
არა მხოლოდ გარეგნულად, არამედ – შინაგანად და საქმითაც მონაზონი ანუ განმარტოვებული იყავი.
არა მხოლოდ გარეგნულად, არამედ – შინაგანად და საქმითაც მონაზონი ანუ განმარტოვებული იყავი.
ადამიანი ისე ხშირად არაფრით სცოდავს, როგორც - ენით, განმარტოებით ყოფნისას კი ამ ცოდვას გაურბის.
ადამიანი, რომელმაც სენაკის სიტკბოება შეიცნო, გაურბის მოყვასს, თუმცა კი უყვარს და პატივს სცემს მას.
ვინც საკუთარ თავს მიწიერსა და მეგობრებს განაშორებს, მას ღმერთი წმიდა ანგელოზებთან ერთად უახლოვდება.
განმარტოებას ამაოდმეტყველება არ ახასიათებს, რომლის გამოც სამსჯავროზე პასუხის გაცემა მოგვიწევს.
თ. 12, 36
განმარტოებას ამაოდმეტყველება არ ახასიათებს, რომლის გამოც სამსჯავროზე პასუხის გაცემა მოგვიწევს (მათე 12, 36).
თუ ადამიანთა შორის ვერ შეუქმნი საკუთარ თავს სწორ განწყობას, მის სიმძიმეს მარტოდ ცხოვრებისასაც ვერ იტვირთავ.
რამდენადაც ადამიანი განეშორება ადამიანებთან ურთიერთობას, იმდენად თავისუფლად მიაღწევს ღმერთთან საკუთარი გონებით.
თუ რაიმე გამოუსწორებელ ნაკლოვანებებს უდაბნოში თან წავიღებთ, ისინი მხოლოდ დაფარული იქნება ჩვენში და არა - აღმოფხვრილი
ერში მცხოვრებში ეშმაკებს ისე ებრძვიან, როგორც - ცხვრებს, ხოლო განმარტოებაში მყოფნი ისე, როგორც - ვეფხვებსა და ლეოპარდებს.