ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები
ღმერთი მიკერძოებული არ არის. წმინდა გულითა და სუფთა სინდისით მისი მცნებების აღმსრულებლებს აჯილდოებს, ანუგეშებს და ცხონების იმედს აძლევს.
მონაზვნური ცხოვრების მთავარი მიზანი მონაზვნების ღმერთთან – მათთვის უაღრესად საწადელთან – მტკიცედ შეერთებაა.
ღმერთმა რომ დაგვტოვოს, ბოროტი ყველას ერთად ჯოჯოხეთში ჩაგვყრიდა; მაგრამ სახიერი ღმერთი მას ხელს უშლის და იმდენის უფლებას აძლევს, რამდენის ტვირთვაც შეუძლია თითოეულ სულს.
დავინახოთ, რომ ღმერთი ჩვენი მამაა. დაე, განვისვენოთ მისი საიმედო მკლავების სითბოში მოქცეულებმა. მან იცის, როგორ მოაგვაროს ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ.
ღვთის მსასოებელი ვინ დარჩენილა შერცხვენილი? ან სასოწარკვეთილი ვინ ცხონებულა? ეშმაკს სასოების მქონე ადამიანის ეშინია, რადგან გამოცდილებით იცის, როგორი მრავალმოწყალე ღმერთი გვყავს.
ღმერთი არის ჩვენთან, რომელთა ქრისტეს მიერ ნათელგვიღებიეს, ქრისტე მეფობს ჩვენში და არ გვეშინია. შესაძლოა, განსაცდელში აღმოვჩნდეთ, მაგრამ ახლოსაა ჩვენი მხსნელი, რომელმაც თქვა: „მე მიძლევიეს სოფელსა" (იოან. 16, 33). შესაბამისად, ჩვენ... იხილეთ სრულად
ჩვენ, შვილებო, ვიცით ღმერთი და ვინაიდან ის გვიყვარს და ღვთისანი ვართ, სოფელს ვძულვართ, რადგან სოფელი არ ეთანხმება უფალს!
შვილებო, თავი აიძულეთ ამ სიყვარულის მოსაპოვებლად. ეს ბრწყინვალე და ზეციური ქების ღირსი სიყვარული ღვთის შვილებად გაქცევთ, რადგან „ღმერთი სიყუარული არს და რომელი ეგოს სიყუარულსა ზედა, ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა“ (1 იო... იხილეთ სრულად
ღმერთი ხომ სიყვარულია, სიყვარულის მქონე კი ღმერთში მკვიდრობს, ხოლო ღმერთი – მასში.