომ შესაძლოა, მოყვასი უფრო სუსტია, ანდ მისი ორგანიზმი მეტ ენერგიას ხარჯავს და მეტი საჭმელი ჭირდება. ყოველივე ამის შედეგად ისინი, მიუხედავად იმისა, რომ ხორციელად სულიერ წიაღში იმყოფებიან, იქამდე მიდიან, რომ თავიდან ბოლომდე ერულად აზროვნებენ და შესანიშნავი ადამიანებიც არიან, ოღონდაც - ერის ადამიანები... იცით, რა ძნელია იმ ადამიანების ცქერა, თავიდან ბოლომდე ამ სოფელს რომ ეკუთვნიან?! ანუ მე შევნიშნე, რომ მრავალი ბერი, ზოგი - მეტად, ზოგი - ნაკლებად, მარხულობს, ლოცულობს, მსახურებას ესწრება, მორჩილებას ასრულებს, მონაზვნურადაა შემოსილი, მონაზვნური წესით ცხოვრობს; მაგრამ მისი დამოკიდებულება ყველაფრისადმი ერულია და არა - სულიერი. ისინი ზრუნავენ, რომ მათი მისამართით საწყენი სიტყვა არ ითქვას, რომ ვინმე უსამართლოდ არ მოექცეთ. ანუ ეს ბერები ერული სამართლიანობის ჩარჩოებში არიან მოქცეულნი, ზოგიერთი კი აქამდეც ვერ მიდის. აბა მიდი და სცადე მათთან სულიერი ურთიერთგაგება დააყარო! ეს ბერები ცდილობენ, ყველაფერი ისე მოაწყონ, რომ სამომავლოდ ქრისტეს მათთვის საბუღალტრო ანგარიშების შედგენა გაუადვილონ (რათა იგი მათ წინაშე ვალში არ დარჩეს)! ამიტომ, რადგაც ქრისტე ხედავს უსამართლობის იმ ხარისხს, რომესაც თითოეული ადამიანი დაითმენს და ხედავს ასევე მის მიერ მსხვერპლის გაღების ხარისხს, რათა ყოველივე ამისათვის შესაფერისი მიუზღას, ეს ადამიანები ცდილობენ, რომ თვითონვე აწარმოონ მისთვის (ქრისტესთვის) (საკუთარი დამსახურების) ანგარიშები.

მე საერთოდაც მაშფოთებს იმ სახის აზროვნება, რომელსაც ზოგიერთ თანამედროვე ბერში ვხედავ. მათი სამართლიანობა სრულიად ადამიანურია! თუმცა, როგორ აისახება ადამიანური სამართლიანობა სულიერ ცხოვრებაში?! ადამიანური სამართლით, თვით ერულ ცხოვრებაშიც კი ვერ წახვალ შორს, ხოლო სულიერ ცხოვრებაში ხომ - ლაპარაკიც ზედმეტია! როდესაც თანაცხოვრებულთა მონასტერში ვცხოვრობდი, იქაური ბერები გამუდმებით მსხვერპლის გაღებას ცდილობდნენ. ეს სული ყველგან იყო გამეფებული: სამუშაოზე, ტრაპეზზე, ისინი პირველ რიგში მოყვასზე ფიქრობდნენ და მერე სამოთხის მკვიდრებივით ცხოვრობდნენ. მაგალითად, ტრაპეზობისას ბერი ცდილობდა, ნაკლები ეჭამა, რომ სხვას ბევრი დარჩენოდა; შესაძლოა, არც თვითონ გამოირჩეოდა გოლიათის ჯანმრთელობით, მაგრამ ამას არად აგდებდა. ასეთი ბერი იმაზე კი არ ფიქრობდა, მისი მოყვსი ჯანმრთელი იყო თუ ავადმყოფი, არამედ უბრალოდ - მსხვერპლს იღებდა. ის საკუთარი განსჯის უნარსაც კი არ მოიხმარდა და ამბობდა: "ძმა თუ თავის უფლებაზე მეტს შეჭამს, ეს მას ავნებს". სწორედ იმ წუთიდან, როდესაც ბერი იმაზე ზრუნვას იწყებს, რომ რამენაირად წყენა და ზედმეტი გარჯა თავიდან აიცილოს, რომ მისმა შრომამ დაუფასებლად არ ჩაიაროს, მას თითქოსდა აღა სწამს ღმერთის, აღარ სწამს სხვა ცხოვრების არსებობა, აღარ სწამს, რომ თითოაულ ადამიანს მომავალი სამსჯავრო და საღვთო საზღაური ელის. და უმცა იგი (სხვებზე) ცოტა ზედმეტად გაისარჯა, მისი ეს შრომა ამაო არ იქნება. ამაოდ მხოლოდ პირუტყვები შრომობენ, მაგრამ თვით ეს საბრალო ქნილებებიც კისაკუთარ თავს ჩვენთვის სწირავენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სწორედ ჩვენს გამო იტანჯებიან. პირველ მამათა შეცოდების შემდეგ ხომ ბუნება ადამიანთან ერთად კვნესის და მასთან ერთად იტანჯება. რა საშინელებაა! ნახეთ, როგორ იტანჯებიან მონადირისაგან დაჭრილი გარეული მხეცები! ისინი დაწყლულებულები და ფეხებდამტვრეულები ვერსად გაურბიან დიდ მტაცებელ მხეცებს, რომლებიც შეიპყრობენ და გადასასნლავენ მათ. და ამასთან, ამ საბრალოებს უმცირესი სამაგიეროც კი არ ერგებათ. თუკი ადამიანს ეს არ ესმის, ის აღარაა ადამიანი. ღმერთმა მას სწორედ იმისათვის მისვა გონება, რომ მისი საშუალებით სწორად იღვაწოს და თავისი გზა იპოვოს. ახლა მე იმას კი არ ვამბობ, რომ უკანასკნელი სასიცოცხლო ძალები უნდა გამოწუროთ, არამედ იმას, რომ - ღვთისმოსაობაიქონიოთ.
წმიდაო მამაო, ესე იგი, თქვენ გსურM, რომ ჩვენი გულები მოყვასის ტვირთის შემსუბუქებისა და მისთვის სიმშვიდის მინიჭების მხურვალე სურვილით თრთოდეს...დიახ, იმიტომ, რომ როდესაც მოყვასის ხვედრის შემსუბუქებას და მისთვის სიმშვიდის მინიჭებს ცდილობ და ამასთან საკუარ თავს ბოლომდე ღვთის ხელს გადასცემ, ძალებისაგან აღა იცლები. ხოლო თუ ქანცი გიწყდება და ამის შესახებ სხვას ეტყვი, ჩათვალე, რომ შენმა მთელმა გარჯამ ამაოდ ჩაიარა. როგორ ფიქრობ, დაგაჯილდოებს ქრისტე იმისათვის, რომ საკუთარ მწარე ხვედრზე მოთქვამ?! ასეთ შემთხვევაში ყურის ძირში შემოლაწუნების გარდა ვერაფრით "დაჯილდოვდები".

შეძლებისდაგვარად ეცადე, რომ სწორედ ის სამუშაო შეასრულო, რომელზედაც ახლა გელაპარაკები, ესაა ის "სუიერი ღვაწლი", რომლის აღსრულებაც გევალებათ. ვინც ამ ღვაწლს არ აღასრულებს, მას ასკეტური მოღვაწეობაც კი ვერ უშველის, იმიტომ, რომ მისი რადიოსადგური იმავე სიხშირეზე არ მუშაობს, რომელზეც ღმერთის რადიოსადგური. და ეს თუ ასეა, მაშინ ყველაფერი, ყოველგვარი მარხვა და მუხლდრეკა ამაოდ ჩაივლის... იმის თქმა კი არ მინდა, რომ ყოველივე ეს უსარგებლო საქმეა, არამედ, მხოლოდ იმის, რომ მარტო მოღვაწეობის გარკვეული წესების შესრულება იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფრი რიგზეა.
link
 

თემა: სიყვარული მოყვასისადმი

ანტიოქიაში შექმნილი სამხედრო მდგომარეობის გამო დაწესდა ახალი აუცილებელი გადასახადები, რასაც აჯანყება მოჰყვა. თვით თეოდოსი დიდისა და მისი გარდაცვლილი მეუღლის, პლაკილას ქანდაკებებიც კი შეურაცხყოფილი იქნა. ამ გაუგონარი თავხედობის გამ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: სიყვარული მოყვასისადმი

480. ერთ-ერთ ძმას, მეორე ძმამ, ვისთან ერთადაც ის რაღაც საქმეს აკეთებდა, ეშმაკის ზემოქმედებით გაარტყა, ხოლო მან, აღშფოთებულმა, მასთან ერთად რომ აღარ ემუშავა, მისი მიტოვება განიზრახა და ამის თაობაზე დიდ ბერს ჰკითხა.ძმაო! იმასთან დაკავშირებით, რაზეც შენ მკითხე, ნუ აღშფოთდები, რომ იმ ადამიანს, რომელიც ახლა აზრებითა და ეშმაკისეული შურითაა შეშფოთებული, რაიმე წინდაუხედავად არ მიაგო. ერთ დროს შენც მასავით განცდილი იყავი და აზრებმა წარგიტაცეს: თუ გაიხსენებ, შენ მაშინაც იტანჯებოდი; ამიტომ ახლა შენი ძმა თავის განსაცდელში არ დაამცირო. მრავალი ავადმყოფი, უბნელდება რა გონება ძლიერი ცხელებისაგან, იხსენებს და ამბობს იმას, რაც გონებაში მოუვა, და წყენას აყენებს ჯანმრთელებს, რომლებიც მას ემსახურებიან, და თვითონ ვერც ხვდება ამას, იმიტომ რომ ავადმყოფობა სრულიად ეუფლება მას. და თუ ამ დროს ვინმე მას ექიმის შესახებ ეტყვის, მაშინ ის მკურნალობას არ თანხმდება. ავადმყოფმა არ იცის, რა რა არის მისთვის სასარგებლო და რასაც ეუბნებიან, ფუჭ სიტყვებად მიიჩნევს. როდესაც ჯავრობს ან მრისხანებს, მისთვის საზიანო საჭმელს უფრო ითხოვს, ვიდრე სასარგებლოს, რადგან თავადაც არ იცის, რას აკეთებს. ასევეა განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანი, თუმცა ის სულს იღუპავს, მაგრამ მას ეს არ ესმის. როცა ის იმ წმიდანებსაც აჯავრებს და ამცირებს, რომლებიც მის სულს თანაუგრძნობენ, მაშინაც კი ვერ ხვდება რას აკეთებს, რამეთუ მტრის ზემოქმედებამ უკმაყოფილების ვნებით დაათრო, რომელიც მის წინაშე ყოველთვის და ყველაფერს ამახინჯებს, მანამ სანამ იმასაც არ მიაღწევს, რომ ღმრთისაგან განაყენებს მას. ასევეა აღნიშნულ შემთხვევაში. მაგრამ, რადგან ვიცით არა მარტო ეს, არამედ ისიც, რომ ღმერთი ჩვენზე განსაცდელს ზედამხედველურად უშვებს, რათა მის წინაშე გამოცდილნი წარვსდგეთ, ამიტომ მოყვასი მისი გრძნობისმიერი და აზრობრივი ბრძოლების ჟამს უნდა შევიწყნაროთ, ვინაიდან ნათქვამია: „ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“ (გალ. 6, 2). ვინც ავადმყოფს ეთანხმება, ამით ის განა მის ნებას აღასრულებს, ან რაიმე საზიანოს კი არ მისცემს მას, არამედ მისგან მოყენებულ წყენებს ტვირთულობს და ფრთხილობს არ დააზიანოს ის. ასევეა ნახსენებ საქმეში. უძლური ადამიანისთვის ზრუნვა, მისთვის ლოცვაში მდგომარეობს და არა მისი ნება-სურვილის აღსრულებაში, და თუ თვითონ შეურაცხყოფილს ამისთვის ძალები არ ჰყოფნის, მაშინ სთხოვოს იმათ, რომელთაც შეუძლიათ ღმერთის დათანხმება, რომ მან დაიხსნას ის უძლური მასზე მოწეული განსაცდელისაგან, და ასეთი ადამიანი ლაზარეს დებს მართას და მარიამს მიემსგავსება, რომლებიც მეუფეს ძმის აღდგინებისთვის ევედრებოდნენ. ვინც ასე მოიქცევა, არ უნდა იფიქროს, თითქოს მან რაღაც დიდი საქმე გააკეთა, რამეთუ მან მხოლოდ ის მოიმოქმედა, რასაც სხვები მასთან დამოკიდებულებაში ყოველთვის იჩენენ, ანუ: „რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ“ (მათე 7, 2). და შენც, არ იფიქრო, რომ, რადგან შენმა ძმამ დაგარტყა, ამით თითქოს დიდი რამე დაითმინე, რამეთუ ცისა და მიწის უფალმა მრავალი დარტყმა და სხვადასხვა სატანჯველი დაითმინა. თავს ნუ გამოიდებ და შენს ადგილს ნუ მიატოვებ, და ძმა არ მიატოვო, რამეთუ ეს ღვთისნიერი არ იქნება, იმიტომ რომ ამით ეშმაკის ნებას შეასრულებ. თუ ასე გადაწყვეტ, ამით მტერი კი არ დაწყნარდება, არამედ უფრო უარესი ბოროტებისთვის აღიძვრება, რამეთუ ბოროტება არანაირ სიკეთეს არ წარმოშობს. ეს მხოლოდ დაუმორჩილებლობა და უგუნურებაა: „რამეთუ სადა არს შური და ხდომაი, მუნ შფოთი და ყოველი ბოროტისა საქმე“ (იაკ. 3, 16). უკუნისამდე არავინ განიკურნება ამისაგან, გარდა იმისა, ვინც საკუთარ ნებას მოიკვეთს და იღვაწებს, რომ არ იცნობისმოყვარეოს მოყვასის შესახებ და არასოდეს იკითხოს: “რას ნიშნავს ეს ან ის?“ ხოლო ვინც ამბობს: „ეს მეც მსურსო“, ის ეშმაკის შვილი ხდება, ღვთისაგან კი უცხოვდება; ცხადია, მას საკუთარი ნების აღსრულება სურს, და არა ღვთისა. დაე, ღმერთმა დაგიფაროს, ძმაო, გამხნევდი და მთელი სულით ილოცე შენი ძმისთვის და შეიყვარე ის ჩვენი უფლის, ქრისტეს მიერ რომელსაც შვენის უკუნისამდე დიდება, ამინ.
link
image

თემა: სიყვარული მოყვასისადმი

483. ერთ-ერთმა ბერმა, რომელიც სხვის სენაკში ცხოვრობდა, იქვე ახლოს თავისთვის სენაკი აიშენა. ერთხელ მასთან მივიდა ძმა, რომელსაც სენაკი სჭირდებოდა და მანაც მას თავისი აშენებული სენაკი დაუთმო, ხოლო იმ ძმამ ხელწერილით დადასტურება ითხოვა. ბერი თანახმა იყო, თუ ბერები ნებას დართავდნენ, თუმცა იმ პირობით, რომ ის კვირაში ერთხელ იმ სენაკთან მივიდოდა და თავის ორ ჭურჭელს წყლით შეავსებდა. მათ ამის თაობაზე დიდ ბერს ჰკითხეს.ეს მონაზვნური საქმე არაა, იმიტომ რომ, თუ თქვენ ერთმანეთისაგან წერილობით აქტებს ითხოვთ, მაშინ დავაც მოგიწევთ, ეს კი სიყვარულს არ ახასიათებს. ამიტომ, სჯობს ძმამ სენაკში ყოველგვარი ხელწერილის გარეშე იცხოვროს, და თუ მისი მფლობელი რაღაც დროით სენაკიდან მის გამოყვანას მოისურვებს, მაშინ ის სიმდაბლით უნდა გამოვიდეს, და არამც და არამც არ შეეპასუხოს. ხოლო, თუ სენაკის მფლობელი მოისურვებს, რომ თავის ორი ჭურჭელი ძმის სენაკთან წყლით შეავსოს, ხოლო სენაკში მცხოვრები ძმა არ დათანხმდება, მაშინ არც ის უნდა დამწუხრდეს, არამედ სიმდაბლით უნდა მოუხაროს ქედი და უთხრას: „ძმაო! თუ შეურაცხგყავი, ღვთის გულისათვის შემინდე, და ილოცე ჩემთვის“ და განეშოროს. და ამის შემდეგაც საკუთარ თავს დაუკვირდეს, რომ რისხვამ არ აღაშფოთოს. და მისი სიმდაბლისათვის ღმერთი მასაც და მის ძმასაც ეშმაკისეული მტრობისაგან დაიფარავს ისე, რომ ძმას გული მოულბება, დაედევნება მას, ქედს მოუხრის, დაბრუნებას და ჭურჭლის ავსებას სთხოვს და თვითონაც ხელს შეაშველებს. მაშინ ღვთის სიყვარული ერთსაც და მეორესაც მოეფინება და კაცთმოყვარე ღმერთი იხსნის მათ.
link
image

თემა: სიყვარული მოყვასისადმი

იფიქრე, ძმაო, იმაზე, რომ უფალს ოცდაათი წლის შემდეგაც, ანუ მას მერე, რაც მოინათლა, სრულყოფილი სიყვარული ჰქონდა ღვთისა და ახლობლების მიმართ. წმიდა მაქსიმე აღმსარებელი ამბობს, რომ ეშმაკმა, როგორც კი გაიგო მამა ღმერთის ხმა, რომელიც უფ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: სიყვარული მოყვასისადმი

რა უნდა იყოს მოყვასის სიყვარულზე ტკბილი და მშვენიერი?
სიყვარული ნეტარებაა, სიძულვილი - ტანჯვა.
მთელი სჯული და წინასწარმეტყველებები ღმერთისა და მოყვასის სიყვარულს ეფუძნება (მთ. 22, 40).
მოყვასის სიყვარული არის გზა, რ...
იხილეთ სრულად
link
image
image
25
26
27
28
image
image