
ისე არაფერი ესათნოება უფალს, როგორც მადლიერება.
ისე არაფერი ესათნოება უფალს, როგორც მადლიერება.
შენ იზრუნე ღვთისაზე და ღმერთიც იზრუნებს შენსაზე.
დაუახლოვდი მართალთ და მათი საშუალებით ღმერთს მიუახლოვდები.
თუ გსურს, ღვთის წინაშე იყო დიდი, საკუთარ თავში დაიმდაბლე თავი.
ვინც ცდილობს, ამ წუთისოფელს აამოს, იგი ღმერთს სათნო ვერ ეყოფა.
ეძიე ის, რაც საღმრთოა და ადამიანური მეტად ადვილად მოჰყვება მას.
თუ გსურს, მწუხარების გარეშე ცხოვრო, ეცადე, უფალს აამო (ამბა ევაგრე).
არაფერი ისე არ სათნოჰყოფს ადამიანს ღვთის წინაშე, როგორც - მოწყალება.
მრისხანე ადამიანი, მკვდარიც რომ აღადგინოს, ღვთისთვის სათნო არ იქნება.
თავიდან პატივი მივაგოთ უფალს, ხოლო შემდეგ უკვე სხვა დანარჩენზე ვიზრუნოთ.