image
image
11
12
13
Loading..
image

თემა: ღვაწლი

ბევრი ამბობს, რომ გარეგნულ ღვთისმოსაობას მნიშვნელობა არ აქვს, რომ მნიშვნელოვანი მხოლოდ შინაგანია... რა შეიძლება ვუთხრათ ასეთ ადამიანებს? განა მართლები არიან?წმიდა იოსებ ოპტინელი ამბობს, რომ ხისა და ფოთლების გარეშე ნაყოფი არ იქნება. წმიდა მამები ამბობენ. რომ ჯერ აუცილებლად უნდა გავიაროთ გარეგანი მოღვაწეობა, შემდეგ კი გადავიდეთ შინაგანზე. ხოლო, ვინც მაშინვე ეძებს შინაგანს, ის ცდუნებაში ვარდება, იმის მსაგვსად, რაც მოუხდა წმ.ისააკ დაყუდებულს - მან უცბად მოინდომა დაყუდება, თუმცა წინამძღვარი და ძმები ურჩევდნენ, ეს არ ექნა. და ეშმაკებმა შებღალეს ის.
link
image

თემა: ღვაწლი

იფიქრე, საყვარელო, იმაზე, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე მას შემდეგ, რაც იმ ასაკს მიაღწია, როცა ფიზიკური შრომა შეეძლო, უქმად არ ატარებდა ცხოვრებას, არამედ თავისი ხელით მუშაობდა – იყო დურგალი, ამუშავებდა ხეს, აკეთებდა კარ-ფანჯრებს და ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ღვაწლი

578. ჩემო ღირსო მამაო, ღმერთს ვმადლობ, რომ შენს უხვ სიკეთეთაგან არ განმაყენე; მაშ, შენი მონის მიმართ წყალობა აღასრულე და ილოცე ღმრთისა და მეუფისადმი ჩემი სულის საცხოვნებლად, რათა ბოროტ დავიწყების ვნებებს თავი დავაღწიო და შენი წმინდა ხელებით ამ საუკუნესა და მომავალშიც წყალობა მივიღო და რათა სხეულს განვუდგე და თქვენი მფარველობის ქვეშ ვიყო. ერთი სიტყვით, დაე შენი მონა გავხდე უკუნისამდე, რომ ერთადერთი შენი კეთილი ცხოვრების მადლით დავტკბე.შვილო! კარგია დავიწყების შესახებ რომ მომწერე; შენ ჩემი წერილი დაგავიწყდა და ვერ მიხვდი, ჩვენმა გულმოწყალე მეუფემ და წინასწარმჭვრეტელმა ღმერთმა შენი თავი ჩემს გულწრფელ და სულიერ შვილად რომ განმისაზღვრა, რამეთუ მე გავკადნიერდი და ის საიდუმლოებები მოგანდე, რისი მინდობაც სხვებისთვის არ გამიბედავს, ეს კი შვილად მიღების ნიშანია. რამეთუ, ვის ენდობა მამა? - ერთადერს, მხოლოდ შვილს, და, ამას მისი წარმატების მიხედვით, თანდათანობით აკეთებს, იქიდან გამომდინარე, თუ რამდენს იტვირთავს და დაიმარხავს. ღვთისადმი შენთვის ყველა ჩემი ვედრება და ლოცვა იმაში გამოიხატება, რომ მან შენ ყველა სამარცხვინო ვნებებისაგან გიხსნას, რომელთა შორის დავიწყებაც ითვლება; რათა სულიწმიდა გამოგიგზავნოს, რომელიც ყველაფერს შეგასწავლის (იოანე 14, 26) და რომ, არც ამ საუკუნესა და არც მომავალში ჩვენ არ დაგვშორდე. ღვთისათვის ცნობილია, რომ ჩემს გულში შენი ხსოვნა წარუშლელადაა აღბეჭდილი და მრწამს ის უკუნისამდე არ წაიშლება. მერწმუნე, ღმერთმა შენი სული საუკუნო ცხოვრებისათვის უკვე მაჩუქა. მაგრამ მტკიცედ დაუკვირდი საკუთარ თავს და კვლავ არ დაგავიწყდეს, რომ ჩემი ნათქვამი უნდა დაიმახსოვრო. ნუ მიეცემი დაუდევრობას, რამეთუ მრავალმა, მას შემდეგ, რაც ოქრო შეიძინა და დაბეჭდა, დაუდევრად მოიქცა და დაბეჭდულივე დაკარგა. თუ ადამიანი თავის მიწას არ გაანოყიერებს, არ დათესავს და წვიმის მისაღებად არ მოამზადებს, მაშინ ვერანაირი შხაპუნა წვიმა ვერ შეუწყობს ხელს მის ნაყოფიერებას. გაფრთხილდი, როდესაც ხედავ, რომ შენს სიმძიმეს სხვა ზიდავს, არ გაზარმაცდე, და ფართო კვება არ დაიწყო. მოციქულმა თქვა: „ფრიად შემძლებელ არს ლოცვაი მართლისაი შეწევნად“, და ამაში მრავალი გარემოება იგულისხმა. შეეცადე მთელი შენი ძალებით იღვაწო, რამეთუ ბევრნი იყვნენ იესოსთან, მაგრამ მიატოვეს ის; მოციქულიც ამბობს: „უკუეთუ ურწმუნო იგი განეყენებოდის, განეყენენ“ (2 კორ. 7, 15). დაე, არ დაუშვას ღმერთმა, რომ ეს შენზე აღსრულდეს, არამედ სამუდამოდ ჩემი საყვარელი შვილი იყო ქრისტეში, ქრისტეს სამწყსოს კრავი, განწმედილი ჭური (2 ტიმ. 2, 21), დიდების მემკვიდრე; თუ იცხოვრებ ქრისტეს მცნებებით, საუკუნო ცხოვრებას მიიღებ. ნუ შეარცხვენ ჩემს სიბერეს; ღმერთმა იცის, მე შენი ცხონებისათვის ჩემი ძალისაებრ ვშრომობ, ვევედრები უფალს, რომ უკუნისამდე თავის წმიდანებში ჩაგრიცხოს, და მათთვის გამზადებულ სიკეთეთა თანამემკვიდრედ გყოს, „რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუხდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თვისთა“ (1 კორ. 2, 9), რომელშიც, დაე, შენი წილიც და მემკვიდრეობაც იყოს უკუნითი უკუნისამდე, ამინ. დაე, ზეციურმა ძალებმა და აქ, დაბლა, სხეულში მყოფმა წმიდანებმა წარმოთქვან: ამინ, ამინ, დაე აღსრულდეს, დაე აღსრულდეს, და ეს მამამ, ძემ და სული წმიდამ დაბეჭდოს.
link
image
image
11
12
13