image
image
4
5
6
7
8
image
image
Loading..
 

თემა: მცნებათა დაცვა

140. ერთნი მცნებათა აღსრულებისას მოელიან, რომ ამას დაუდებენ სასწორის მეორე მხარეს საკუთარ ცოდვებს, სხვანი კი ამ გზით ჩვენი ცოდვებისთვის მკვდარ უფალს იმადლიერებენ. საძიებელია, ამათგან რომელს აქვს მართებული აზროვნება.
link
image

თემა: მცნებათა დაცვა

ადამიანი, რომელიც საკუთარ თავში, თუნდაც არასრულყოფილად იცავს ყოვლადსახიერი ღვთის ხატებას, ხარობს ყოველგვარი სიკეთით მაშინაც კი, როდესაც მხოლოდ ესმის მის შესახებ; ამიტომ ბუნებრივია მისი ნეტარება, როდესაც ამას იქმს.
link
image

თემა: მცნებათა დაცვა

ერთ-ერთმა მეუდაბნოე ბერმა თქვა, რომ სახარება წმინდა გონებით იკითხება, მისი გაგება კი მცნებების საქმით შესრულების გზით შეიძლება. მაგრამ სახარების ზუსტი და სრული წვდომა საკუთარი ძალებით შეუძლებელია - ეს ქრისტეს ნიჭია.
link
image

თემა: მცნებათა დაცვა

ღვთის წინაშე შიში არის სათავე და ფესვი ადამიანური კეთილზნეობისა; არა ის შიში, რომელიც გულიდან შიშის საგნისადმი სიყვარულს დევნის, არამედ შიში იმისა, რომ არ შეურაცხყო სიყვარულით აღსავსე უფალი - მისი მცნებების დარღვევით.
link
 

თემა: მცნებათა დაცვა

192. სხვაა მცნების აღსრულება და სხვა - სათნოება, თუმცა ისინი ურთიერთისგან იღებენ სიკეთეთა მიზეზებს. 193. მცნების აღსრულებად ითქმის ის, რომ ნაბრძანები სრულდება, ხოლო სათნოებად ის, რომ ჩვენი ნამოქმედარი ესათნოება ჭეშმარიტებას.
link
image

თემა: მცნებათა დაცვა

უფალმა ზუსტი და სარწმუნო სიშნებით აღბეჭდა ის, ვისაც უყვარს ღმერთი და ის, ვისაც არ უყვარს. მან თქვა: „უკეთუ ვისმე ვუყვარდე მე, სიტყვანი ჩემნი დაიმარხნეს... ხოლო რომელსა არა ვუყვარდე მე, სიტყვანი ჩემნი არა დაიმარხნეს“ (ინ. 14, 23... იხილეთ სრულად
link
image

თემა: მცნებათა დაცვა

ამაოა შრომა - უნაყოფო და საზიანოც კი, თუ ნაადრევად ვეძიებთ საკუთარ თავში მაღალი სულიერი ნიჭების გამჟღავნებას. მოწყალე უფალი თავის დროზე უბოძებს ამ ნიჭებს მათ, ვინც მუდმივად, მოთმინებით და სიმდაბლით ასრულებს ქრისტეს მცნებებს. ამინ.
link
image

თემა: მცნებათა დაცვა

საღვთო წერილს საკითხავად რომ ჩაუჯდები, უპირველესად მოუწოდე უფალს, რათა განაღოს შენი გულის თვალი იმისათვის, რომ არა მხოლოდ გაიგო დაწერილი, არამედ აღასრულო კიდეც იგი, ვინაიდან ის, ვინც კითხულობს და ასე არ იქმს, საღვთო წერილის მოძულე... იხილეთ სრულად
link
image

თემა: მცნებათა დაცვა

"ტვირთი ჩემი მსუბუქ არს" (მათე 11, 30), - ბრძანა უფალმა. მსუბუქია ჭეშმარიტად! მართლაც რა შეიძლება იყოს უმსუბუქესი იმ ტვირთზე, რომელიც თვითონ ტვირთულობს ყოველ მის მტვირთველს.ასევე დაატარებენ სივრცეში ჩიტს მძიმე ფრთები, რომლებიც მას... იხილეთ სრულად
link
image

თემა: მცნებათა დაცვა

ღმერთი არის შემქმნელი ჩვენი გულისა. იგი განსწმედს და განაახლებს მას, ოღონდ ხელი არ უნდა შევუშალოთ და ჩვენი ნება არ უნდა დავუპირისპიროთ მის მაცხოვნებელ და აღმადგინელ ძალას. ეს კი გულისხმობს ღვთის მცნებების, ღვთის კანონების აღსრულებ... იხილეთ სრულად
link
image
image
4
5
6
7
8
image
image