ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები
ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები ადამიანი, გამონათქვამები, ციტატები
უფალი ერთგულია თავისი აღთქმების, ოღონდ მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც თავიანთი აღთქმების ერთგულნი არიან
როდესაც ადამიანთა შემწეობის იმედს დაკარგავ, ღმერთს მიმართე და მიიღებ მას იქ და ისე, სადაც და როგორც არც ელოდი და არც წარმოგიდგენია
უფალი მაშინ გვიახლოვდება, როცა თავად ვუახლოვდებით მას. "ვინ ისმინოს ხმისა ჩემისა" ამბობს იგი, "შევალ მასთან" (აპოკ. 3,20)
თუკი კეთილ ადამიანთან ახლოს ვერ იქნება ის, ვინც მისგან თავისი ზნეობრივი პრინციპებით განსხვავდება, მით უფრო ვერ იქნება ახლოს იგი უფალთან
ღმერთთან ახლოს ან შორს ყოფნა თავად ადამიანზეა დამოკიდებული, ვინაიდან უფალი ყველგან არის
ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად შორს ვიქნებით ღმერთთან, ის კი ყოველთვის ახლოა ჩვენთან