image
image
7
8
9
10
image
image
Loading..
image

თემა: სასუფეველი

სასუფეველი ღვთისა არის და უნდა იყოს პირველად თვითოეულის კაცის გულში, მეორედ თვითოეულისა ოჯახსა ანუ სახლსა შინა, მესამედ მრთელსა სოფლის ანუ ქვეყნის საზოგადოებასა შინა. სასუფეველი ღვთისა არის შენს გულში, ძმაო ჩემო, მაშინ, როდესაც შე... იხილეთ სრულად
link
image

თემა: სასუფეველი

რისთვის სთქვა უფალმან: „ ხოლო თქვენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ“? ანუ რა სახით შეიძლება, რომელ ოდესცა კაცი გულსმოდგინედ ეძებს სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისა, მა... იხილეთ სრულად
link
image

თემა: სასუფეველი

939. რას გვეტყვით მომავალ ცხოვრებაზე?მშვენივრად თქვა წმ. მოწამე ტრივურტიმ ამქვეყნიურ ცხოვრებაზე: „მეჩვენება, რომ არის და არც არის“. ზუსტია! ის თითქოს თვალწინაა და ხელშესახებია, მაგრამ ყოველთვის ხელიდან გვისხლტება. მომავალ ცხოვრებაზე კი ტრივურტიმ თქვა: „მეჩვენება, რომ არ არის და არის“. მართლაც, როცა აქა ვართ, გვგონია, რომ ყოველთვის აქ ვიცხოვრებთ; მომავალი ცხოვრება არარსებულად გვეჩვენება, მაგრამ არა. ვერც კი შევამჩნევთ, ისე დადგება და დადგება უეჭველად.
link
image

თემა: სასუფეველი

958. როგორი ადამიანები ისაკუთრებენ სასუფეველს ძალით?წმ. ისიქი ნეტარებს უწოდებს იმათ, ვინც საქმით ჩადენილი ცოდვისაგან მაინც ახერხებს თავის შეკავებას. წმინდანი ამბობს, რომ ასეთები ძალით ისაკუთრებენ სასუფეველს.
link
image

თემა: სასუფეველი

ძველ აღთქმაში ღვთისაგან ადამიანისთვის ბოძებული შეუფასებელი სიმდიდრე სამოთხე იყო, რომელშიც იგი ღვთის მოწყალებით ცხოვრობდა, მაგრამ ადამიანმა ვერ შეიფერა ეს საოცარი საჩუქარი და იგი თავისი ყოფის აუცილებლობად და უფლებად მიიჩნია, რის გა... იხილეთ სრულად
link
image

თემა: სასუფეველი

584. რა სულიერი მნიშვნელობის მქონეა ღმერთის მიერ აღთქმული ქვეყანა?სულიერი გაგებით, ღმერთის მიერ აღთქმული ქვეყანა არის სრული უვნებლობა, რომელიც ვითარცა თაფლსა და რძეს, სულიერ სიხარულს აღმოაცენებს.
link
image

თემა: სასუფეველი

მივიღებ სარგებელს, თუ ვიგლოვებ და ცრემლს დავღვრი ცოდვათა გამო?ძალიან დიდ სარგებელს მიიღებ, ისეთს, რომ სიტყვით ვერც კი გამოთქვამ, რადგან საერთო სამსჯავროზე რამდენიც გინდა იტირო, სასჯელს ვერ გადაურჩები. აქ კი, როგორც კი შენს ცოდვებზე იდარდებ, სასჯელი მოგეხსნება და შენდობას მიიღებ. ამიტომ ღვთის ტაძარში კი არ უნდა ვიცინოდეთ და ვსაუბრობდეთ, არამედ ვოხრავდეთ, რათა ოხვრით დავიმკვიდროთ ცათა სასუფეველი.
link
image

თემა: სასუფეველი

74. ხშირად მებადება კითხვა: სად არის ცათა სასუფეველი? რას მეტყოდით?ცათა სასუფეველი თქვენშია. რადგან ღვთის ძე შენშია, მაშინ მისი სასუფეველიც შენშია. აი, ზეციური სიმდიდრე, თუკი გსურს, იგი შენშია. აი, ცოდვილო, ცათა სასუფეველი, იგი შენშია. შედი შენს თავში, ეძიე გულმოდგინედ და იოლად იპოვი მას. შენს გარეთ სიკვდილია, მისი კარი ცოდვაა. შეიცან შენი თავი, დაემკვიდრე შენს გულში, რადგანაც იქ ღმერთია
link
image

თემა: სასუფეველი

ნეტარ არიან და სამგზის სანატრელ, რომელნი ღირს იქმნენ სასუფეველისა დიდებასა მიმთხვევად! და ეგრეთვე უბადრუკ არიან და სამგზის საწყალობელ, რომელნი დიდებისა მისგან განვარდენ! ხოლო ჩვენ, ძმანო, უკეთუ გვნებავს დიდებისა მის ზიარებად, რომ... იხილეთ სრულად
link
image
image
7
8
9
10
image
image