image
image
10
11
12
13
image
image
Loading..
image

თემა: ღვაწლი

ცხონებისათვის რატომ აქვს დიდი მნიშვნელობა განსჯას?სულიერი განსჯის გარეშე ყოველგვარი კეთილი საქმე შეიძლება ცხონებისათვის უსარგებლო შეიქნეს. ადამიანი ან დგება ღვაწლში ისე, რომ ვერ საზღვრავს ეყოფა თუ არა საამისოდ სულიერი ძალები; ან არ აკეთებს იმას, რაც საჭირო და სასარგებლოა, ანდა აკეთებს, მაგრამ ისე არა, როგორც საჭიროა, ან სრულებით ვერ ამჩნევს, თუ როგორ ეპარება მის კეთილ საქმეს მტერი და უნერგავს პატივმოყვარეობას, ანგარებას და თავის თავზე დიდ წარმოდგენას.
link
image

თემა: ღვაწლი

ძირითადად რას უნდა ვაქცევდეთ ყურადღებას ღვაწლში?ყურადღება ყველაზე ნაკლებად გარეგნულ ღვაწლზე ( მარხვა, მეტანია, მაგარზე წოლა და ა.შ. ) შეაჩერეთ. ეს ძალზე აუცილებელია, მაგრამ მაინც დამხმარეა. შენობა მათი მეშვეობით შენდება. გარეგნული ღვაწლი შენობა არ არის, შენობა გულშია. სწორედ გულზე შეაჩერეთ თქვენი ყურადღება: არ გაღიზიანდეთ, არ დაემდუროთ, არ განიკითხოთ, შეუნდეთ, განდევნეთ უამური აზრები, ცოდვიანი სურვილები და ა.შ. რა სარგებოლობა შეიძლება მოგვიტანოს ღვაწლმა მარხვით, წმინდა წერილის კითხვით და ა.შ, თუკი ვერ ვისწავლით თავმდაბლობას, წყენის მიტევებას, მტრების სიყვარულს, მათზე ლოცვას?
link
image

თემა: ღვაწლი

870. როგორ შეიძლება იმათი ცხონება, ვისაც არ ძალუძთ მოღვაწეობა?მარადის ეწყალის უფალს ნათესავი ჩვენი და თავისი აურაცხელი სიბრძნით არავინ დატოვა უქმად სათნოებათაგან, არამედ თითოეულს მისცა საქმე მისი გულმოდგინების ძალისაებრ, რათა ყოველი ადამიანი სათნოებისაკენ მიიზიდოს. რადგან იტყვის: „რომელმან ასუას სასუმელი გრილისა წყლისა სახელისა ჩემისათვის, ამენ გეტყვი თქუენ, არა წარიწყმიდოს მან მადლი თვისი“. ნახე, როგორ გააადვილა ღმერთმა თავისი ცნებები, რათა არავინ დარჩეს მცნების გარეშე, თუნდაც უძლური და უსუსური იყოს გონებით, რადგან კვლავ იტყვის: „რომელიცა ჰქმენით ერთისა ამის მცირეთაგანსა თანა, ჩემ თანა ჰქმენით“.
link
image

თემა: ღვაწლი

როდესაც დაქანცული ვარ და საჭიროა დასვენება, შეიძლება ვაიძულო თავი ღვაწლისთვის?როდესაც დაღლილი ხართ, თავს ძალა არ უნდა დაატანოთ, თუ სხეულს არ მოასვენებთ და თავს ზედმეტად დაატანთ ძალას სალოცავად, სულიერი სიმშვიდე არასოდეს გექნებათ.
link
image

თემა: ღვაწლი

რატომ არის, რომ ზოგჯერ ღვაწლის დროს ვერ ვაღწევთ სულიერ სიმშვიდეს და სული მოწყენილია?ზოგი დაბერდა ღვაწლში და თავმდაბლობა მაინც ვერ ისწავლა; ვერ იგებენ რატომ არიან ცუდად, ვერ აღწევენ სიმშვიდეს და სული მოწყენილია.
link
image

თემა: ღვაწლი

თუ თავმდაბლობა და სიყვარული, უბრალოება და სიკეთე, მჭიდროდ არ იქნება შერწყმული ლოცვასთან, მაშინ თვით ლოცვას ან, უფრო სწორად, ლოცვის ნიღაბს, ძალზედ მცირედი სარგებელი ექნება. ამას ვამბობთ არამარტო ლოცვის, არამედ ყოველგვარი ღვაწლისა დ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ღვაწლი

988. რას შეახსენებდით ისეთ ადამიანს, რომელსაც საკუთარი ჯვრის ტვირთვა გაძნელებია?მთელი ჩემი არსების მომცველი ცოდვა განუწყვეტლივ ჩამჩიჩინებს: „ჩამოდი ჯვრიდან!... ჩამოვდივარ იმ იმედით, რომ ????????????უფვროდ ვიპოვი ჭეშმარიტებას და... სულიერ განსაცდელებში ვვარდები – მღელვარებისა და შფოთის ტალღებმა ლამის შთამნთქან. ჯვრიდან ჩამოსული ქრისტეს გარეშე ვიმყოფები, განსაცდელებში ვინ შემეწევა? მაცხოვარს ვევედრები, რომ კვლავ ჯვარზე დამაბრუნოს. რასაც თვითონ ვაკეთებ, იმასვე ვურჩევ ძმებსაც.
link
image

თემა: ღვაწლი

627. რატომ აღარ გვაქვს ჩვენ ისეთი მკაცრი მოსაგრე ცხოვრება, როგორსაც ძველი მოღვაწენი ეწეოდნენ?იმიტომ ვერ ვეწევით ამგვარ მკაცრ ცხოვრებას, რომ ამისთვის სიმტკიცე, გაბედულება და კადნიერება გვაკლია. ყოველივე ეს რომ გვქონდეს ჩვენ, მაშინ აუცილებლად შევძლებდით ცხოვრებას ისე, როგორც ძველნი მამანი ცხოვრობდნენ – ღვთის მადლითა და შეწევნით, რომელიც ყველას მიენიჭება, ვინც კი მთელის არსებით ეძიებს უფალს, რამეთუ მადლი ესე დღესაც იგივეა და ისევე მიენიჭება ყველა ღვთის სათნომყოფელს, როგორც უწინ იყო და როგორადაც ძველად მიენიჭებოდა. რამეთუ ღვთის სიტყვით, „იესო ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე“ (ებრ. 13.8).
link
image

თემა: ღვაწლი

შეიძლება საკუთარი ნებით თავს ვიდოთ სხვადასხვა ღვაწლი: მკაცრი (უზეთო) მარხვა, სიფხიზლე, დიდი რაოდენობის ლოცვები, სხეულით სიმძიმეების ზიდვა, უხეში ტანსაცმლის ტარება?ეს შეიძლება მხოლოდ მღვდლის კურთხევით. ხომ არ აჯობებდა გეტვირთათ მორჩილების, დუმილის, (სანამ არ შეგეკითხებიან), სიყვარულის ღვაწლი და სხვ.
link
image
image
10
11
12
13
image
image