ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები
როდესაც ადამიანი ღმრთისადმი თავის მსახურებას ზღუდავს, მაშინ ღმერთიც ზღუდავს თავის კეთილქმედებას მისადმი
როგორებიც ვართ ღვთისათვის, ისეთია ღმერთი ჩვენთვის. ადიდე უფალი და თავად მიიღებ ჯილდოს მისგან
უფალი ერთგულია თავისი აღთქმების, ოღონდ მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც თავიანთი აღთქმების ერთგულნი არიან
როდესაც ადამიანთა შემწეობის იმედს დაკარგავ, ღმერთს მიმართე და მიიღებ მას იქ და ისე, სადაც და როგორც არც ელოდი და არც წარმოგიდგენია
უფალი მაშინ გვიახლოვდება, როცა თავად ვუახლოვდებით მას. "ვინ ისმინოს ხმისა ჩემისა" ამბობს იგი, "შევალ მასთან" (აპოკ. 3,20)
თუკი კეთილ ადამიანთან ახლოს ვერ იქნება ის, ვინც მისგან თავისი ზნეობრივი პრინციპებით განსხვავდება, მით უფრო ვერ იქნება ახლოს იგი უფალთან