მათი მახვილი მათსავე გულს განეწონება და მათი მშვილდები შეიმუსრება.
მართლის მცირედი სჯობია ცოდვილთა დიდ სიმდიდრეს.
რადგან მკლავები უკეთურთა შეიმუსრებიან, ხოლო მართალთა შემწე ღმერთია.
იცის უფალმა დღენი უცოდველთა, დ...
იხილეთ სრულად
მათი მახვილი მათსავე გულს განეწონება და მათი მშვილდები შეიმუსრება.
მართლის მცირედი სჯობია ცოდვილთა დიდ სიმდიდრეს.
რადგან მკლავები უკეთურთა შეიმუსრებიან, ხოლო მართალთა შემწე ღმერთია.
იცის უფალმა დღენი უცოდველთა, და მათი მემკვიდრეობა უკუნისამდე იქნება.
არ შერცხვებიან სიავის ჟამს და შიმშილის დღეებში დაპურდებიან.
34-36
link
ყოველგვარი სიცრუის შემდეგ იშვება ქრისტე, ვითარცა მზე სიმართლისა.ტირანიის, უკუნი სიბნელის შემდეგ იშვება ქრისტე, ვითარცა მზე თავისუფლებისა.სიკვდილის წინაშე დაუძლეველი შიშის შემდეგ იშვება ქრისტე, ვითარცა მზე სიცოცხლისა.
იხილეთ სრულად
ყოველგვარი სიცრუის შემდეგ იშვება ქრისტე, ვითარცა მზე სიმართლისა.ტირანიის, უკუნი სიბნელის შემდეგ იშვება ქრისტე, ვითარცა მზე თავისუფლებისა.სიკვდილის წინაშე დაუძლეველი შიშის შემდეგ იშვება ქრისტე, ვითარცა მზე სიცოცხლისა.გაუსაძლისი ტანჯვის, სიცრუისა და ძალადობის შემდეგ იშვება ქრისტე, ვითარცა მზე ჭეშმარიტი სიყვარულისა.ქრისტე იშვება!
link
მართალია, ადამიანთა სასახელოდ, ბევრნი ყოფილან სიმართლისათვის წამებულნი ქვეყანაზე და ამიტომაც არიან წმიდათა შორის შერაცხილნი. ხოლო ეს ყველას არა აქვს დიდებული უნარი, სიმართლისათვის ჯვარს ეცვას. ამისთანა ბუნებიანი იშვიათნი არიან. შე...
იხილეთ სრულად
მართალია, ადამიანთა სასახელოდ, ბევრნი ყოფილან სიმართლისათვის წამებულნი ქვეყანაზე და ამიტომაც არიან წმიდათა შორის შერაცხილნი. ხოლო ეს ყველას არა აქვს დიდებული უნარი, სიმართლისათვის ჯვარს ეცვას. ამისთანა ბუნებიანი იშვიათნი არიან. შესწირე თავი მართალს, დეე, გლანძღონ და გათრიონ, დეე, მოგიწამლონ სიცოცხლე, ჩაგიმწარონ წუთისოფლის დღენი, ადვილი სათქმელია და ძნელი საქნელი.
link
გზა სიმართლისა და ჭეშმარიტებისა არის ქრისტეს გზა. იგი ვიწროა და ეკლიანი, მაგრამ - კურთხეული და სამეუფო, ერთადერთი და გადამრჩენი. მაცხოვარი გვაფრთხილებს: შევედით იწროჲსაგან ბჭისა, რამეთუ ვრცელ არს ბჭე და ფართო არს გზაჲ, რომელსა მიჰ...
იხილეთ სრულად
გზა სიმართლისა და ჭეშმარიტებისა არის ქრისტეს გზა. იგი ვიწროა და ეკლიანი, მაგრამ - კურთხეული და სამეუფო, ერთადერთი და გადამრჩენი. მაცხოვარი გვაფრთხილებს: შევედით იწროჲსაგან ბჭისა, რამეთუ ვრცელ არს ბჭე და ფართო არს გზაჲ, რომელსა მიჰყავს წარსაწყმედელად, და მრავალნი ვლენან მას ზედა, ვითარ - იგი იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაჲ, რომელი მიიყვანებს ცხორებასა და მცირედნი არიან, რომელნი ჰპოვებენ მას (მათე 7,13-14).
link
თუ საძირკვლები დანგრეულია, მართალმა რა ჰქნას?
უფალი თავის წმიდა ტაძარშია, ცაშია უფლის ტახტი; მისი თვალები იმზირებიან, ქუთუთოები მოწმობენ ადამის შვილებს.
უფალი მართალს გადაარჩენს, ხოლო ბოროტი და ძალადობის მოყვარულ...
იხილეთ სრულად
თუ საძირკვლები დანგრეულია, მართალმა რა ჰქნას?
უფალი თავის წმიდა ტაძარშია, ცაშია უფლის ტახტი; მისი თვალები იმზირებიან, ქუთუთოები მოწმობენ ადამის შვილებს.
უფალი მართალს გადაარჩენს, ხოლო ბოროტი და ძალადობის მოყვარული სძულს მის სულს.
ნაკვერჩხალს აწვიმებს ბოროტთა ზედა, ცეცხლსა და გოგირდს; და ქარბორბალა ხვედრია მათი.
რადგან მართალია უფალი, უყვარს სიმართლე, გულწრფელი იხილავს მის სახეს.
9-12
link
როგორც წმ. გრიგოლ ნოსელი წერს "კაცი შორის ორთა საქმეთასა არს: ცოდვისა და სათნოებისა". იგი ან კერპთმსახურია ან ღვთისმსახური, ან სიძვისმოქმედია ან სიწმინდის მატარებელი, სიმართლეს ესწრაფვის ან უსამართლობას, არის ამპარტავანი ან თავმდა...
იხილეთ სრულად
როგორც წმ. გრიგოლ ნოსელი წერს "კაცი შორის ორთა საქმეთასა არს: ცოდვისა და სათნოებისა". იგი ან კერპთმსახურია ან ღვთისმსახური, ან სიძვისმოქმედია ან სიწმინდის მატარებელი, სიმართლეს ესწრაფვის ან უსამართლობას, არის ამპარტავანი ან თავმდაბალი. ერთ-ერთის საბოლოო გამარჯვება მეორის უცილობელ მოსპობას ნიშნავს, რადგან "ღმრთისმსახურებისა დამტკიცებაჲ სიკუდილი არს კერპთმსახურებისაჲ, ეგრეთვე სიმართლისა მიერ მოიკვლის უსამართლობაჲ"... და ა.შ.
link
"მისდიეთ მოწყალების გზასა და სიმართლეს", - გვარიგებს ბრძენი.აქ, ერთი მხრივ, იგულისხმება ღვთის მოწყალება, მოყვასისათვის გაწეული სიკეთე, გაჭირვებულისადმი თანაგრძნობა... საერთოდ მზადყოფნა სხვათა დასახმარებლად, ხოლო მეორე მხრივ ...
იხილეთ სრულად
"მისდიეთ მოწყალების გზასა და სიმართლეს", - გვარიგებს ბრძენი.აქ, ერთი მხრივ, იგულისხმება ღვთის მოწყალება, მოყვასისათვის გაწეული სიკეთე, გაჭირვებულისადმი თანაგრძნობა... საერთოდ მზადყოფნა სხვათა დასახმარებლად, ხოლო მეორე მხრივ - მიცემული პირობისა და დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისათვის ზრუნვა.მოწყალება ადამიანებს შორის მეგობრულ გრძნობასა და მოყვასისათვის მსხვერპლადშეწირულ მსახურებას ემყარება, სიმართლე კი შინაგან სიმტკიცესა და სიწრფელეს გულისხმობს.
link
ჩვენ მკვდრები ვართ სიმართლისათვის და სამწუხაროდ ცოცხლები ვართ სიბნელისათვის. ჩვენ გულგრილად ვართ განწყობილი ჩვენი სულის ხსნის საქმისადმი, რწმენის განმტკიცებისადმი, მაშინ, როცა მაცხოვრის მცნება მოგვიწოდებს, გვშიოდეს და გვწყუროდეს ს...
იხილეთ სრულად
ჩვენ მკვდრები ვართ სიმართლისათვის და სამწუხაროდ ცოცხლები ვართ სიბნელისათვის. ჩვენ გულგრილად ვართ განწყობილი ჩვენი სულის ხსნის საქმისადმი, რწმენის განმტკიცებისადმი, მაშინ, როცა მაცხოვრის მცნება მოგვიწოდებს, გვშიოდეს და გვწყუროდეს სიმართლისათვის, ანუ დიდი სურვილი გვქონდეს ვიყოთ მართალნი ღმერთის წინაშე და გვწამდეს, რომ უფალი იესო ქრისტე არის სოფლის მხსნელი. გაგვაჩნია კი სურვილი უბიწო ცხოვრებისა? განა მთელი ძალებით ვცდილობთ ჩვენი ნების სიკეთისკენ წარ...
link
ბოროტება შეიძლება გამოვლინდეს კეთილი ადამიანის მიმართ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ შურიანი კაცი ღიზიანდება, როცა ვერაფერს ხედავს სხვაში შეურაცხმყოფელს; ბოროტება შეიძლება აღდგეს სიმართლის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ არ უყვარს მართალნი, ...
იხილეთ სრულად
ბოროტება შეიძლება გამოვლინდეს კეთილი ადამიანის მიმართ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ შურიანი კაცი ღიზიანდება, როცა ვერაფერს ხედავს სხვაში შეურაცხმყოფელს; ბოროტება შეიძლება აღდგეს სიმართლის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ არ უყვარს მართალნი, როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში? არა მიაგოთ ბოროტი ბოროტისა წილ, - ბრძანებს საღმრთო წერილი, რადგან მშვიდობასა გვიწოდა უფალმა, რომელი თავად არს "შემოქმედი მშვიდობისა" და მშვიდობიანი ჰარმონიის სათავეა როგორც ჩვენში, ისე გა...
link
რაი არს სიმართლე? ამ სიტყვას აქვს, ძმანო ჩემნო, განიერი, ვრცელი და მრავალგვარი მნიშვნელობა. გარნა ჩვენ ქრიტიანეთათვის უფრო საჭიროა გვახსოვდეს და ვიცოდეთ ერთი უმთავრესი მისი მნიშვნელობა. საღმრთო წერილი ამ სიტყვით ჩვენ გვიჩვენებს იმ...
იხილეთ სრულად
რაი არს სიმართლე? ამ სიტყვას აქვს, ძმანო ჩემნო, განიერი, ვრცელი და მრავალგვარი მნიშვნელობა. გარნა ჩვენ ქრიტიანეთათვის უფრო საჭიროა გვახსოვდეს და ვიცოდეთ ერთი უმთავრესი მისი მნიშვნელობა. საღმრთო წერილი ამ სიტყვით ჩვენ გვიჩვენებს იმ სიმართლეს, ანუ განმართლებას, რომელი მოგვანიჭა ჩვენ უფალმა იესო ქრისტემ თვისითა სიტყვითა და საქმითა, ესე იგი, განმართლება უფლისა იესო ქრისტეს სისხლითა და ხორცითა, რომელი მან შესწირა ჩვენთვის. მაშასადამე, სიმართლე არის მრ...
link