თემა: ღვაწლი 62. პატივმოყვარეობა ფარული ღვაწლით აღიკვეთება, ამპარტავნობა კი ჯეროვნად აღსრულებული საქმეების ღვთისადმი მიწერით. link
თემა: ღვაწლი ჭეშმარიტი სიბრძნე, მხოლოდ ჭეშმარიტების შიშველ, გონებრივ ცოდნაში როდია, არამედ - მის შესაბამის გარეგნულ მოღვაწეობაშიც. link
თემა: ღვაწლი ვაი რომ, მოღვაწენი და ძლიერნი მხოლოდ ჩვენი დაღუპვისთვის ვართ, ვიდრე იმისათვის, რაც ჩვენი ცხონებისათვის იქნებოდა საჭირო. link
თემა: ღვაწლი თავმდაბალი ცოდვილები კეთილი საქმეების გარეშეც გამართლდებიან, მართალნი კი ამპარტავნების გამო მრავალი წლის შრომას ღუპავენ. link
თემა: ღვაწლი უფალმა შეგვიმსუბუქა სათნოების ღვაწლი არა მხოლოდ მომავალი სიკეთის იმედით, არამედ - სხვა საშუალებითაც, ე.ი. თავისი მუდმივი შეწევნით. link
თემა: ღვაწლი 28. ისევე როგორც საქმეებისა და სიტყვების გზით აზრი ცხადდება, ამგვარადვე გულითადი ქველმოქმედებების მეშვეობით - სამომავლო მისაგებელი. link
თემა: ღვაწლი ხელით შექმნილი ტაძარი ვერ განაბრწყინვებს და აცხოვნებს იმას, ვინც, თავის მხრივ, არ მოღვაწეობს, რათა ცოცხალი ღმერთის ეკლესიას შეუერთდეს. link
თემა: ღვაწლი სიმდაბლესთან და სიყვარულთან შეერთებული განსჯადი მოსაგრეობა, მცირედი სხეულებრივი ჯაფის დროსაც კი, ძალიან სწრაფად ადამიანს წმინდანად აქცევს. link
თემა: ღვაწლი თუ ცხოვრება მოღვაწეობაა, მაშინ, საპირისპირო - უსაქმურობა ცხოვრება არ არის, უკიდურეს შემთხვევაში, გონიერი და ზნეობრივი არსების ცხოვრება არ არის. link
თემა: ღვაწლი კაცთა ცნობიერებაში ჭეშმარიტება ყოველთვის ღვაწლისა და თავდადების შარავანდედით იყო მოსილი. დიახ, ვიწრო და ეკლიანია ჭეშმარიტებისაკენ მიმავალი გზა. link