image
image
10
11
12
13
image
image
Loading..
image

თემა: მცნებათა დაცვა

ყველგან შეიძლება აამო უფალს?დიახ, უფალს ყველგან შეიძლება აამო, თუ დაიცავ ღვთის ცნებებს; მთავარი კი არის, რომ გიყვარდეს ყველა, იყო თავმდაბალი, რაც იმას ნიშნავს, რომ მშვიდად აიტანო წყენა, საკუთარი თავი ყოველთვის ყველაზე უარესად და ცოდვილად მიიჩნიო, ერიდო ზედმეტ სიამოვნებას, არ არჩიო საჭმელი, დაისვენო ზომიერად, ყოველთვის და ყველაფერში უსმინო სინდისს, რომელსაც სულიერ მოძღვართან შეაჯერებ აღსარებაზე.
link
image

თემა: მცნებათა დაცვა

შეიძლება ვიფიქროთ, რომ ღმერთს მოსწონს სასწაულმოქმედი ადამიანი?თუ ვინმე მკვდარს მკვდრეთით აღადგენს და სხვა სასწაულებს სჩადის, მაგრამ წმიდა მამათა მცნებებით არ ცხოვრობს, ის ხიბლშია და განერიდე.
link
image

თემა: მცნებათა დაცვა

406. შეუძლია თუ არა ადამიანს თავისი ნებით რაიმე სიკეთეზე ფიქრი?არც თუ იშვიათად ბუნებრივმა აზრმა შეიძლება კეთილი ფიქრი აღძრას, ამგრამ ესეც ღმერთს უნდა მივაწეროთ, რამეთუ ჩვენი ბუნების შემოქმედი ისაა. ხოლო ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სიკეთეს სხვაგვარად ვერ აღვასრულებთ, თუ არა ღვთის მცნებებით; ანუ, ჩვენი გული სიკეთის აღსრულებაში მაშინ მტკიცდება, როდესაც მათ თვალწინ წარმოვიდგენთ.
link
image

თემა: მცნებათა დაცვა

ცადეთ, ერთი დღე მაინც გაატაროთ ღვთის მცნებების აღსრულებაში და დაინახავთ, გული იგრძნობს, რა კარგია ღვთის ნების მიყოლა (უფლის ნება კი ჩვენი სიცოცხლეა, ნეტარებაა მარადიული). შეიყვარეთ უფალი მთელი გულით, თუნდაც ისე, როგორც საკუთარი მშ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: მცნებათა დაცვა

440. დავუჯეროთ თუ არა მათ, ვინც ღვთის მცნებების აღსრულებაში გვეწინააღმდეგება?ღვთის მცნების აღმსრულებელმა არ შეიძლება დაუჯეროს მათ, ვინც მცნების აღსრულებაში ეწინააღმდეგება, – თუნდაც ეს მოწინააღმდეგენი ღმერთის ჭეშმარიტი მეგობრები იყვნენ.
link
 

თემა: მცნებათა დაცვა

როდესაც ღირსი ისააკის ნეტარი აღსასრულის დრო დადგა, მის გარშემო შეკრებილმა ბერებმა ჰკითხეს:
-რა უნდა ვქნათ შენს შემდეგ, აბბა?
მოხუცმა ბერმა მიუგო:
-შეხედეთ იმას, ვინ დგას დღეს თქვენს წინ; ეს თქვენთვის საკმარისია. თუ ...
იხილეთ სრულად
link
image

თემა: მცნებათა დაცვა

854. რას გვეტყვით ისეთი ქრისტიანის შესახებ, რომელიც არ აღასრულებს საღმრთო მცნებებს?უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვეუბნება: „რომელსა აქუნდეს მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე“ (იოან. 14.21), – ასე, რომ, ის ქრისტიანი, რომელიც არ აღასრულებს საღმრთო მცნებებს, ცრუობს, როცა ამბობს ქრისტე მიყვარსო!
link
 

თემა: მცნებათა დაცვა

849. ვიმსახურებთ თუ არა განკითხვას იმის გამო, თუკი ხშირად ვისმენთ ღვთის სიტყვას და არ ვასრულებთ?შესაძლებელია არ ვასრულებთ, მაგრამ არ შეიძლება არ ვუსაყვედუროთ საკუთარ თავს, რომ ვისმენდით და ყურად არ ვიღებდით.
link
image

თემა: მცნებათა დაცვა

807. შეიძლება თუ არა გადავდოთ ღმერთისაგან ჩვენზე დაკისრებულ საქმეთა აღსრულება იმისათვის, რომ სათნო ვეყოთ ადამიანებს?არა ჯერ–არს ადამიანთა ნებისათვის გადავდოთ ღმერთისაგან ჩვენზე დაკისრებულ საქმეთა აღსრულება.
link
image
image
10
11
12
13
image
image