თემა: რწმენა 100. არსებობს რწმენა მოსმენის გზით, თანახმად მოციქულისა (რომ.10.17), და არსებობს რწმენა – შემტკიცება იმისა, რასაც ვსასოებთ (ებრ.11.1). link
თემა: რწმენა როგორც ცეცხლის თვისებაა თბობა, წყლის - მორწყვა, ნათლის - ნათება: ასევე ცხოველ რწმენას ახასიათებს გამოვლენა კეთილ საქმეებში. link
თემა: რწმენა 142. ვისაც სწამს სამერმისო სიკეთენი, აქაურ სიამეებს განუკითხველად განუდგება, ხოლო ვინც ურწმუნოა, სიამეთმოყვარეა იგი და უვნებო. link
თემა: რწმენა სარწმუნოებას მეცნიერებისათვის სულის შთაბერვა ძალუძს, ხოლო მეცნიერებას თავისი ძალისხმევით შეუძლია განამტკიცოს სარწმუნოება. link
თემა: რწმენა ღვთისადმი რწმენითა და ხალხის სიყვარულით შენდებოდა, იწერებოდა და იქმნებოდა ყოველივე ღირებული და დიადი კაცობრიობის ცხოვრებაში. link
თემა: რწმენა მორწმუნე ადამიანი სულ სხვანაირად აღიქვამს სამყაროს; მასში ხდება სრული სულიერი ფერისცვალება, იცვლება აზროვნება, იწმიდება გული... link
თემა: რწმენა ბეთლემს დაიწყო გზაჲ იგი სიმართლისაჲ და ეს გზა აუცილებლად უნდა განევლო არა მარტო მაცხოვარს, არამედ ყოველთა, რომელთა ჰრწმენეს იგი. link
თემა: რწმენა რწმენა იმასაც ღებულობს, რის ნატვრასაც კი ვერ გაბედავდა ადამიანი, როგორც ეს ჯვარცმული კეთილგონიერი ავაზაკის მაგალითმა გვიჩვენა. link
თემა: რწმენა თუ ჭეშმარიტი რწმენით, სასოებითა და სიყვარულით შევიმოსებით და მივენდობით უფალს, ყველანაირ განსაცდელს გავუძლებთ და გავიმარჯვებთ. link
თემა: რწმენა რელიგია დედის წიაღია, საიდანაც გამოვიდა კაცობრიობის მთელი სულიერი ცხოვრება; კაცთა მოდგმის მთელი მაღალი კულტურა რელიგიის შვილია. link