თემა: ღვაწლი გული არის სულის სავანე, სული კი - ერთგვარი ჭურჭელი, რომელშიც ღვთის მადლი იღვრება. მადლის სიდიდე ჩვენს პიროვნულ ღვაწლზე და ძალისხმევაზეა დამოკიდებული. link
თემა: ღვაწლი არიან ადამიანები, რომლებმაც საკუთარი სხეული მოსაგრეობით მოაუძლურეს, მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც დაშორდნენ ღმერთს, რადგან მათ გონიერება არ ჰქონდათ. link
თემა: ღვაწლი ვისაც სურს, რომ სრულად იღვაწოს და სრულად შეიმკოს სიმართლის გვირგვინით, ყოველგვარი საშუალებით უნდა ეცადოს კიდეც ამ მრავალსახოვანი მხეცის დამარცხებას. link
თემა: ღვაწლი ღვინოს ან ცვილს მხოლოდ წნევის საშუალებით გამოაცალკევებენ; სწორედ ასევე, კეთილ საქმეებს სხვაგვარად ვერ აღასრულებ, თუ არა - გაძლიერებული შრომითა და ღვაწლით. link
თემა: ღვაწლი რა სათნოებაა იმაში, რომ სიხარულით მიიღო სასიამოვნო რამ? მაგრამ სამწუხაროს მიღება სულგრძელად, ღვთის ნებისადმი მინდობით, - აი, ღვაწლი, აი, სათნოება, აი, ჯილდოს წინდი! link
თემა: ღვაწლი ტრაპეზის მზადება გამოსცდის ნაყროვანს, ღვთის მოყვარეს კი გამოსცდის ლოცვის ღვაწლი. როდესაც ნაყროვანი სუფრას ხედავს, მისკენ მირბის, ხოლო ლოცვისმოყვარე მისვლას აგვიანებს. link
თემა: ღვაწლი ბუნებაში ყველა, მცირიდან დიდამდე, განუწყვეტელ მოღვაწეობაშია: უსულო ქმნილებანი (მზე, მთვარე, დედამიწა), ცხოველები, ანგელოზები - ნუთუ მხოლოდ ადამიანია გამონაკლისი ამ კანონიდან? link
თემა: ღვაწლი დიდი შრომა არ არის საჭირო საძირკვლის ჩასადებად, ძნელი შენობის დასრულებაა. და რაც უფრო მაღლა აღიმართება შენობა, მით მეტ სიძნელეებს გამოუჩენს იგი მშენებელს საქმის დასრულებამდე. link
თემა: ღვაწლი შრომისა და ღვაწლის გარეშე ვერც უფლის მიერ ბოძებულ მიწაზე დაემკვიდრა ძველი აღთქმის ისრაელი და ვერც სასუფეველს მოიპოვებს ახალი აღთქმის ნებისმიერი ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს იგი. link
თემა: ღვაწლი დღეს ახალგაზრდამ რომ მკითხოს, როგორ უნდა ცხონდეს, მე ვურჩევდი, რომ სხვისთვის იღვაწოს. ადამიანი, რომელსაც საკუთარი თავის გარდა საზრუნავი არ გააჩნია, ან დაღუპულია, ან უფსკრულის წინაშე დგას. link