image
image
44
45
46
47
48
image
image
Loading..
image

თემა: ღმერთი

რა მივუძღვნათ საჩუქრად ღმერთს?დაე, ღმერთს მივუძღვნად საჩუქრად: ზოგმა - სიმდიდრე, ზოგმა - სიღატაკე, ზოგმა - მოყვასზე ზრუნვა, ზოგმა - საქები საქმე, ზოგმა - ღრმა დაკვირვება, ზოგმა - კეთილდროული სიტყვა, ზოგმა - კეთილგონივრული მდუმარება, ზოგმა - თვინიერება და მორჩილება, ზოგმა - წმიდა ქალწულობა და ზოგმა - პატიოსანი ქორწინება, ზოგმა - თავშეკავება, ზოგმა - უბიწო ცხოვრება, ზოგმა მოუკლებელი ლოცვა და გალობა, ზოგმა - უძლურთა თანადგომა. ყველამ მივიტანოთ სინანულის ცრემლები, ცოდვათაგან განმწმენდი და ზეაღსვლის სურვილი და ძალისხმევა. კეთილი ნაყოფი იქნება აგრეთვე უბრალოება, უბიწო ღიმილი, აღვირამოდებული ცოდვა, დაცული თვალი, გაუფანტავი გონება. მიიღებს უფალი ქვრივის ორ მწულილსაც, მეზვერის თავმდაბლობასაც, მანასეს აღსარებასაც; მაგრამ ყველაზე მშვენიერი ის არის, რომ უფალი ნაბოძარს ზომავს არა მისი ღირებულებით, არამედ - ნაყოფის გამომღების ძალისხმევითა და განწყობით. ყველამ უნდა მიართვას უფალს ის, რაც აქვს, რაც მისი საკუთრებაა: ცოდვილმა - გამოსწორება, კეთილ ღვაწლში მყოფმა - სიმტკიცე, ახალგაზრდამ - თავშეკავება, ჭაღარამ - კეთილგონიერება, მდიდარმა - გულუხვობა, ღარიბმა - მადლიერება, ძალაუფალმა - თავმდაბლობა, მოსამართლემ - სიმშვიდე.
link
image

თემა: ღმერთი

რომელი ცოდვა უფრო მეტად ახასიათებს თანამედროვე საზოგადოებას?დღეს საზოგადოებაში მოდად ქცეულა, არ ვილაპარაკოთ უფალსა და ცხონებაზე, მაშინ, როდესაც ადრე მხოლოდ ამ ძვირფას თემებზე საუბრობდნენ. რისკენაც გული მიგვიწევს, იმაზე საუბარიც უფრო სასიამოვნოა. თანამედროვე ადამიანების საუბარს თუ მოუსმენთ, ვერ ვიტყვით, რომ მათ ღმერთი უყვართ და მასზე ფიქრობენ... გამოდის, რომ უფალსა და ჩვენ მთავარ საქმეებზე - ცხონებაზე საუბარი საზოგადოებაში მიღებული სასაუბრო თემებიდან გამორიცხულია.
link
image

თემა: ღმერთი

299. რისთვის შეიძლება მიატოვოს ადამიანი ღმერთმა?თუკი ღმერთი ადამიანს მიატოვებს, ეს ორგვარად ხდება: ერთია მხსნელი მიტოვება, რომელიც შეაგონებს ადამიანს კვლავ ღმერთისაკენ მოიქცეს, მეორე კი – საბოლოო მიტოვებაა და ღმერთისაგან სრულ მიტოვებას გულისხმობს.300. რატომ მიმართავს ღმერთი მხსნელ ანუ ადამიანის დამმოძღვრავ მიტოვებას?მხსნელ ანუ ადამიანის დამმოძღვრავ მიტოვებას ღმერთი იმიტომ მიმართავს, რომ გამოასწოროს, იხსნას და განადიდოს ვნებული ადამიანი, ანდა მისი მეშვეობით სხვა ადამიანებსაც შთაუნერგოს საღმრთო მოშურნეობა და კეთილმსახურება, თავისი განდიდებისთვის განაწყოს ისინი.301. რა განაპირობებს საბოლოო მიტოვებას?საბოლოო მიტოვებით კი მაშინ სჯის ღმერთი ადამიანს, როცა ეს უკანასკნელი, მიუხედავად ღმერთის მხრივ ყოველი ძალისხმევისა მის სახსნელად, კვლავაც შეუსმენელი, უგრძნობელი და განუკურნავი რჩება.
link
image

თემა: ღმერთი

492. ქმნილებათაგან რა გამოსახავს ყველაზე მეტად საღმერთო სამობრიობის ერთობას?ქმნილ მსგავსებათაგან საღმერთო სამობრიობის ერთობის ყველაზე კარგი ხატი ცისარტყელაა, რადგან მასში ერთი და იგივე ნათელი განუწყვეტელ–განუყოფელიცაა საკუთარ თავში და მრავალფერიც.
link
image

თემა: ღმერთი

555. როგორი თანაზიარობა გააჩნია ღმერთთან ჩვენს უკვდავ სულს?არ არსებობს სხვა ისეთი სიახლოვე და თანაზიარობა, როგორიც ჩვენს უკვდავ სულს აქვს ღმერთთან და ღმერთს – სულთან. ღმერთმა სხვადასხვა ქმნილებანი შექმნა, ცანი და ქვეყანა, მზე და მთვარე, მიწა და წყალნი, ნაყოფიერი ხენი და პირუტყვთა მრავალგვარი სახეობა დაჰბადა. მაგრამ, უფალი ღმერთი არც ერთ მათგანში არ დაიმკივდრებს, არც ერთში არ შესახლდება თავის ამ ქმნილებათაგან და არ მოისვენებს. ყოველი ქმნილება ღმერთის ხელმწიფებას ექვემდებარება, მაგრამ არც ერთ მათგანში არ დაუმყარებია მას თავისი წმიდა საყდარი და არც ერთ ქმნილების – თავის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანის გულისთვის ინება ღმერთმა ყოველივე ამის აღსრულება: მასთან შევიდა თანაზიარობაში და მასში დაიმკვიდრა მოსასვენებლად.
link
 

თემა: ღმერთი

ვინ არის ღმერთი?ღმერთი არის შემოქმედი და უფალი ზეცისა და ქვეყანისა.შეგვიძლია ღმერთის ხილვა?არ შეგვიძლია, რამეთუ ღმერთი არსი სული, მას სხეული არ აქვს.
განმარტება:
იესო ქრისტემ ბრძანა: ,,სულ არს ღმერთი, და თაყუანისმცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანა-აც თაყუანისცემაი” (ინ.4,24).
ღმერთისა რომელი თვისებები უნდა გვახსოვდეს კიდევ?უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი სულია: 1.მარადიული და სრულქმნილი, 2. ყველგანმყოფი და ყოვლად მეცნიერი, 3. ყოვლადბრძენი და ყოვლისშემძლე, 4. ყოვლადწმიდა და სამართლიანი, 5. ყოვლადსახიერი და ყოვლადმოწყალე. რას ნიშნავს ღმერთი – მარადულია? ეს ნიშნავს, რომ ღმერთი მუდამ იყო, არის და იქნება (ფს.89,2,3).რას ნიშნავს: ღმერთი – სრულქმნილია?ეს ნიშნავს, რომ მისი ყოველი კეთილი თვისება უსაზღვროა და არავინ არის მისი თანასწორი (ფს.144,3). რატომ ვუწოდებთ ღმერთს ყოვლად მეცნიერს? ვუწოდებთ იმიტომ, რომ მან უწყის ყოველივე: წარსულიც, აწმყოცა და მომავალიც,უწყის ყოველი ჩვენი საქმე და თვით დაფარული საქმენი (ფს.138,1-6; იერ.23,24; ებრ.4,13). რატომ ვუწოდებთ ღმერთს ყოვლადბრძენს?ვუწოდებთ იმიტომ, რომ ყოვლად ბრძნად განაგებს ყოველივეს (რომ.11,33).რატომ ვუწოდებთ ღმერთს ყოვლისშემძლეს?ვუწოდებთ იმიტომ, რომ მას ძალუძს ყოველივეს ქმნა, რასაც კი ინებებს (დაბ.17,1; ლკ.1,37).რატომ ვუწოდებთ ღმერთს ყოვლადწმიდას?ვუწოდებთ იმიტომ, რომ თავისი ნებით აღასრულებს მხოლოდ იმას, რაც კარგია (დაბ.11,44; Iმეფ.2,2).რატომ ვუწოდებთ ღმერთს სამართლიანს?ვუწოდებთ იმიტომ, რომ დამსახურებისაებრ მოგვაგებს ჯილდოს კეთილი საქმეებისათვის, ხოლო გვსჯის ბოროტებისათვის (ფს.9,9; ფს.118,142; რომ.2,6-11).რატომ ვუწოდებთ ღმერთს ყოვლადსახიერს?ვუწოდებთ იმიტომ, რომ ის აღვსებულია სიყვარულით ქმნილებათადმი (ინ.3,16).
link
image

თემა: ღმერთი

344. რას ნიშნავს, რომ ქრისტე სხეულებრივად დაჯდა მარჯვენით ღვთისა და მამისა?როცა ვამბობთ, ქრისტე სხეულებრივად დაჯდა ღმერთისა და მამისა მარჯვენითო, ჩვენ სივრცობრივი (ადგილის) მნიშვნელობით როდი გვესმის მარჯვენა მხარე. რამეთუ, როგორ შეიძლება შემოუსაზღვრავს (გარშემოუწერელ ღმერთს) სივრცობრივად ჰქონდეს მარჯვენა და მარცხენა მხარე?! მარჯვენა და მარცხენა მხარე (სივრცობირივ ადგილის მნიშვნელობით) იმისი კუთვნილებაა, რაც შემოსაზღვრულია. მამის მარჯვენა მხარის ქვეშ ჩვენ ვგულისხმობთ ღვთაებრივ დიდებას და პატივს, რომელთა შორის ძე ღმრთისა ჰგიებს უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, როგორც ჭეშმარიტი ღმერთი და როგორც ერთარსი მამისა.
link
 

თემა: ღმერთი

"ამინ, ამინ გეტყვი თქუენ, რამეთუ რომელმან სიტყუანი ჩემნი ისმინნეს და ჰრწმენეს მომავლინებელი ჩემი, აქუნდეს ცხოვრებაი საუკუნოი, და სასჯელსა იგი არა შევიდეს, არამედ გარდაიცვალოს იგი სიკუდილისაგან ცხოვრებად". (იოანე 5, 24).
ღმერთ...
იხილეთ სრულად
link
 

თემა: ღმერთი

1146. იღებს თუ არა თითოეული ადამიანი, ღმრთის განცხადებას უშუალოდ ღმრთისგან?ღმრთის გამოცხადებას ყველა როდი იღებს უშუალოდ ღმრთისგან, რამეთუ ადამიანთა უმრავლესობას ცოდვებისა და გულგრილობის გამო, ძალა არ შესწევს მიიღოს ღმრთის განცხადება უშუალოდ მისგან და ჯეროვნად შეიცნოს იგი.
ღმერთი ადამიანებს თავს ნაწილობრივ უცხადებდა.
1147. ვის მიერ უცხადებდა ღმერთი თავის თავს ადამიანებს? ღმერთი ადამიანებს თავს ნაწილობრივ უცხადებდა, პირველქმნილი ადამიანის – ადამის, ნოეს, აბრაამის, მოსეს და სხვა წინასწარმეტყველთა მეშვეობით, და ბოლოს ის სრულად განგვეცხადა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახით და მოციქულთა მიერ.
განმარტება:
წმინდა მოციქული პავლე ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში ამბობს: "მრავლით კერძო და მრავლით სახით მაშინვე ღმერთი ეტყოდა მამათა წინასწარ-მეტყუელთა მიერ, ხოლო უკანასკნელთა ამათ დღეთა მეტყოდა ჩუენ ძისა მიერ თვისისა" (1,1).
link
image
image
44
45
46
47
48
image
image