image
image
4
5
6
Loading..
image

თემა: სულიერი დაცემა

965. რას ეძიებს დაცემული ადამიანი?როგორც დაცემული სხეულის სურვილები ცოდვითაა სავსე, ასევეა დაცემული სულისაც. დაცემული ადამიანი ეძებს აღასრულოს საკუთარი ნება, გახდეს მარტოსული, დამოუკიდებელი არსება, პირველობას იჩემებს და პატივმოყვარეა. სახარება ბრძანებს ამგვარი ცხოვრებისაგან განდგომას, ღვთის ნების აღიარებას და აკუთარი ნების უარყოფას. სახარება მოითხოვს, რომ ადამიანმა მხოლოდ ღმერთს მიაგოს საღმრთო პატივი, თვითონ კი ქმნილებათა შორის დაიკავოს შესაფერისი ადგილი.
link
 

თემა: სულიერი დაცემა

19. უწმინდურ ეშმაკთაგან ნაწილი ადამიანს, როგორც ადამიანს, აცთუნებს, ნაწილი კი ადამიანს, როგორც უტყვ ცხოველს, აშფოთებს, როდესაც პირველნი მოიწევიან, ცუდმედიდობის, ამპარტავნების, შურისა თუ გმობის აზრებს შთაგვიგდებენ ჩვენ, რასაც არცერ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: სულიერი დაცემა

21. რატომ ესაჭიროება დაცემულ ადამიანს გლოვა საკუთარ ცოდვებზე?გლოვა ის ერთადერთი მსხვერპლია, რომელსაც ღმერთი შეიწირავს კაცის დაცემული სულისაგან, ვიდრე იგი სულიწმიდის მიერ განახლდებოდეს.
link
image

თემა: სულიერი დაცემა

707. როგორ უნდა მოიქცეს სათნოებათა ჭეშმარიტი მოშურნე, თუკი შემთხვევით ცოდვით დაეცემა?თუ სათნოებათა ჭეშმარიტი მოშურნე შემთხვევით ცოდვით დაეცა, სულმოკლეობაში არ უნდა ჩავარდეს, უნდა წამოდგეს და კვლავ მოღვაწეობას შეუდგეს.
link
image

თემა: სულიერი დაცემა

25. შეუძლია თუ არა ადამიანს დაცემის შემდეგ კვლავ აღდგეს სინანულით?შეუძლია, რადგან ფსალმუნი იტყვის: „მივდერკ ჭენებით დაცემად და უფალმან ხელი აღმიპყრა მე“ (ფსალ. 117, 13). როდესაც ნათან წინასწარემტყველმა ცოდვებში ამხილა დავითი, სინანულში მყოფმა მაშინვე მიიღო შეწყალება: „მონანულმა რქა დავით ნათანს: ვცოდე უფლისა მიმართ; და ჰრქვა ნათან დავითს: და უფალმან აღიღო ცოდვა შენი შენგან, არა მოჰკუდე (II მეფეთა 12, 13). ასეთივე მაგალითს გვაძლევს ამბავი ერთი მეუდაბნოისა, რომელიც წყლის მოსატანად წასული, წყაროსთან ცოდვით დაეცა, მაგრამ სენაკში დაბრუნებისას უმალ შეინანა დაცემა და იმ ჟამიდან კვლავ შეუდგა უწინდელ მოღვაწეობას. მტერი აცდუნებდა მას და თავისი ცოდვის სიმძიმეს უსახავდა, როგორც მოუნანიებელს. მაცდური ცდილობდა ღვაწლისაგან განერიდებიან იგი, მაგრამ ქრისტეს მხედარი არ დაბრკოლებულა თავის გზაზე. ერთ–ერთ ნეტარ მამას ღმერთმა ხილვით ამცნო ეს ამბავი და გამოუცხადა, რომ სათნო ეყო მას ცოდვით დაცემული ძმა მაცდურზე ასეთი გამარჯვებისათვის
link
image

თემა: სულიერი დაცემა

724. თუკი მესტუმრება ისეთი ადამიანი, რომლის შესახებაც შევიტყობ, რომ ცოდვითაა დაცემული, უხალისოდ ვუღებ კარს. გამართლებულია თუ არა ჩემი საქციელი?თუკი შენ სიკეთეს უყოფ კეთილ ძმას, დაცემულს ორმაგად უფრო კეთილად მოექეცი, რადგანაც იგი სნეულია.
link
image
image
4
5
6