image
image
9
10
11
12
13
image
image
Loading..
image

თემა: ღვაწლი

რა არის ღვაწლი და რა საჭიროა იგი?ღვაწლი არის საკუთარი თავის მოზღუდვა ყველაფერში... ღვაწლის საერთო დანიშნულება ღვთის მსხვერპლის გაღება კი არ არის, არამედ საკუთარი ამპარტავნების, თავკერძოების დათრგუნვა, მოყვასის განკითხვაზე ხელის აღება. ჩვენი ღვთისმოსაური ვარჯიში, თუ იგი ამ მიზანს არ ისახავს, გარეგნული ღვთისმოსაობის მიღმა შეიძლება სიამაყისა და ხიბლის საფუძველად იქცეს და ადამიანის ცოდვიანი მდგომარეობა კიდევ უფრო გააღრმაოს.
link
image

თემა: ღვაწლი

გარეგნული საქმე და ღვაწლი სინამდვილეში საშუალებებია, ისინი მხოლოდ მაშინაა ღირებული, თუკი მიზნისკენ მივყავართ. აზრებსაც მათზე ნუ შევაჩერებთ. მთავარი გრძნობებსა და გადაწყვეტილებებში იმალება. ჰოდა, თუ ცხოვრების გარეგნული წესი უკვე მო... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ღვაწლი

374. როგორი ღვაწლი ხვდა წილად ჩვენს დროს?სხვაგვარი ღვაწლი ხვდა წილად ჩვენს დროს, შეერთებული მრავალ სიძნელესა და წინააღმდეგობასთან. მოგზაურობა გვიხდება არა დღისით, მზის სინათლეზე, არამედ ღამით, მთვარისა და ვარსკვლავების მკრთალ შუქზე, სახელმძღვანელოდ მოგვეცა წმ. წერილი – ამას პირდაპირ ამბობენ წმ. მამები... ნუ იფიქრებთ, თითქოს ჩვენი ღვაწლი მოკლებული იყოს მწუხარებებსა და გვირგვინებს – არა! იგი მოწამეობასთანაა შეერთებული. ეს მოწამეობა ჰგავს ლოთის ტანჯვას სოდომში: მართალი ლოთი იტანჯებოდა გარშემო გამეფებული გაუთავებელი და დაუოკებელი მრუშობით.
link
image

თემა: ღვაწლი

869. რის მიხედვით ეძლევა ადამიანს თავისი ამქვეყნიური ჯვარი?რაც უნდა მძიმე იყოს კაცისთვის ის ჯვარი, რომელსაც ცხოვრების მანძილზე ატარებს,???????????????? ხე, რომლისგანაც ის შეიქმნა, მაინც მისი გულის ნიადაგზეა აღმოცენებული.
link
image

თემა: ღვაწლი

112. როგორი მოღვაწე უფრო მეტად სათნოეყოფა ღმერთს?ზოგიერთს, არ ვიცი როგორ, მაგრამ აქვს მიდრეკილება მარხვისაკენ, ზოგს დაყუდებისაკენ, ზოგს – ხორციელი სიწმინდისაკენ, ან სიმშვიდის, ან ლმობიერებისაკენ. არიან სხვები, რომელთაც ამათი საწინააღმდეგო ბუნება, ხასიათი აქვს, მაგრამ რამდენადაც შეუძლიათ, აიძულებენ თავს. ასეთები, თუმცა ზოგჯერ იძლევიან, მაგრამ როგორც თავიანთი ხასიათისა და ბუნების მაიძულებელნი, პირველებზე უფრო სათნოდ მიმაჩნია
link
image

თემა: ღვაწლი

როგორი კანონი უნდა გვქონდეს რელიგიური წიგნების კითხვისას?რელიგიური წიგნების კითხვის მიმართ კანონი ასეთია: ყოველგვარი გარდამოცემა და დარიგება ღვაწლის შესახებ, რაც კი წმიდა მამებს არ ეფუძნება, არ ვცნოთ, როგორ მომხიბლავადაც უნდა იყოს ყოველივე აღწერილი.
link
image

თემა: ღვაწლი

როგორ ვატაროთ ცხოვრებაში ღვაწლისა და მწუხარების სიძნელეები?ვისაც თვალწინ არ ექნება სიხარული და იმედი, რომ ჩვენც გამოსყიდვის და სიცოცხლის თანაზიარნი ვიქნებით, მას ძალზე დამძიმებს ღვაწლისა და მწუხარების სიმძიმე.
link
image
image
9
10
11
12
13
image
image