image
image
3
4
5
6
7
image
image
Loading..
 

თემა: მცნებათა დაცვა

18. მავანნი, არ ასრულებენ რა მცნებებს,ფიქრობენ, რომ მართლად სწამთ, მავანნი კი, ასრულებენ რა, სასუფეველს მოელიან, როგორც კუთვნილ საზღაურს, მაგრამ ორივენი ჭეშმარიტებისგან გადაცთომილნი არიან.
link
 

თემა: მცნებათა დაცვა

190. ნუ იტყვი: "აღვასრულე მცნებანი, მაგრამ ვერ ვპოვე უფალი", რადგან "მრავალგზის გიპოვია შენ, - თანახმად წერილისა, - ცოდნა სამართლიანობასთან ერთად, ხოლო ვინც მართლად ეძიებს მას, მშვიდობას ჰპოვებს".
link
image

თემა: მცნებათა დაცვა

ყველა ვერ გადარჩება. ვერც მე შეგიწყალო, ვერც უფალმა შეგიწყალოს, შენი თავი შენ თვითინ თუ არ შეიწყალე. ვინც სულს გადაირჩენს და სხვასაც შეეწევა სიტყვით და საქმით, ის ქრისტეს მცნების შემსრულებელია
link
image

თემა: მცნებათა დაცვა

განა ჩიტისთვის მძიმეა ფრთები, რომლითაც იგი ჰაერში დაფრინავს? ასევე ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის არ არის მძიმე მცნებები ქრისტესი, რომლის წმნილებაცაა ჩვენი სული, მასზე დაყრდნობით ზეცაში რომ აფრინდება.
link
image

თემა: მცნებათა დაცვა

მაცხავარმან გვასწავლა ჩვენ ისრედნი მნებანი, რომელნი არიან უმაღლესნი და უწმიდესნი. კაცის ბუნების განათლება და აღდგენა და განწმენდა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც კაცი ასრულებს მცნებათა ქრისტესთა.
link
image

თემა: მცნებათა დაცვა

სახარება და ჭეშმარიტი ეკლესიის წმ. მამათა თხზულებები დაიდე სახელმძღვანელოდ, სიმდაბლის საფეხურებით შეუყევი საღმრთო სიყვარულის სიმაღლისაკენ მიმავალ კიბეს, მუდამ თან გახლდეს ქრისტეს მცნებების დაცვა.
link
image

თემა: მცნებათა დაცვა

სამოთხის მცნება კაცს იმისთვის მიეცა, რომ მისი თავისუფალი ნება გამოცდილიყო. უფლის მორჩილების შემთხვევაში იგი იმაზე მეტს მიიღებდა, ვიდრე მანამდე ფლობდა, ანუ კიდევ უფრო დიდ ზნეობრივ სრულყოფას მიაღწევდა.
link
image

თემა: მცნებათა დაცვა

ყველაფერი შესწირე მსხვერპლად სახარების მცნებების შესრულებას - ასეთი მსხვერპლის გარეშე ვერ შეძლებ მათ დაცვას. უფალმა ხომ უთხრა თავის მოწაფეებს: „რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარ-ყავნ თავი თვისი“ (მთ. 16, 25).
link
image

თემა: მცნებათა დაცვა

შეუძლებელია, როდესაც ადამიანი ღმერთს უსმენს, ღმერთმა მისი არ ისმინოს; ამიტომ იგი შორს არ არის ადამიანისგან. მაგრამ მისი საწინააღმდეგო ჩვენი სურვილები (და, მითუმეტეს, ქმედებები) ხელს უშლიან მას ჩვენს მოსმენაში.
link
 

თემა: მცნებათა დაცვა

81. ვინც პატივს მიაგებს მეუფეს, ასრულებს მისგან ნაბრძანებს, ხოლო შესცოდებს რა ანდა იურჩებს, მოსაწევარს მიიღებს როგორც კუთვნილს. სწავლისმოყვარე თუ ხარ, გახდი შრომისმოყვარეც, რადგან ლიტონი ცოდნა აამაყებს ადამიანს.
link
image
image
3
4
5
6
7
image
image